მე ვაკოცებ შენს ცრემლს
და ჩემს ტუჩს შეაშრება
შენი სულის ნაწილი.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 28 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

ვინმე ახლა იმყოფებით ბათუმში, თუკი, შემომეხმიანებით და შევხვდეთ (შესაძლოა ქობულეთშიც, პატარა საქმე მაქვს და..), ვისაუბროთ, სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავიტანოთ დრო. არა მხოლოდ "რეალური მეგობრები", ვინც მკითხულობთ, ან მათვალიერებთ, ლექსისა თუ ნახატის საშუალებით, ვისი ცხოვრებიც გზაც ჩემს ლიანდაგზე გადის და სულები სადღაც ქვეცნობიერში მაინც იკვეთება.. მოკლედ, ნურავის შეგრცვეთ, სიამოვნებით.. <3
ბიჭთან — ლუდი, გოგოსთან წვენი და ტკბილეული, ასეთი ტიპი არ ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში სხვადსხვა რამ შესაძლოა.. <3
გამიხარდება, თუ გავიცნობთ და არ დავკარგავთ ერთმანეთს.

გმადლობთ ყურადღებისთვის! <3
პატივისცემით ნიკუშა.
Category: ჩანაწერები | Views: 104 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-08-05 | Comments (0)

nazareti.ge/news — ერთი თხოვნა მაქვს მეგობრებო, აი, რამის გული წამივიდა, დღეს დავდე 35 საქველმოქმედო განცხადება ამ გვერდზე, რეალურად ვერ ვარ ახლა კარგად, კიდევ კარგი, ღვთის წყალობით გავუძელი!..
უბრალოდ ერთი თხოვნა ისაა, რომ წინასწარ დაუკავშირდეთ ვისაც გადაწყვეტთ, რომ დაეხმაროთ, რადგან აი, ერთმა გორელმა კეთილმა გოგონამ მომწერა ერთზე, რომ გარდაცვლილა და წავშალე.. ძალიან მეტკინა ეს ამბავი..
ნუ მოკლედ.. ვერც ვრცლად ვწერ და ვერც მოკლედ ვაყალიბებ აზრს..
იმედია გამიგეთ, რისი თქმაც მინდოდა, ერთი დავუკავშირდეთ, სანამ დავეხმარებით, ცოცხალია ესა თუ ის ადამიანი..
შეძლებისდაგვარად, ვთესოთ სიკეთე, სხვა არაფერია ამაზე ძვირფასი.
მიყვარხართ და გმადლობთ ყურადღებისთვის!.. <3
Category: სხვა | Views: 99 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-16 | Comments (0)

ძნელია ამის დაწერაც, უბრალოდ ამ აზრების ჩამოყალიბებაც, რადგანაც ყველაფერი არეულია საკუთარ თავში და არ იცი, როდის და რა ქნა..
მე პირადად ძალიან მინდა რომ ვიკივლო ცალკე მისი სახელი და ცალკე ის რომ მიყვარს, უბრალოდ ერთი სიტყვით — მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!
ზოგჯერ ისე ვარ, ვერც ვწერ ლექსს, ვერც ვხატავ და ვერც გამოვხატავ რაიმენაირად ჩემს სულიერ მდგომარეობას, უბრალოდ ვზივარ კომპიუტერის წინ, ვათვალიერებ მის ფოტოებს ფეისბუქზე და მინდა ყვირილი, ვგრძნობ, როგორ ვეხუტები, როგორ მესმის მისი სუნთქვა, როგორ ვწვები ერთმანეთის გვერდით და ჩახუტებულები ვიძინებთ და სხვა უამრავ სასიამოვნო სიტუაციას, მაგრამ ცდილობ რომ მოითმინო იქამდე, სანამ იხილავ რეალურად და ძალიან ცუდად ხდები.. ნუ ყოველშემთხვევაში მე.. ამ სიტყვების მერე ცოტა გამეღიმა. :)
მოკლედ ეს იყო და ეს, რაც მინდოდა მეთქვა..
Category: ჩანაწერები | Views: 116 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-15 | Comments (0)

ხეები და სოკოები.
წვიმა.

