ჩემი პირველი ნახატი ზეთის საღებავებით
საჩუქარია

ზომა - 30 x 23.5
ზეთის საღებავები, ტილო
Category: ნახატები | Views: 660 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ეგონ შილეს ნახატის ჩემი შესრულება.
საჩუქარია.

ზომა - 15 X 21 (სმ)
აკვარელი, შავი ფანქარი
Category: ნახატები | Views: 664 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე არავინ მგავს ისე,
როგორც შენ.

მე არ ვგავარ
არცერთი წიგნის პერსონაჟს
და არცერთ ცხოველს.
ყველაფერი ბუდობს ჩემში ცოტ-ცოტა.

ჩვენ განგვასხვავებს ჩემი სიგიჟე,
ჩემი დაუღვრელი ცრემლი
და ამოუღებელი ხმა.

და საერთო,
რაც ორივეს გვახასიათებს
- სიყვარული,
მაგრამ შენ ჩემზე ბევრად კეთილი ხარ.

ორივეს გვიყვარს,
როგორც მომღიმარი ხალხი,
ასევე დაცემულის ფეხზე წამოყენება.
ორივეს გვიყვარს ბავშვები.

ორივეს გვაქვს გამოცდილება
და ორივეს გვაქვს უნარი გვიყვარდეს ყველა,
მაგრამ არა - ერთმანეთი.
Category: ლექსები | Views: 654 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი.
ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს,
რომელშიც სიტყვა "განვიცდი" ყოველთვის მავიწყდება
და სხვა სიტყვით ვანაცვლებ,
თუმცა ვხვდები,
რომ ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება.

ვგრძნობ,
სიგარეტი კი არა,
მე ვიწვები.
ფერფლი ჩემი სხეულია
და ფილტრი კი ის ლექსი,
რომელიც ჯერ არ დაწერილა
და თუ დაიწერება,
იმასაც სადმე გადააგდებენ.

იმასაც ვგრძნობ,
რომ შეშლილი ვარ
და ჩემი ცხოვრება უფრო პატარაა,
ვიდრე ჩემი პოეზია.

მახსენდება დიდი იაპონელი მწერლის ფრაზა -
"იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული,
რომ მზე კასრზე მცირეა ზომით."
ასევე ვიხსენებ ძმაკაცის სიტყვებს,
რომ მე დიდხანს სიცოცხლე მიწერია
და მეღიმება.

ვგრძნობ,
ტყუილად არ ვღლი ნაბიჯებით ჩემი ქალაქის ქუჩებს.
ზოგჯერ,
მთვარეს ვესაუბრები
და ზოგჯერ,
დაბმული რკინის ტკივილსაც ვიზიარებ,
რომელსაც ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 629 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ცხოვრება არაა კროსვორდი,
უბრალოდ მარტოკაცის გავლილი დღეები ჰგავს
ოთხ კედელში გამოკეტილ ასოებს.

შეგიძლია,
მეზობელს დაუკაკუნო კედელზე,
რომელიც ვერანაირად გიშველის.

ოთახი,
სადაც ფიქრის დრო რაც უფრო მატულობს,
თავის დაღწევის იმედი - მცირდება,
რადგანაც ფანჯარა არსაით ჩანს.
Category: ლექსები | Views: 650 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ქალაქი ისვენებს გამვლელთაგან.
ჩემი ნაბიჯები კი მდინარესავით ეღვრება ქუჩას.

მინდვრის ყვავილებს ირეკლავს მთვარე,
რომელიც ეძებს შემორჩენილ წყალს,
საკუთარ ნამტირალევ სახეზე.

ჩემი შენსდამი ნათქვამი „მიყვარხარ!“
საკუთარ სისხლზე ძვირია
მაგრამ მას არ შეუძლია
დარჩენილი სიცოცხლე გაუხანგრძლივოს
მოწყვეტილ ყვავილს.

ვიყურები სარკეში. დანერვოზებული თავის გარდა,
ჩანს ქალის ლანდი,
რომელიც ებრძვის შენსდამი აღზნებას.

