დედა აბარებს საუთარ სისხლს,
რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური. ეს ჩემი ქალაქია, სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად, ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული შვილის ღიმილით ნათდება, და მაშინ ბინდდება, როდესაც დედა ინახავს სამ-ოთხ ნაჭერს კარადაში მეორე ბედნიერი დღისთვის, თვითონ კი მორჩენილ ნამცეცებს კენკავს. მეორე დღის გათენების იმედი მცირდება, როდესაც ბინაში ცრემლებით გაწვიმს რადგან არ გყავს ის, ვინც დაგიმარხავს ძილში გაყინულ, მშიერ ბავშს. ბრძოლა ხორციელი გადარჩენისთვის იმდენი ძვირია, რამდენადაც სურვილი გაღიმების, ქვეყნიდან გაქცევის და უკიდეგანო ციდან ვარსკვლავის მოწყვეტის, რომელიც გადის ჩვენი უსაქმური სინდისიდან თითო ბავშვზე თითო კანფეტის ჩუქებამდე.. |
ნიკამ ნატოს გადახვია ხელი.
მე ვიგრძენი ის ოჯახური სითბო, რომელიც სასიცოცხლოდ ძლიერ მჭირდება. წამიერი ბედნიერებისგან გამეღიმა. გვერდი ავუარე და უამრავ ხალხში, განვაგრძე უმისამართო გზა. |
მოღრუბლულ ცაზე ჩანს სამი ნათება.
ერთი ვარსკვლავი ხარ შენ, მეორე — მე. მესამე კი თვითმფრინავია, რომელსაც გადააქვს ჩემი გრძნობა შენკენ. ცდილობ დამამშვიდო შენი დავიწყებით. მე კი გპასუხობ — ნუ მაჩერებ, მინდა რომ მწამდეს.. |
ჩემი სიმარტოვე გულია.
შენი ლოდინი — სისხლი. სიყვარული — ზედაშე. მოდი. ხელი ჩამკიდე. მე გაზიარებ ბედნიერების გზას და გაგრძნობინებ მის უსასრულობას. |
მკვდრები
ცოცხალი სახით გესაუბრებიან მომავალზე. გეშინია, მაგრამ არ გსურს გამოღვიძება რადგან იჯერებ იმ ზღაპარს, რომელიც თვითონ გამოიგონე. |
შევედი ოთახში,
სადაც მწამდა, რომ ჰაერზე მეტი სიჩუმე სუფევდა, სანამ არ შემაწუხა საკუთარმა სუნთქვის ხმამ. ვუყურებ შენს მომღიმარ ფოტოს საიდანაც ვგრძნობ, რომ მოდის იმდენი სითბო, რაც მეყოფა შენამდე მოსასვლელად, ჩასახუტებლად და დარჩენილს, ცხოვრების ბოლო გზაზე, ავიტან უფალთან. |
მე იმ ქუჩების მტვერი ვარ,
საიდანაც მოვდივარ. შენ შეგიძლია სახლში მისულს, გახვიდე აივანზე და დაიფერთხო ქალაქის მტვერი. გთხოვ, მომანიჭე თავისუფლება და დამაბრუნე საკუთარ უკედლებო სახლს. |
როდესაც მესმის დედაჩემის სიცილი,
სიამოვნებისგან მეღიმება და ვხვდები, ცხოვრებაში არის ბედნიერი წუთები, რომლებიც, არ უნდა მოიკლო ადამიანმა. |
დღეს ჩემს ეზოში ხე მარტოსულად
იდგა და თვლემდა. მეც არ მეძინა და ვამსგავსებდი ცხოვრებას ჩემსას... მე მინდა შენ რომ, გესმოდეს ხის და მომხვიო ხელი. რომ შენ გადმოგცე მე ჩემი ძალა, სანამ გავხმები. |
მენატრები.
მონატრებას შემიძლია შეველიო მხოლოდ სიჩუმით. ეს დუმილი კი შევისისხლხორცო. მიყვარხარ და რაც მე მაკლია, იმას ვხედაც შენს თვალებში. |
მე ყოველდღიურად ბევრს ვლაპარაკობ
საკუთარ თავთან, საკუთარ თავზე, მაგრამ არავის არ ესმის ჩემი სიჩუმის, რადგან არ მყავს, ვინც ჩამხედავს თვალებში, გაშეშდება, იტირებს და ჩამეხუტება. |
იყავი ჩუმად.
დრო მოიტანს თავისას, ოდეს. მაგრამ როდის? მე ახლა მინდა ჩაგეხუტო!.. |
მე.
გაჩერებული საათი. კარლოს წიგნი. სამი ჭიქა არაყი — ჩემთვის, შენთვის და მისთვის. ღია ფანჯარა. გაცრუებული იმედი სამჯერ უფრო მძიმეა — ვიდრე სმა, შიმშილი და ხელჩაქნეული, ყელში ამოსული ცხოვრება. |
მხოლოდ ბავშვის ღიმილს
შეუძლია დამავიწყოს ყველაფერი და მამყოფოს ბედნიერი, იმდენი ხანი, რამდენიც გაძლებს ჩემს ხელებში. მე ყოველ დილით, ნამძინარევ მზეს მთების შუიდან ამომიყვანდა გაღვიძებული ბავშვის ცრემლები. ვფიქრობ, კარგი მამა ვიქნები, იდესმე ბავშვი თუ მეყოლება... |
შენ შემეკითხე,
ზამთარი როდის გავა, მე გიპასუხე, მაშინ, როცა ჩამეხუტები. |
არ შემიყვარო
და არ დამშორდე ჩაუხუტებლად. |
მე შევეჩვიე უშენობას,
მაგრამ ვერ მოვიხდინე, ისევე, როგორც, რვა წლის წინ გაცვეთილი მაისური. |
მე თუ გეხუტები,
თითებით არ ვეძებ ჩემს დაკარგულ ნეკნს, რადგანაც ვგრძნობ, რომ ... ის შენშია. |
მე ხშირად ვეხები შენს ქურთუკს,
რადგანაც ვგრძობ იმ სითბოს, რომელიც მას შენი სხეულიდან შეაკვდა. |
დღეს სამარშუტოში გადავუხადე ერთ ქალს
მგზავრობის ფული და ორმოცდაათთეთრიანი გადმოვაგდე ფანრჯიდან. მე არასდროს მიპოვია ქუჩაში ხურდა, მაგრამ ბევრჯერ მიმიცია სხვისთვის ამ ბედნიერების ღიმილი. |