გვირილა და ჭიქა პიტნის ჩაი.

სიყვარული.
მზესუმზირა.
ვარდი.

სიმარტოვე
და სიჩუმის ხმა.
Category: ლექსები | Views: 102 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

1.

ყვითელი, გვერდებში ოდნავ მოყავისფრო თმით,
ფეხებზე დადებული წითელი ჩანთით
დავინახე გოგონა.

არ ვიცი,
რა აწუხებდა მას,
სასწრაფოდ სჭირდებოდა საჭირო ოთახი და ითმენდა
თუ უბრალოდ განიცდიდა ადამიანთან ხორციელ დაშორებას,
მის სახეზე შევამჩნიე სულიერი უხმო ტირილი,
ცრემლები კი თითქოს თვალებს შიგნით ესხმეოდა..

2.

შემოვიდა ხელგამოწვდილი ბავშვი,
რომელსაც თავზე ხელი გადავუსვი.
მინდოდა მიმეცა
მცირე ზომის შოკოლადში ამოვლებული ორცხობილა,
ამოღება ვერ მოვასწარი,
რომ უკვე ვაგონის ბოლოში
სთხოვდა ხურდას მოზრდილ მამაკაცს
და შემდეგ გაჩერებაზე წამიერ გაქრა.

3.

ვიდექი კართან,
შევხედე იმ მოპირდაპირე მხარეს მჯდომ საყვარელ გოგონას
რომლის სევდიან სახეს მსუბუქი ღიმილი შეჰპარვოდა,
რომელიც მახსოვს, უკვე მესამე დღეა
და მჯერა, გამყვება ცხოვრების ბოლომდე,
თუნდაც მის შემდეგ, ვეღარ ვერასდროს ვიხილო..

4 ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 100 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

გსიამოვნებს,
როდესაც შენზე წუხან,
როდესაც ვინმეს სტკივხარ.

აჩვენე ყველას,
რომ ძლიერი ხარ და აიტან ყველაფერს,
მხოლოდ იმიტომ რომ არ დასწყვიტო გული მათ,
ვისაც უყვარხარ,

რადგან შენ ნერვიულობ იმაზეც,
რომ გიწევს მათი გულისტკენა მძიმე ისტორიით,
მაგრამ თვითონ ვერ ხვდები,
რომ ამ დროს,

იკვებები საკუთარი მონაყოლი ტკივილებით
და დესერტად აყოლებ მსმენელის სითბოს,
ცრემლებს,
რომელიც ნებისმიერ თანხაზე ძვირია.

და მაინც,
გსიამოვნებს,
როდესაც შენზე წუხან,
როდესაც ვინმეს უყვარხარ.
Category: ლექსები | Views: 94 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

სასახლისთვის მოჭრილი ხე
და ორმოს შეწირული გათელილი ყვავილი
ერთმანეთს ტირის.

მე ვღეჭდი ხის ცრემლებს საღეჭ რეზინასავით
და ვსვამდი ყვავილების მომწარო წვენს.

სიზმარში მათი ხმა მესმის,
რომელიც მაღვიძებს..
Category: ლექსები | Views: 102 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ერთი ნორმალური სიტყვა არ მადგება ენაზე, მეცოდება ნებისმიერი ჩაგრული ადამიანი.

ერთი ადამიანით მეტი ან ნაკლები.. აზრი.. კი, სხვა წაიკითხავს და იმავეს იფიქრებს, არადა ან .. მოკლედ ყველა უნდა გამოვიდეთ, იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ.

ვერ ვარ იმ დონეზე რომ ვილოცო მათი სულებზე, პირიქით ლამის თავქვე ჩამოვახრჩო ეს ნაბიჭვრები.