ყოველი ფილტრამდე ჩაყვანილი სიგარეტი
რომ მაშორებდეს
შენს ხელის ჩაკიდებასთან,
დროს ვენიდან სისხლს ამოვწოვდი,
რითაც გავაცოცხლებდი
ჩემს მკვდარ ქოთნის ყვავილს,
რომელიც მეხმარებოდა უშენო დღეების მოწევაში.
თვენახევარი გაიწელებოდა დღენახევრად.

ნუ მოწყვეტ ყვავილს,
შესაძლოა მისი დაჭკნობით ჩემში ჩაკლა იმედი
ან სულაც შემაწყვეტინო სუნთქვა.
მწამს, შეგწევს ძალა, რომ მორწყა
და გაიღიმო.
ათას კილომეტრ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 651 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

შენ ტვინით აზროვნებ,
მე — გულით.

აი,
ზუსტად
ამის მეშინია!..
Category: ლექსები | Views: 649 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე რომ მსურდეს შენი სიკვდილი,
უბრალოდ,
თავს დაგანებებდი!..
Category: ლექსები | Views: 678 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ვიყავი მარტო. ოთახში მხოლოდ
შემოდიოდა ეზოდან შუქი.

ბევრი რამ მინდა, რა უნდა ვთხოვო
ღმერთს შენზე მეტი - მიყვარხარ თუკი.

ობლად დარჩენილ სიზმრებსაც ტეხდა
ეზოს ონკანის წკარუნი წვეთთა.

მე კი ვიწექი და მსურდა მეთქვა,
სიტყვა, რომელიც არაფერს წყვეტდა.
Category: ლექსები | Views: 642 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ცხოვრება დღითიდღე ძვირდება,
ჩვენივე დაუხარჯავი სიცოცხლის ხარჯზე.

რადგან,
ჩემზე ღარიბი მეგობრებრები
იკვებებიან
მათზე ღატაკი ოცნებებით.

მე კი ვეღარ ვირგებ
სხვის ნახმარ იმედებს!..
Category: ლექსები | Views: 625 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე ის ხე ვარ,
რომელსაც ერთი გამხმარი იმედი შერჩა.

ვგრძნობ,
ხვალე ისიც ჩამომვარდება.

მას ერთი გოგონა დაიჭერს ხელში,
წაიღებს სახლში,
ან მცირე ხნით გაათბობს
და შემდეგ მიაგდებს სადმე,

როგორც საკუთარი ქალაქის რომელიმე ხეზე
შემთხვევით ჩემი ლექსის წაკითხვისას,
წუთიერი განცდა,
რომელიც შესაძლოა,
მალევე გაცივდეს მასში.

ჩემს ქუჩაზე,
შემხვდა ერთი ანგელოზი,
რომელიც იდგა ტროტუარზე
და ხელში ეჭირა გამხმარი ნეკერჩხლის ფოთოლი.

შევხედე მას,
გავუღიმე,
განვაგრძე გზა
და ხელზე შემომეწერა ეს ლექსი.
Category: ლექსები | Views: 644 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

სად მივყავარ გზას,
თუკი ის არასდროს მთავრდება
მას არც ნომრები და არც შუქნიშანი გააჩნია.

მე ვარ გზა.
ჩემი ცხოვრებაა გზა.
შენი კი ქუჩა,
რომელზეც ყველაფერი ოფიციალურად ლაგდება.

მე არსაიდან ვიწყები და არსად ვმთავრდები,
უბრალოდ ვგრძელდები.

მთელი ცხოვრების გავლა ღირს,
ერთი წუთი სიყვარულისთვის.
Category: ლექსები | Views: 665 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

შენში მეტია არაყი,
ჩემში პოეზია.

გიყურებ და მაბედნიერებს
შენი ნამთვრალევი, თბილი ღიმილი.

ვხედავ,
თავს იკლავ, ძმაო..

ერთადერთი ის მიხარია,
რომ იცი, გაგაჩნია საკუთარი თავისუფლება,
რისგანაც კვდები შენს გემოზე.

ვცდილობ გაგიცინო.
შენ უყურებ ჩემს სახეს და ასხამ არაყს.
ვსვამთ ძმობისას.

და მაშინ..
არ არსებობს ჩვენთვის სხვა დანარჩენი.
Category: ლექსები | Views: 656 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ცხოვრება.
ტანზე ნაიარევი.
ფსიქოდელიური მუსიკა.
ჭიქაში ორი კოვზი ყავა და ერთი შაქარი.

