ცხოვრების ეკლიანი გზა..
ტილო, ზეთი.
ზომა — 50 X 40
ფასი — შეთანხმებით..
პ.ს. — ბოდიშს გიხდით, ფოტოს ცუდი ხარისხისთვის
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 549 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

სიყვარულის ზღვა / სულიერი მდგომარეობა
ზომა — 50 X 40
ტილო, ზეთის საღებავები.
გაჩუქებულია მეგობარზე.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 506 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ჩემი სატარებელი ჯვარი
ტილო, ზეთი.
ზომა — 60 X 50
პირადი კოლექცია.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 537 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ერთი გოგონა, რომელმაც გუშინ ბიბლუსი გალერიში ორი წიგნის პრეზენტაციაზე შემხვდა, იშვიათად ვნახულობ, სახითა და სითბოთი ვერ ვივიწყებ ადამიანებს, შესაძლოა სახელი და გვარი არ მახსოვდეს. ის ბედნიერი წუთები არასდროს დამავიწყდება, მან გამიფერადა დღე, თავისი საოცარი სითბოთი, სხვა თუ არაფერი, ხელი რომ გადვხვიე და ხელგადახვეული ჩავიხუტე. უბრალოდ, არაფერი მინდა, იმის გარდა, რომ არ დავიკარგოთ და მინიმუმ ერთი წერტილი მაინც მომწეროს პირადში. გამიხარდება, არასდროს მითხოვია, რომ ვინმეს რაიმე მოეწონა ან გაეზიარებინა, ან დაეკომენტარებინა ან რაიმე მაგდაგვარი, უბრალოდ რამდენჯერმე მოვიწვიე ხალხი ჩემს სამ გვერდზე "მანგო ჩემია", "ნიკა ძამიაშვილი" და "painting / живопись / მხატვრობა".. უკაცრავად, უეცრად გადავედი სხვა თემაზე, უბრალოდ თუ შეგიძლიათ და როგორც შეძლებთ, იქნებ მიაწვდინოთ მას ხმა, რომ გა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 546 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ჩემნაირი არავინაა.
დარწმუნებული ვარ ამაში.

მე მინდა
სიხარულის მცირე ნაპერწკალი მაინც ვუსურვო მათ,
ვისთვისაც სულერთი არაა ახალი წელი,

მხოლოდ იმიტომ,
რომ ჩემსავით უხარია,
უამრავი ადამიანის გახარებული სახე.
Category: ლექსები | Views: 565 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მე შემიძლია შენზე ფსიქოლოგიურად ვიმოქმედო,
მაგრამ არ ვარ ეშმაკეული
და არ მსურს,
რომ ვინმე შეეწიროს ჩემს ნაცხოვრებ ნაწერებს,
იმიტომაც ვიმეტებ მხოლოდ ჩემთვის.

შენ როდესაც გამიცნობ, მკითხველო..
იპოვი ჩემს მისამართს, ქალაქს, ბინას..
დააკაკუნებ..
ან კარს გაგიღებს ვინმე სხვა,
ვისაც არაფერი ეცოდინება ჩემს შესახებ,
ან თუ უფრო დააგვიანებ,
დაინახავ ძველ მიტოვებულ კორპუსს,
საიდანაც ფიცრები დიდი ხნის წინ დაწვეს ფეჩში
და რკინები კი ჯართში ჩააბარეს ვიღაცებმა,
რომლებიც უკვე წლებია საზღვარგარეთ გაზიდეს.

კიბის რამდენიმე საფეხური ჩატეხილია და
გეშინია სამსართულიანში ბოლო სართულამდე ასვლა.
გაინტერესებს ჩემზე რაიმე ინფორმაცია,
მაგრამ კარის გვერდზე კედელიც იმდენჯერ ჩამორეცხა წვიმამ,
რომ ზედ ვერაფერს ამჩნევ..

მუსიკა, ხატვა და პოეზია
ჩემი სიგიჟის უსასრულობაა,
რომელსაც შეუძლია როგორც მაცხოვროს,
ასევე ბოლო მომიღოს,
ისე, რომ ჩემ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 529 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

შენ მომატუე.
გულთან ისე ახლოს მიმიშვი,
როგორც ბიუსჰალტერი შენს მკერდთან.