და კიდევ, მე მოვკვდები მშიერი და არ ვიქნები ვინმეს მონა, მოქნეული კუდი, ანუ რომ გიბრძანებენ და არაადამიანურ საქმეს, უსამართლობას სჩადი, რომ არ დარჩე ადგილზე, შენ ერთი, ასი თუ ათასობით გაგათავისუფლებენ, არაუშავს, იმ დღეს გადაიტანთ, იმ თვეს, და მხარში ამოგიდებათ ხალხი და მეორე თვეს უკვე აირჩევთ სხვას, რომელიც ასევე შეგჭამთ, უბრალოდ ძვლებს აღარ დაუწყებს ხვრას.

ცრემლი მადგება, როდესაც ამას ვუყურებ.. რადგან არ შემიძლია რაიმეთი მაინც დავეხმარო.. ხელგამოწვდილს თუ ფული არ გაქვს პურის ნაჭერს ან სადმე ბოთლს აიღებ, მოუშვებ ქუჩასა თუ ეზოში და წყალს მიუტან მაინც და აქ.. რა უნდა ქნა.. აუუუფღღღ!..
აქ სამართალი არ ვიცი, ოდესმე თუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 103 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ზამთრის ნათელი დღე.

ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ.

ვიცინით.

პირში გვადნება ხის ფოთლებიდან შეგროვილი თოვლი.

არ ვიცით,
როგორ გავუმხილოთ ერთმანეთს ჩვენი გრძნობები.

ვსხდებით გრძელ სკამზე ერთმანეთის გვერდით.

ვიყურებით ცაზე
და სახეზე გვეცემა ფანტელები.
Category: ლექსები | Views: 99 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ერთხელაც გავიღვიძებ
და ჩემს სხეულს შეეზრდება ყვითელი ბროწეულები.

მწვანე ცა.
წითელი ზღვა.
ლურჯი ღეროები მოიბამენ თეთრ ყვავილებს,
როგორც ხეს შეზრდილი გაჭიმული სქელი მავთული..
მკვეთრი სითეთრე.
თავისუფლების დროშა კი იფრიალებს ჩემს მეხსიერებაში,
როგორც დილას პირველი მზის სხივი შენს ფანჯარაზე.

ძროხა რძის ნაცვლად მწვანე ჩაის მოიწველება,
მისი მომწველნი იქნებიან ბინძური სულის მატარებელნი,
რომლებიც მალევე გამდიდრდებიან ამ სასმისის გასაღებით,
რომელიც ერთ დროს უბრალო ხალხს გვებარა
და წაგვართვეს.

ჩემისთანებს ცხოვრება გვამზადებს
მოულოდნელი სიკვდილისთვის,
მაგრამ როგორი უსაფუძვლოც არ უნდა იყოს,
მაქვს იმედი გამონათების.
თვითონ ჭაობში ვიძირები,
მაგრამ ვფიქრობ შენს გადარჩენაზე.
ჰო, შენზე, ვინც დროს მითმობ და მკითხულობ.

ქუჩასა და მეტროში გამვლელთა სახეები მტკივა
და ვერ ვისწავლე ამ ტკივილის გააზრება
და მისგან შვების მიღება, ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 85 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

