Not a war on earth!.. / არა ომს დედამიწაზე (შესაძლოა თქვენ სავსებით სხვა რამეს ხედავდეთ)
Acrylic on canvas / აკრილი ტილოზე
Size / ზომა — 50 X 40
Price / ფასი — 50 $
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 239 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

youtube.com/watch?v=-IHiWXwDPb8 — სუფთა ხელით სიმართლე და ცალ თვალში სიყვარულის ჩაზრდა, რომელიც სინათლეს ხედავს და სითბოს ჟონავს ..

ტუშის კალმით დახატული გული მაკოსთვის, პარლამენტის წინ, სახლში კი უბრალოდ დამატებული აკვარელის რამდენიმე მონასმი..

მაკო გმადლობ, გამიხარდა, რომ სახლში თაროზე დავინახე..
გულში ხარ, გენაცვალე!..
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 262 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

ნახატებია ფანქრით one-line-ის თემით, მაგრამ ზოგი მეტი ხაზითაა
თუ ვინმეს გნაბავთ, გავუკეთებ შავ პასპარტუს და 5-7-10 ლარში შემიძლია მოგცეთ, ამის მსგავსები მაქვს კდიევ 57 ცალი.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 269 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

Absctract 13579
Oil on canvas / ზეთის საღებავები ტილოზე
Size / ზომა — 50 X 40

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აბსტრაქცია, ორი თვის მანძილზე ჩემი პალიტრას დავამატე რამდენიმე მოსმა..
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 245 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

უსაზღვროდ მიყვარხარ!.. 4ნ / usazghvrod mikvarkhar!.. 4n
Oil on canvas
Size - 100 X 70
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 261 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

Flowers of my soul 7 / 4N — 15
Oil on canvas / ზეთის საღებავები ტილოზე
Size / ზომა — 40 X 30

Instagram (full photo + one detail) — instagram.com/p/B60L4sHH4qJ
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 261 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

Portrait of Nellamonia ♡ / პოლონელი გოგონა ნელამონიას პორტრეტი
Watercolor on paper / აკვარელი ქაღალდზე
Size / ზომა — 32.5 X 29

Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 245 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

My name is Pain and I say hello!.. — can't run away from me! / ჩემი სახელია ტკივილი და მე გესალმები!.. — ვერ გამექცევი!
Oil on canvas / ზეთის საღებავები ტილოზე
Size / ზომა — 70 X 50

Unfinished / დაუმთავრებელი (მცირედ ხელის შევლება უნდა)
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 238 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

Soul Condition / სულიერი განწყობა
Oil or acrylic on canvas
Size / ზომა — 50 X 40
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 245 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

* * *

მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

— — — — — — —

After wandering around all alone,
I went back home.

I caught a sight of your picture

And my empty room
Got warmer.

My favorite paintings online exhibition / ჩემი რჩეული ნახატების ინტერნეტ გამოფენა — youtu.be/MUZ9HKcyV8o
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 258 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

Two women / ორი ქალი
Pencil, watercolor and ink pen on paper / ფანქარი, აკვარელი და ტუშის კალამი ქაღალდზე
Size / ზომა — 21 X 10

Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 258 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

Family conditions / ოჯახური მდგომარეობები (2017)
Oil on canvas / ტილო, ზეთის საღებავები
Size / ზომა — 40 X 30 სმ.

Gift for friend / საჩუქარი მეგობრისთვის — Mari Mari Qsovreli

Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 263 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით —
ვცდილობ ვიმოქმედო, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ბავშვობის ოცნებები
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.

მე მაშინ შევამჩნიე დაბერება,
როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა
და ვერ მოვასწარი გაღვიძება.

მე ყოველთვის ვკვდებოდი,
როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას.

ვგრძნობ,
ტანჯვითა და უსამართლობით სავსე ცხოვრების გავლაც ღირს
რამდენიმე ნათელი წუთისთვის,

რომელიც
ჩემში დავიწყებული სიზმარივით ტრიალებს,
სადაც,
დაბინდული სილუეტები ეხვევიან ერთმანეთს
და სთხოვენ —
არ გაახილონ თვალი.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 312 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-24 | Comments (0)

* * *

როდესაც ვგრძნობ,
რომ შენ არ ხარ ჩემი ფუნჯი,
მასტეხინი,
მუდამ ცვალებადი თეთრი საღებავი,
ან რაიმე სხვა სამხატვრო ნივთი,
რომელსაც თითქმის ყოველი დღე ვეხები.
მაშინ ვრწმუნდები საკუთარ თავთან რომ შენ ხარ ის არსება,
ვისთვისაც და ვისგანაც ამოსული ენერგეტიკა და ემოცია
შენი სახით,
მაქმნევინებს მორიგ შედევრს!..

როგორი ძლიერი ადამიანიც არ უნდა ვიყო,
ზოგჯერ მეტირები,
მარად მიძგერხარ
და მუდამ იფეთქებ ჩემში ბოლო აციმციმებამდე,
აწ და მარადის!..

