არ დაუჯერო ადამიანს,
რომელიც დანახვისთანავე სიყვარულს გიხსნის.

არ დაუჯერო ადამიანს,
რომელიც ქუჩის შესამოკლებლად პარკის გადასვლით
რამე ამობურცულზე მუხლს მოიდრეკს
და პირჯვარს იწერს.

არ დაუჯერო ადამიანს,
რომელსაც თვალს ვერ გაშორებს
და მზერით გადმოგცემს სითბოს,
რომელიც ნებისმიერ სიტყვაზე ძვირფასია.

არ დაუჯერო ადამიანს,
ვინც ბოლომდე გაიხსნება შენთან, ჩემსავით,
თუნდაც ცუდი არაფერი მინდოდეს შენთვის.
ჩემნაირი არავინაა,
მსგავსი ალბათ რამოდენიმე.

არ დაუჯერო ადამიანს,
რომელიც გპირდება უზომო სიმდიდრეს
არაფრის ფასად.

არ დაუჯერო ადამიანს,
რომელმაც შეგაცდინა, დაგაწვინა ლოგინზე
და შენ მხოლოდ იმის იმედით ხარ მის გვერდით,
რომ მუცლით ატარებ მასთან სიახლოვის მიზეზს.

მე არასდროს მოგატყუებ,
შეგიძლია მენდო, რომ არანაირი იმედი არ გაგიცრუვდება,
მაგრამ თუ შიში გამოძრავებს
და ვერ ბედავ,
არც მე დამი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 683 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-07 | Comments (0)

მე და ჩემი საყვარელი ფრანგი მომღერალი Patricia Kaas.
2014 წელი.
ფოტო გადაღებული არის თბილისის საკონცერტო დარბაზის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კონცერტის დასრულების შემდეგ..

პ.ს. — მე მას ვაჩუქე ერთი წერილი, რომელშიც ეწერა ის, რომ არასდროს არავისი ფანი არ ვყოფილვარ, უბრალოდ შეხედულობით, სიმღერითა და რაღაცით, თუნდაც ერთ კინოში მონაწილეობით "And Now... Ladies And Gentlemen... / ეხლა კი, ქალბატონებო და ბატონებო...", ვხედავ თქვენში ადამიანს და იმიტომაც არ მსურს თქვენი დაკარგვა, თუ რაღაც მაგდაგვარი შინაარსის მქონე ფურცელი გადავათარგმნინე ჩემს მეზობელს ფრანგულად და კონცერზე ვაჩუქე, ყვავილების დიდ შეკვრასთან, ბუკეტთან და ცალკე ამოვაპრინტერე ჩემი ლექსი მასზე მიძღვნილი, მისივე ფოტოთი და გამიხარდა, როდესაც 30 წამიდან 1 წუთამდე გამოდიოდა უკვე ბოლო სიმღერების შესასრულებლად სხვადასხვა კაბით, სანამ შევიდოდა ფარდებს უკან, კულისებში, იქამდე დავინახე რომ დაიწყო კითხვა ნაწერის და შემდეგ 3 წუთამდე არ გამოჩენილა, ალბათ სრულად წაიკითხა და ლექსიც ვინმემ გადაუთარგმნა-თქო ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 722 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-05 | Comments (0)

ჩემი ცხოვრება. ბავშვობის ტალღები.
იყიდება. თუ ვინმეს გნებავთ — მომწერეთ პირადში ნიკა ძამიაშვილი

აბსტრაქცია.
ტილო, ზეთის საღებავები, მასტეხინი.
ზომა — 40 X 50 სმ.

ნახატის დათვალიერებისას, შეგიძლიათ მოუსმინოთ ასევე ჩემს "განწყობის მუსიკა"-ს მოცემულ ბმულზე — youtube.com/watch?v=xzzhmU0TVcI
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 646 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-04 | Comments (0)

გათენდა.
მომენატრა გუშინდელი დღე,
რამაც დამიტოვა —
მოგონებები,
ერთი სახელი,
ერთი გული
და ერთი პერანგი,
რომელიც ახლა მაცვია
და ვარ ბედნიერი.

ნიკუშ,
შენთამ ყოფნისას გავიცანი ადამიანი,
რომელსაც აქვს ჩემზე ბევრად მეტი ტკივილი,
მაგრამ არავის უზიარებს.

ვხვდები,
არაფერია სასიამოვნო,
როდესაც სხვას ახედებ შენს ცხოვრებაში
და გრძნობ,
რომ მას სტკივხარ საკუთარ თავზე ძლიერ,
რადგან არ ხარ მისთვის სულერთი.

ცხოვრებას ეკარგება ფასი
თუ ვინმე არ ზრუნავს შენზე,
თუ ვინმე არ განიცდის შენს ტკივილს
და არ უხარია შენი ბედნიერება.