მინდა ვიყო აპოლიტიკური, სრულიად ბოლომდე.. მაგრამ არ გამოდის "აქ და ახლა.. აქ და ახლა.. აქ და ახლა"
ერთი ნორმალური და მისაღები სიტყვა არ მადგება ენაზე, როდესაც ვხედავ ასეთ სიტუაციას. არც ერთ მხარეს არ ვარ, რადგან ორივე მხარეს მყოფ ხალხს მე, ჩემი სიცოცხლე და ჩემზე უარესად მყოფებისა, მინიმუმ ფეხზე ჰკიდიათ.
უბრალოდ, ძალიან გული მტკივა, რომ ვირცხვენთ თავებს მსოფლიოს მასშტაბით.
მოიგოს ნებისმიერმა, რომელსაც ღირსეულად აირჩევენ, ოღონდაც პატიოსნად და არა ისე რომ ჩარიონ პოლიცია, იმაში რომ .. თუ ყველაფერი კარგადაა, გადაიღონ "ხმას არ ამოვიღებო" ერთმა ჟურნალისტმა თქვა, ყოფილიყო სადმე კუთხეში, მალავენ და ეს როგორც მე, ისევე თქვენც ყველაფერი კარგად იცით, რაც, რატომაც და რისთვის კეთდება, რომ მეტი დრო განაღდებული სკამები ყველაფრის ფასად, საერთოდ ყველაფრის.
რაც აქ ხდება ეს თუა დემოკრატია, მე ან ფარშევანგი ან კუ ვარ.
ამ დროს კი ხალხი კვდება!..

#უსამართლობა, #სკამები, #ნაგავი, და #მეტიჭამა
Category: ჩანაწერები | Views: 89 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ვიფიქრო ცოცხლებზე ეს ისე ძნელია,
როგორც მკვდარს უმღერო და მანაც ხმა გაგცეს.
რადგანაც ჭრელ-ჭრულა ლექსებზე მღერიან
ისინი, ვინც ხალხი უძიროდ გაძარცვეს.

მარტო ვარ, გოგონა ოცნებებს მინაზებს,
ნახატზე სიგიჟეს ცხოვრებას ვუტოლებ.
ფანჯარა. ცხელი ჩაი ტოვებს ორთქლს მინაზე.
პროტესტი. ბრძოლა და ყვირილი რუპორით!

სიტყვები. "ოცნება", "ცხოვრება" "ხალხს შია",
ვუკიდებ სიგარეტს და გამვლელს ვუწუდებ.
ხედავ და შენც იცი, ქვეყანა ტრაკშია
და თუკი გაქვს ძალა, ხელი გაუწოდე

იმედი გვქონდა და დაგვჩაგრეს, დაგვცინეს
არაფრად აგვიგდეს გვიხმარეს მონებად.
მეც უკვე ვგრძნობ რომ დღეს ნერვები გავცვითე.
ჯერ იმ სიბოროტეს დედა არ მ..ნა!.
Category: ლექსები | Views: 90 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

youtube.com/watch?v=Gnk2i3wcR6k — ეს ფილმი, მუსიკა თემა, სურვილების ახდენის ქვეყანა, თავისუფლება, იმედი!..

ერთი-ერთში ჩემს სულიერ მდგომარეობაზეა ეს ფილმი და ზოგჯერ ააააღყჰჰჰ..., ზოგჯერ გინებაც წამომცდენია, ზოგჯერ მომდომებია მის ნაცვლად ყოფნა და რავიცი...

2007 წელი ფილმის გადაღების, გამოსვლის თარიღი, ახლა რამე თუ შეიცვალა და რამე სასწაული თუ მოხდება, რომ მეც მაგ ქუჩებში ვიბოდიალო და გადავრჩე, დასაწყისშივე რომ ჟან მიშელ ბასკია გამოჩნდება გაკრული, ასწორებს!..

მოკლედ, რავიცი, ვისი ცხოვრებაც, სადღაც თუნდაც გზის ბოლოს მცირედით უახლოვდება ჩემსას და კვეთს მაინც, არათუ უერთდება და კვებავს და აგრძელებს.. მათ შეგიძლია უყუროთ...