მე შემიძლია კარის ჩამონგრევა,
გინებით-ღრიალით,
დალეწვა ბინაში ყველაფერი ძვირფასის,
მაგრამ იმასაც ვხვდები,
რომ არაფერ მსგავსს არ აქვს აზრი,
რადგანაც ..

მე შენთან იმაშიც კი ვარ მართალი,
რაც რეალურად არ შემიძლია რომ გაჩუქო,
ანუ დაგივიწყო..
Category: ლექსები | Views: 496 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

შენ დაისადგურე ჩემში.
მე სულის რენტგენით გაგხადე.
დაგხატე.
ვერაფრით ვერ გშლი
გულიდან..
და დავწვი ნახატი.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 533 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

დაძინებისას ვრთავ ბრას
და ვიძინებ მის მბჟუტავ სინათლეში.

ვწუხვარ,
არავინ მყავს,
ძილში გარდაცვლის მომენტში,
შემოვიდეს
და ამინთოს ოთახში შუქი.
Category: ლექსები | Views: 617 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

დავბადოთ ჩვენს გულებში ქრისტე,
როგორც სულიერი ნორჩი ყვავილი,
და არ მოვაკლოთ სიყვარული,
და მივცეთ ზრდის საშუალება,
გულიდან სისხძარვებში კანის ამოხეთქვამდე,
თუნდაც ჩვენს ბოლო ამოსუნთქვამდე,
რომ ჩვენში არ დაჭკნეს მისი ფესვები..
ამინ!..
Category: ლექსები | Views: 540 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

უნდა იფიქროს ადამიანმა, ვინ-ვინაა და ვის როგორ და რითი უნდა დაამახსოვროს თავი. მე არაფერი, ამ წერილს სხვების სახელით ვწერ, ვისაც ვიცნობ, ვინც მიყვარს და ვისი ცხოვრებაც ჩემს ყურამდე საერთოდ არ მოდის, მაგრამ ვიცი, რომ სადმე, ვიღაცა ვიღაცისგან იჩაგრება.

თუ ის თვითონ მსხვერპლია, და არაფერი ძალუძს, მის ნაცვლად სხვა გასცემს პასუხს, თუ მისი განწირული ხმა სხვას არ ესმის, გავა დრო და სიკვდილის შემდეგ მაინც მოეკითხება ყოველი სიტყა და ქმედება, ისევე, როგორც ფეხის მუხლებზე დავარდნილის სახეში წიხლის გამეტებით რტყმა მწარე გინებით და მისგან ტირილი, აღიარება და მობოდიშება, რომელიც მხოლოდ იმ მცირედს შველის, რომ სხვებმა შეაჩერონ მისგან სისხლდენა და ჩაუტარდეს მას მკურნალობა, გადასარჩენად. ისაც იმ მიზნით რომ აზრად გაგიელვა, იქნებ მოინანიოს საცოდავმა და ეშველოს.. მას კი ეგონა რომ იყო ძლიერი ტიპი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გატეხდა, მისი სიტყვა კანონი იყო და ყველა უნდა დამორჩილებოდა და მთელ დედამიწას მის ასოზე უნდა ეტრიალა. მისი ცრემლიანი პატიება ხვეწნა-მუდარით ვერ შეცვლის მის ბინძურად გამოვლ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 587 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ამდენი უსამართლობისა და ტანჯვა-წამების
გამოვლის შემდეგ,
ერთადერთი თხოვნაღა მრჩება უფალთან მისატანი.

ღმერთო,
დრო უნდა ჩერდებოდეს
ჩვენს ბედნიერ წამებზე..
Category: ლექსები | Views: 539 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მოიდგი სკამი ჩემს საძინებელთან.
ჩამოჯექი.

დამაძინე..