მაინტერესებს,
როცა რჩები საკუთარ თავთან მარტო,
ნეტავ რაზე ოცნებობ...

ძმაო,
სრულად საკუთარ თავსაც არ ვიცნობ,
მაგრამ მესმის და მჯერა შენი ნათქვამი სიტყვის
შენი პატარა შვილის
და მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯის.
შენი ჩაფიქრებული და გაუკეთებელი საქმი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 642 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-30 | Comments (0)

მოასწარი
და სიცოცხლეშივე იპოვე
შენი ცხოვრების გზა,
რადგან შემდეგ არ დაიტანჯო
და სიამოვნებას განიჭებდეს ის,
რაც სულიერად გაცოცხლებს
და ამით უსასყიდლოდ გამოკვებო
შენი მსგავსი ადამიანები.

თუ წინასწარ დაისახავ ბედნიერ მომავალს, იმ საქმით რაც არაა შენი, შესაძლოა გყავდეს მეუღლე, ბავშვები, მაგრამ არ იყო თავისუფალი.

მიეცი ბავშვს არჩევანის უფლება, აუხსენი თუ რა მოჰყვება ორივე ან ათივე გზას, გაუშვი ხელი, წაიქცეს, ადგეს და თვითონ განაგრძოს გზა საკუთარი მომავლისთვის,
დაფხაჭნოს ტილო, დაწეროს და თუნდაც დახევით შეაფასოს, დაუკრას ან იმღეროს, თუნდაც ყროყინის მსგავსად, თუ ერ დალაშქრავს, სცადოს და მცირედით ავიდეს მთაზე, თვითონ თუ არ მოინდომებს ბავშვი,
ან არ გააკეთებს, ან არ ისწავლის, ანდაც მიაფუჩეჩებს,
დაძალებით ფსიქიკას ურყევთ, ჯობია გაუჩინოთ ინტერესი, ოღონდ არ გადაეკიდოთ და არ მოაბეზროთ თავი.

შესაძლოა ეს არც გაკვეთილს ჰგავდეს და არც ლექსს, მითუმეტეს, უბრალოდ უნდა მეთქვა —

იპოვე საკუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 676 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-30 | Comments (0)

ვარსკვლავებმა რა იციან ჩემი გრძნობები,
ხალხმა რა იცის რას განვიცდი,
როდესაც ორივე ბევრად ახლოსაა ჩემთან,
ვიდრე შენ,
რომელიც ამას ხედავ
და მაინც გარბიხარ უგზოუკვლოდ,
სადღაც შორს.

შესაძლოა
ორივეს გვყავდეს საკუთარი ოჯახი,
ბავშვები,
მაგრამ მე..
ყოველთვის ისე მეყვარები,
როგორც პირველი ჩახუტებისას.

მოდი.
მე მოგცემ ძალას
გადააბიჯო საკუთარ თავს
და დარჩე ჩემთან.
არ ვარ ეგოისტი.

მე რომ მსურდეს შენი სიკვდილი,
უბრალოდ,
თავს დაგანებებდი!..
Category: ლექსები | Views: 711 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-29 | Comments (0)

ფოტოზე ვართ ნიკა მაჩაიძე, ნიკა ძამიაშვილი (ანუ მე) და ნატალია (ტუსია) ბერიძე რუსთავის პარკში. :)
გადაღებულია - ფილმი "ჩემი ბებია"-ის ჩვენების შემდეგ.

ფილმი ოლეგ კარავაიჩუკის მუსიკით — http://abcvideo.auf.ge/video/vip/3065

არ მინახავს, ალბათ დაამონტაჟებს Artarea/Tv2.0 და მალე რასაც მაჩაიძე-ბერიძის მუსიკითაც იქნება ამ ფილმის ინტერნეტით ნახვა შესაძლებელი.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 743 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-28 | Comments (0)

გასული წლის მიწურულს დავფიქრდი,

სად უფრო მეტია ღმერთი,
ცაში
თუ შენში?

ალბათ კედელში,
რომელიც უძლებს ამდენ დარტყმას
და მაინც ცდილობს ჩემს დამშვიდებას.

გადის დრო.
ველოდები შენგან წერილს
და ვხვდები,
მთებს გადავდგამ ჩვენი ჯერ არჩასახული ბავშვისთვის.

მთელი ჩემი ცხოვრება
ის ერთადერთი ნახატია,
რომელსაც შენი მზერა ფრთებს შეასხამს.
Category: ლექსები | Views: 621 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-28 | Comments (0)

ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით,
ვცდილობ ვიმოქმედო
რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ოცნება კარგზე
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.

მე მაშინ შევამჩნიე რომ დავბერდი,
როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა
და ვერ მოვასწარი გაღვიძება.