დიდი სურვილი მაქვს, ახლა 2019 წელს, სიამოვნებით ჩავიდე და თუნდაც ასე, ვინმე ქართველი შემხვდეს და ხან მუსიკა ჩავრთოთ და კაპიკები ვიშოვოთ, ხანაც ნახატები დავდო და გაიყიდოს, თუნდაც იქვე გადამყიდველი ჩემს მოპირდაპირედ მოკალათდეს და ა.შ.. უბრალოდ მინდა გავცდე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 107 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ახლა ისეთი გამწარებული ვარ... ოოო.. როგორ ვპოსტავ ამას, ისე რომ არ ვხმარობ ბილწ სიტყვებს და როგორ დავასრულებ ამ პოსტს, თვითონ აზრზე არ ვარ.. რატომ? არის, რაიმე გაუგებრობა, რომელიც ნორმალური საუბრის ტონით არ გვარდება, გაერიდე სხვა ოთახში, თუ არ გყოფნის, გაუშვი სახლში, ნათესავებთან, რა უფლებით ხელს წევ ქალზე, რავიცი, ისე ვარ, რამის ჩამოვკიდო და ცხვრებივით გავატყავო ეს ხალხი, კი, მესმის, მარხვის დროს, ასეთი და მსგავსი აზრები არ უნდა მაწუხებდეს, მაგრამ ჯერ მთავრობა, მერე სასამართლო, მერე სხვადსხვა ორგანოები, რომელიც (მე პირადად ვიცნობ ერთიორს და მადლობელიც ვარ მათი) ალბათ, უმეტესობა, ისეთია აქეთ უსამართლობას გტენის, ან გაიძულებს, რომ ან ხელი აწიო, შეეწინააღმდეგო, ან ბილწი სიტყვა და ა.შ.. ასევე სამსახურებში, ყველგან შესაძლოა არაა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ ბევრგან უფროსები არიან ისე რომ ნებისმეირ დროს ნებისმიერ რამეზე კი არ გაგაფრთხილებენ ან მიგანიშნებენ ესევე ჩაგვრაზე და აი, მე ვარ და ჩემი ნეკა თითის ფრჩხილის მიკრობადაც არ ღირხარ-ის გამოვლენა და ა.შ.. მაგრამ ყველაფერია ასატანი, ისაც რომ თუ ს ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 103 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

დღეს ან ხვალ, თუკი რაიმენაირად შეძლებს ის გოგონა ჩემს ცნობას და მომესალმება, მომწერს, ან შემხვდება, ძალიან გამიხარდება, თუნდაც სხვასთან იყო, მისი ბედნიერი სახით ვიქნები მხიარული.

თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დაებადა, დამიკავშირდეს, და დაწვრილებით მოვუყვები, რომ კართან შემოსასვლელის მარჯვენა კუთხეში ვიდექი, 2 თუ 3 გაჩერების შემდეგ ამოვიდა სხვა ასევე ლამაზი გოგონა, მიმზიდველი მარცხენა მხარეს დადგა, მაგრამ მე ვერ ვაქცევდი ვერანაირ ყურადღებას, ვგულისხმობ ვერც ვუყურებდი, სულ ალბათ სამი-ოთხჯერ დავხედავდი მას, ვიყურებოდი მოპირდაპირე მხარეს კარიდან ოდნავ მარჯვნივ მგონი მეორე სკამზე, პირველზე ვინ იჯდა არ მახსოვს, მის გვერდითაც ალბათ დაღლილი გოგონა იყო, დაახლოებით მისივე წლოვანების, მის გვერდით ვიფიქრებდი რომ დედამისია, მაგრამ მთელი 4-5 გაჩერება, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის და ა.შ..

ათას რამეს დავწვრილმანდები, ოღონდაც გამოჩნდეს ის გოგონა. ძალიან გამიხარდება!..

