არ ვიცი.
არც კითხვა, არც წერა, არც ხატვა, არც უკვე დაწერილისა და დახატულის დადება..
არაფრის ხალისი არ მაქვს, არც ფულის, რომ იქნებ დავდო და საახალწლოდ რაიმე მოხდეს, არც არაფრის სურვილი.
ერთადერთი სიმარტოვე არ მინდა და ამას ვერ გავექეცი, რადგან არავის ვჭირდები, როგორც ჩანს.. მითუმეტეს მას ვისთანაც მე მინდა ყოფნა.
არ ვიცი რა ვქნა.. ერთადერთი 2-3 ადამიანსაც რომ არ ვუყვარდე და მოუნანიებელი ცოდვა რომ არ იყოს, ხვდებით რასაც ვიზამდი.. აი, მხოლოდ ეს მაჩერებს, სხვა არაფერი, რომ ვისუნთქო და ეს სუნთქვა არც სიცოცხლეს ჰგავს და არც ბრძოლას, არც არსებობას. საერთოდ არარაობაა.
ერთი ნორმალური სიტყვა არ მადგება ენაზე უკვე მესამე დღეა. ნერვები მაქვს ისე, რომ ამ ყველაფრის მიზეზი თუკი რაიმე ცოცხალი არსება იქნებოდა, ალბათ გავატყავებდი და ცოცხლად გავღრღნიდი.
არადა არაფრის თავი, სურვილი, იმედიც უკვე მეწურება რაიმის. შევიგინები და რა, ვითომ.. არაფერი არ იცვლება. ყოველი წამით ვუახლოვდები იმ გზას, რომლის გავლას, იმედია მალე, მარტოდ მომიწევს.
არ ვიცი, როგორ გავბედე დ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 467 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-31 | Comments (0)