მწვანე ცა
და მასზე ლურჯი სიზმრები,
რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ,
ვერ შეეხები,
უბრალოდ იგრძნობ,
მაგრამ იცი,
ოდესემე მოგიწევს თვალის დახუჭვა,
სადაც გასული დღიდან დამახსოვრებულ სიმძიმეს
შეებრძოლება სითბო
და კინოფირის კადრებივით გაგივლის
საყვარელი ხალხის სახეები,
სხეული.

სურვილებიც აიმღვრევა
და მოგინდება რაიმე დაწერო,
აზრად მოგდის ფრაზები,
რომელიც ილექსება,
შემდეგ გრძნობ,
როგორ დგები,
ეძებს კალამს მაგიდაზე,
შემდეგ შარვლის ჯიბეში
და აღმოაჩენ ქურთუკში.
ეძებ ფურცელს

და იმეორებ სიტყვებს,
მწვანე ცა
და მასზე ლურჯი სიზმრები
რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ,
ვერ შეეხები,
უბრალოდ იგრძნობ...

ამ დროს გირეკავენ,
პოულობ მობილურს ხმით
და გეუბნებიან რაღაც ამბავს,
შენიშნავ წიგნში სანიშნად ჩადებულ ქაღალდს,
ჩადებ შიგნით ფანქარს,
დახურავ წიგნს,
გათი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 27 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ყველამ იპოვა საკუთარი გზა.

მე კი გზას აცდენილი,
სხვისთვის ნასროლი ტყვიასავით,
რომელიც უბრალო ხელჩაქნეულ ადამიანს
გულის ნაცვლად ფეხში ხვდება
და აკოჭლებს.

დავდივარ.
საკუთარ ერთადერთ წიგნს
ერთ ღიმილსა და ჩახუტებაზე ვცლი.

... ვფიქრობ,
როგორ დავამახსოვრებ თავს,
საკუთარ ქალაქს?..
Category: ლექსები | Views: 26 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ხე ეწირება შენს დაბეჭდილ წიგნს.
და ვაი, შენ,
თუ ეს წიგნი არ ღირს,
ერთი მცირე,
მოტეხილი ტოტის ფასად.
Category: ლექსები | Views: 18 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ,
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო...
Category: ლექსები | Views: 18 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ჩემს ყველა საიდუმლოს ფურცელი ინახავს,
საიდანაც გიმჟღავნებთ
ყოველდღიურ ერთფეროვნებას
და თქვენს თვალებს
ვადევნებ საკუთარ ცხოვრებას.
Category: ლექსები | Views: 26 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

წლის ნებისმიერ დროს..

ყველას სჭირდება
საკუთარი თოვლის ბაბუა,

ან
იმის იმედი მაინც..

რომ
ის
არსებობს!..
Category: ლექსები | Views: 24 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მწველი სიცხეა.
ვდგავარ ხის ჩრდილში.
ქარმა გამოანათა.
შევამჩნიე ცარიელი ბოთლი..
Category: ლექსები | Views: 18 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ჩემი დუმილი არ ნიშნავს შენს დავიწყებას.
ყვირილი კი შენთან ყოფნის სურვილს.

შესაძლოა,
არასდროს ვიყო შენს გვერდით,
მაგრამ ყოველთვის მიყვარდე.
Category: ლექსები | Views: 19 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენ მომყვები.
ვჩერდები და შენც.
ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

შენს გვერდით,
ვკარგავ საკუთარ თავს,
შენ კი ვერ მპოულობ.
Category: ლექსები | Views: 25 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მივედი დედიკოსთან.

გადაღლილი ტელევიზორს მიუჯდა,
სადაც რაღაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადიოდა.

მივუჯექი გვერდზე.
ჩავკიდე ხელი.
ვიგრძენი მისი გულისცემა.

შევხედე მას -
შევამჩნიე სითბო
და ჩამეძინა...
Category: ლექსები | Views: 24 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

« 1 2 ... 9 10 11 12 13 »