არ ვარ პოპულისტი, არა პიარის მხრივ და ა.შ..
არამედ, უბრალოდ შეგიძლიათ გადააზიაროთ ეს ლექსი, რად ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 95 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

შეამჩნიე
ქუჩაში მიმავალი
სევდიანი, ცხოვრებისგან გატეხილი,
შენს გვერდით ჩამვლელი ადამიანი
გააჩერე,
ესაუბრე,
ეცადე დაეხმარო, სულიერად ან ხორციელად,
ეცადე მისცე მეორე დღეს, მზის ამოსვლის იმედი,
ეცადე გადაარჩინო,
და ეს ცდა — შენ გადაგარჩენს!
Category: ლექსები | Views: 85 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

გტკივა - გამოხატე, ოღონდ იყავი ნამდვილი შენს საქმეში და არა სხვის დასანახად გააკეთო და გულში ერთი მაგათიცო გაიფიქრო. ასეა, სამწუხაროდ, 9 აპრილი არ იციან რა დღეა უმეტესობამ, ვინც იცის ერთი-ორს სტკივა გული, ლოცულობს, მაგრამ ის ერთეულები მინიმუმ იმდენი მაინც იყვნენ, რამდენი ადამიანიც შეეწირა ამ დღეს.. ღმერთი განსჯის ყველას, უბრალოდ თუ საგულე არ გასცემს სიკეთეს, სითბოსა და ადამიანობას, ესეიგი ქვაა და მისი სხვისი თვალისთვის დაწერილი ქულისთვის და ა.შ.. ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ ვინც ვერ ხედავს და ბრმად ენდობა იმ ხალხს, მისთვის სულერთია ალბათ, არათუ 9 აპრილი, არამედ ყველაფერი საკუთარი თავის გარდა.. კი, შესაძლოა გადავედი სხვადასხვა თემებზე და ვერ დავალგე აზრი ნორმალურად და ლამაზად, მაგრამ ახლა ისე ვარ.. იმედია მეპატიება და იმედია გამიგებთ..
Category: ჩანაწერები | Views: 87 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ცხოვრების დინების გზას
მხოლოდ წინ მივყავარ,
მამა.

ვგრძნობ,
შენც მხედავ და მომყვები,
რომ სადმე ფეხი არ დამიცდეს.

ადრე თუ გეგონა დედას უნდა დავეძინე,
ახლა შენზე ფიქრი არ მაძინებს,
რადგანაც ვხდები,
რომ ჩემს გვერდით ხარ
და უსმენ ჩემს სუნთქვას.

მწამს,
იქამდე არ გადავუხვევ გზას,
სანამ შენ თვალს მადევნებ,
მამი..
Category: ლექსები | Views: 83 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ღამენათევი მივედი ეკლესიაში. ცოტახნით გავედი ტაძრიდან, რომ ცივ ჰაერს გამოვეფხიზლე.

ეზოში მთავარ შესასვლელთან შევნიშნე აღელვებული ქალი შარვლით, მიყუდებული ღობეს.
ვუყურებდი,მინდოდა მასთან მისვლა, დამშვიდება და ვეძებდი მიზეზს.

მსურდა მეთქვა,რომ შემოსულიყო ეზოში, მიყრდნობოდა ტაძრის კარს რადგან მალე ქადაგება დაიწყებოდა და მოესმინა.
როდესაც ჩამოვაყალიბე აზრი, თუ რის თქმასაც ვაპირებდი.
დასრულდა ზიარება.

ხალხის ნაწილმა დაიწყო გამოსვლა,მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით. გავცდი ჯვარს და დავდექი კელიის პირდაპირ,ისე რომ მას ვერ შევემჩნიე.
დავიწყე გამეორება იმ რამდენიმე სიტყვის და ფიქრი, თუ რაც არ უნდა ეკითხა, სავარაუდო პასუხი წამში გამეცა.

გამოვიდა მისი მეუღლე ბავშვით.
მიხარია, რომ ასეთ ქალს ჰყავს გვერდზე მამაკაცი და თვითონ არის დედა.
ეს გავიფიქრე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემს ცოდვებს მიემატა ერთიც..
გუშინ, მოვატყუე საკუთარი თავი, რომ შემძლებოდა ნაბიჯის გადადგმა..
Category: ჩანაწერები | Views: 97 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 13 14 »