დილით,
მის საზურგეზე გადაკიდული ტანსაცმლის ნაცვლად,
შენ დამხვდი
და არა წამში გაელვებული სიზმარი.
Category: ლექსები | Views: 557 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

შენ მაშინ გიყვარს ადამიანი,
როდესაც საკუთარ სიყვარულზე ზემოთ
აყენებ მის გრძნობებს,
მაგრამ მაინც ბრუნდები
და მასთან ერთად ხვდები გათენებას..
Category: ლექსები | Views: 508 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მჯერა,
ცხოვრება ყოველთვის გრძელდება,
სიკვდილის შემდეგაც კი..

როდესაც ვიგრძნობ,
რომ ყველაფერი დამთავრდა,
მაშინ დასვამ წერტილს,
რომელსაც თავისით მიუჯდება
მეორე წერტილი..
მესამე..

და ეს იქნება
ჩემი
უკანასკნელი
საუბარი.
Category: ლექსები | Views: 511 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

როცა მარტო ვარ და ვხუჭავ თვალებს
მესმის მუსიკა შენი სუნთქვის და
როცა ვიღვიძებ, არ მრჩება კვალი
შენი ყოფნის და მყავდე სულ მინდა.

არა მხოლოდ დღეს, ანდა ხვალ, მუდამ..
და იყოს შენიც, ეს ჩემი სახლი.
ზამთარში თოვდეს და ერთი გუნდა
გესროლო შენ კი ღიმილით დაღლილს

მომიახლოვდე და მე შენ სიცილს
ვაჩუქო კოცნა, ენების ლოკვით.
შენ ჩამეხუტო და მე არ ვიცი
რით დავასრულო, ეს ლექსი მოკლე.

ქუჩებს ამშვენებს ბევრი წყვილი და
როცა ვუყურებ, ვიკლავ მე დარდებს..
თუ ჩემს ცხოვრებას რამე ცვლილება
სჭირდება მაშინ, მხოლოდ შენ მყავდე
გვერდით!..
Category: ლექსები | Views: 513 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

პაემანი
სარკეში
საკუთარ თავთან

და

მაინც
გძინავს მარტოს.
Category: ლექსები | Views: 523 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

უამრავ ნაცნობ ხალში ხარ მარტო.

ცდილობ შეხვიდე კონტაქტში,
მაგრამ ამაოდ.

გამოეყოფი მასას
და იწყებ წერას,
რომელიც გაძლევს სულ მცირედ ხსნას.

გადაგატანინებს
სამუშაოზე მიღებულ ტკივილს,
რომ არ ურტყა
უდანაშაულო კედელს ხელები,

მაგრამ ვეღარ შველი
გარეგანი დუმილით
და შინაგანად აბღავლებულ სხეულს.

დგახარ ყველასგან მოშორებით
და გულში გეღვრება
თვალებში დაგროვილი ცრემლები..
Category: ლექსები | Views: 561 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

რა აზრი აქვს თავისუფლებას,
კაცი თუ კვდება?

რა აზრი აქვს ღია ფანჯარას,
თუკი აჯანჯლებ?

რას მიაღწევ ნეტა ფრენით,
თუ გაქვს ფრთები
და არ კვდები?!.
Category: ლექსები | Views: 550 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მას არ ანაღვლებდა
საკუთარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა,
მე კი ყოველ ღამე, ძილის წინ, პირჯვარს ვიწერდი,
რომ ნებისმიერ წამს
არ დამეკარგა მეგობარი.

მიხარია,
ის თავის იმ სიყვარულმა გადაარჩინა,
ვისთვისაც მის ცხოვრობას მიეცა აზრი.

მწამს,
წრფელი დედ-მამა-შვილური სიყვარულის,
რომლის დანახვაც შემიძლია ორი მეზობელი ხის ყურებით,
ორი სხვადასხვა ზომის ღერიან ერთ ყვავილში,
და უსასრულო ცაზე ვარსვლავებსა და ღრუბლებში,
ზოგჯერ ადამიანებშიც..

მსურს,
ის მალე გამხდარიყოს მამა,
მე კი მოვესწრო მათ პირველ შვილს
და თავზე ხელი გადავუსვა.
Category: ლექსები | Views: 535 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 21 22 »