დამწუხრებული გოგონა ჰგავს ანგელოზს,
და მისი გული კი ყინულს
რომელიც შენს გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს.

გავჩუმდი.
ჩემში დუმილი ყვირის.
ტკივილი გულზე მაწვება და ხელებს მიჭერს.
მსურს ვიყვირო,
მაგრამ ჩამოყალიბებული მიზეზი არ მაქვს.

მოატყუე საკუთარი თავი
და იამაყე იმით,
რაც არ გეკუთვნის,
უბრალოდ იყენებ მას, შენი სურვილისამებრ.

თაგვებმა ცნობიერება გამოგვიჭამეს.
რაის უსისხლო რევოლუციაზეა ლაპარაკი,
ხმის ამოღებასაც კი ეკარგება ფასი.
მეოცნებეთაც გაგვიჩნდა მეორე დღის შიში
და მწარე რეალობა გვესიზმრება.

შემწვარი კარტოფილის სუნი შემოდის შენს ბინაში.
სურვილი, წარმოსახვა, ნერწყვი.
ფანჯრიდან გადიხარ ეზოში.
ჩამოვარდნილი ფოთლები,
როგორც თავიდან თმა,
მტევნიდან თითი
და ციდან ვარსკვლავი.

ღამეა ჩემ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 648 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ელექტრონულო მუსიკავ
გამგუდე,
მაყვირე,
რადგან არ დავკარგო საკუთარი სიგიჟის მარცვალი
ჩემი ამნეზირებული გონებიდან.

შეგიძლია,
უცხოპლანეტელს ესაუბრო,
დაჩაგრო და გაუგებრობისთვის ეჩხუბო.
შესაძლოა,
მან ჩაგიაროს გვერდით, კაპიუშონჩამოცმული
და შენ ვერც კი შეამჩნიო.

ყველასგან განსხვავებული კაცი,
ბევრი ტკივილითა და შეცდომით ტახტზე ზის და წერს,
რომ ზოგჯერ ვერანაირი მუსიკა ვერ წაიკითხავს მის გონებას,
როგორც არ უნდა იმოქმედოს,
რადგან თვითონ არ იცის, ამ წუთს რას იზამს,
უბრალოდ ხვდება,
რომ ვინც უყვარს, მათ უფრო სწყენს,
ვიდრე მათ, ვინც ფეხზე ჰკიდია.

ფსიქოლოგიური მუსიკაც ხომ მათზე ზემოქმედებს
ვინც შეშლილია,
ან დგას სიგიჟის ზღვარზე
და თაგვი უღრღნის თოკს,
რომ მის სულმა აიშვას,
გაშიშვლდეს და გათავისუფლდეს!..
Category: ლექსები | Views: 630 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ჩვენ ერთად ვხეტიალობდით,
მაგრამ მე ვიყავი მარტო,
სანამ ხელი ჩამკიდე
და გზას მიეცა გეზი..
Category: ლექსები | Views: 643 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ისეთს არ მიცნობ,
როგორიც არ მსურს
დაგინახო!..
Category: ლექსები | Views: 639 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მწამს,
დასრულდება ეს ყინვიანი ზამთარი.

შენს ლოდინს ვერ გაუძლო ჩემს ქოთნის ყვავილმა
და გახმა.

გარეთ შიშველი ხეები ერთმანეთს ეხუტებიან.
Category: ლექსები | Views: 633 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მე შენ გაჩუქე იები ქოთნით.

გითხარი,
ბავშვივით მოგევლო მათთვის.

რა ლამაზია ის ვარდები,
რომელიც სხვისი ოჯახის დასაბამია.
Category: ლექსები | Views: 665 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

უშენობამ გამხადა მუხასავით გამძლე,
მაგრამ ოდესმე ისიც ჩამოყრის ხელებს
და მოკვდება.

მოდი.
გადმოგცემ ერთ მუჭა სითბოს,
რომელიც გაგყვება მთელი სიცოცხლე.
Category: ლექსები | Views: 651 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

« 1 2 ... 17 18 19 20 21 22 »