მწამს უფლის,
მაგრამ რაც ჩემს საგულეში დაისადგურე,
მის შემდეგ ერთხელაც არ მითქვამს
"დაე, იყოს ნება შენი, უფალო!."
მუდამ მქონდა სხვადასხვა თხოვნა.

მე ვიქნები ის კარი,
რომელზეც ცრემლმორეული დააკაკუნებ,
ისაც, ვინც ლოცვას შეწყვეტს
და გამაღებს,
გამოგართმევს შენს სისხლსა და ხორცს,
პატარა ანგელოზს,
რომელსაც ჩაიხუტებს
და შენ მოგწმენდს ლოყებზე გამავ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 352 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

— თქვენ აწერთ სხვადასხვა რამეს კედლებს..

— მე შემიძლია იგივე დავაწერო, რაც უკვე მეწერა, გააჩნია შთაგონებას.

— ბოლოს რა ფრაზა დააწერეთ კედელს?

— აქედან, რომელი პოლიტიკური სიმბოლოებია ყველგან?
ა. ტელევიზია
ბ. ეკლესია,
გ. მაკდონალდსი
და დ. სეიმო.

ნაწყვეტი გლაიონ ბრაიენის შოუში Jean Michel Basquiat-ს ინტერვიუდან.
Category: სხვა | Views: 322 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

ასეთ ტიპი არ უნდა დაინდო, "რაის შეყვარებული" "რითი შეგაყვარა თავი" ან რატომ იყვარებენ გოგონები ასეთ ნაბიჭვრებს.. უნდა ჩაწიხლო და მერე უპასუხო, "შემეშალეთ ბატონო, სხვა უნდა გვეცემაო, ანუ ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის არედან" ეს ერთი და მეორე სახლში, კაი, ჰო შეცდა, რატომ აგდებ?.. და მესამე, ასეთ ნაბიჭვრებს, რატომ უმართლებთ და აყვარებენ გოგონებს თავს და ჩემი მეგობარი სტიქაროსანი, ვერ ეუბნებოდა მგალობელ გოგონას რომ უყვარდა და მეც ჰა... აი, არ ვიცი რა ვთქვა.. რატომ ხდება ასეთი უსამართლობა, უნდა სასტიკად დაისაჯონ, რომ არავინ ჰყავდეს მიმბაძველი, აი, მაგარი ტიპი ვარ, გოგონა შევაცდინე და რაღაცა დავითანხმე.. თუ გინდა წადი-იმუშავე და გადაიხადე, ან ნახე უფასოდ, ისეთი, ვინც ჩაგიწვება და არ ინერვიულებს და თუკი .. ეს არაა სიყვარული.. ესაა რაღაცა სექსუალური ლტოლვა და დაკმაყოფილება, გატაცება მისდამი, რომელიც პირველივე მოუმზადებელ და მოულოდნელ სიტუაციაშივე ჩაქრა.. ნო რმალური სიტყვები არ მადგება, გინება მაქვს ცხრასართულიანი.. ისე ვარ, რამის ცხვარივით გავატყავო არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი მსგავ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 267 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 240 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

* * *

დამივარდა ფანქარი.

ნერვები მეტად გამებზარა,
ვიდრე მას გული.

2016
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 255 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

The hope of happiness

სიკეთე და სიყვარული —
ფილემონი და ბავკიდა.
ბედნიერების იმედი მზეზე უმალვე გაშრება.

საცვლები და ორი კაბა გოგონამ თოკზე გაკიდა.
ჟრიამულია ეზოდან, გაღიმებული ბავშვების.

წერილების და სიზმრების ზღაპრებად გადაბირება.
გრძელდება ეს მელოდია
და იხატება ყვავილი.

გული ხარ ჩემი მფეთქავი და მეორე დღის იმედად
გიტოვებ ამ ლექსს და იმ გზებს,
რომელზეც ერთად გავივლით!...
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 248 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

სად არის შენი სახლი?

ალბათ იქ,
სადაც ვინმე გელის და გრძნობ სითბოს მათგან,
ან იმ შიშველი კედლებიდან,
რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის,
რომელიც მისთვის შესაძლოა მოფერებასავით იყო,
ახლა კი გეცოდება, ცრემლი გდის..

გადის დრო..
გული გწყდები, რომ ხვდები,
ეს უბრალოდ შპალერმოლამაზებული გაგაჯული ბეტონია,
რომელსაც არ გააჩნია მეგობრობის უნარი.
მას შეუძლია დაგიცვას სიცივისგან და გაცხოველებულთაგან,
ასევე შეგიზღუდოს თავისუფლება.

ამ დროს კი გრძნობ ჰაერის ნაკადს, იხედები გვერდით
და ამჩნევ ფანჯარას!..

2017
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 232 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 6 7 ... 21 22 »