მე ყოველთვის ვკვდებოდი მაშინ,
როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას.

ცხოვრებავ,
ამდენი ტანჯვითა და უსამართლობით სავსევ,
ვგრძნობ,
მაინც ღირს შენი გავლა რამდენიმე ნათელი წუთისთვის,

რომელიც ჩემში
დავიწყებული სიზმარივით ტრიალებ,
სადაც დაბინდული სილუეტები ეხვევიან ერთმანეთს
და სთხოვენ, რომ ..
არ გაახილონ თვალი.
Category: ლექსები | Views: 658 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-28 | Comments (0)

ემოცია
იყიდება, ფასი შეთანხმებით.
მსურველებო დამიკავშირდით პირადში — ნიკა ძამიაშვილი

ზომა — 90 X 60
ზეთის საღებავები, ტილო, ფუნჯი, მასტეხინი.

p.s. — ბოდიშს გიხდით ფოტოს ცუდი ხარისხისთვის.
Category: ნახატები | Views: 650 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-22 | Comments (0)

ჩამკიდე ხელი
ვარჯიში ხელებისა და თითების დახატვაში შავი ფანქრის მეშვეობით.
პირადად მე მაქვს.

ზომა — არ ვიცი
შავი ფანქარი, ფურცელი.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 658 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-22 | Comments (0)

ხელის მტევანი
ვარჯიში ხელებისა და თითების დახატვაში შავი ფანქრის მეშვეობით.
პირადად მე მაქვს.

ზომა — არ ვიცი
შავი ფანქარი, ფურცელი.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 703 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-22 | Comments (0)

ჩემი ცხოვრება ჰგავს
წინა წელს დაწერილ წინადადებას —
"ე" და "ჰ" დამეგობრდნენ
და თავჩაღუნულნი,
ერთად გაუყვნენ გზას.

და ვაი,
იმ კაცს,
ვინც პირველად შეახვედრა
ესენი ერთმანეთს...
Category: ლექსები | Views: 644 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-22 | Comments (0)

რომელი უფრო მძიმე ტვირთია,
შენ რომ გიყვარს.
თუ მას რომ უყვარხარ,
როგორიც ხარ?
Category: ლექსები | Views: 579 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-22 | Comments (0)

როდესაც შეუხებლად გრძნობ.
როდესაც გაუცნობიერებლად გტკივა.
როდესაც იღიმი, ტკივილების დასამალად
და ატყუებ საკუთარ თავს.
როდესაც შენი სიცოცხლე სიკვდილზე იაფია.
როდესაც ხელი გაქვს ჩაქნეული
და მაინც გეცოდება ის ბუზი მოსაკლავად,
რომელმაც ნერვები დაგაწყვიტა,
ამ მიზეზი მოგცა დაწყვეტის.

ეძებე სხვა გზა.

მოვრჩები ხეტიალს.
გიტოვებთ იმ რამოდენიმე სიტყვას,
რითაც მსურს ვიცხოვრო.

ბრძოლა და იმედი!
ბრძოლა და იმედი!
ბრძოლა და იმედი!

როდის ან სად?
Category: ლექსები | Views: 645 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-22 | Comments (0)

ქალის სახე. გამოხედვა. განწყობა.
იყიდება, ფასი შეთანხმებით.
მსურველებო დამიკავშირდით პირადში — ნიკა ძამიაშვილი

ზომა — 50 X 40
ზეთის საღებავები, ტილო, ფუნჯი, მასტეხინი.

Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 672 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-21 | Comments (0)

როდესაც საკუთარ თავთან საუბარი მინდა,
ოთახში კი არ ვიკეტები,
ქუჩაში გავდივარ.
Category: ლექსები | Views: 633 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-21 | Comments (0)

მე
ბორდიურზე მჯდომს,
შემიძლია ამოვიკითხო
გამვლელი გოგონას ტკივილი
აღბეჭდილი მის სახეზე,
მაშინაც კი,
როდესაც
ის იღიმის!..
Category: ლექსები | Views: 609 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-21 | Comments (0)

გავდივარ ქუჩაში
და უაზროდ ვხეტიალობ.

ვგრძნობ,
ყოველი შენკენ გადმოდგმული ნაბიჯით
ვუახლოვდები საკუთარ სახლს,

მაგრამ იმასაც ვგრძნობ,
რომ ვერასდროს გავხსნი მის კარს.
Category: ლექსები | Views: 665 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-21 | Comments (0)

პირველად დახატული ყვავილები მასტეხინით
პირადად მე მაქვს.

ზომა - 24 X 30
ზეთის საღებავები, ტილო მუყაოზე, მასტეხინი.

p.s. — ბოდიშს გიხდით, ფოტოს ცუდი ხარისხისთვის.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 681 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-21 | Comments (0)

« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 21 22 »