10:40 PM
28 სექტემბერი — პოსტი პატრისია ლი სმიტის ერთ-ერთი წიგნის, ანა კორძაია-სამადაშვილისა და მაია სარიშვილის შესახებ
პატრისია ლი სმიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნი მინდა შევიძინო, სათაური არ მახსოვს, მაგრამ ანა კორძაია-სამადაშვილი ისე ყვებოდა, რომ ფსიქიკაზე იმოქმედა გადასვლებმა, თითქოს საკუთარ ცხოვრებას ჰყვებოდა, არადა შესაძლოა იგივე იმ წიგნის პერსონაჟსაც მოჰყოლოდა, ან პირიქით, გგონია, წიგნიდან ყვება და რეალურად შესაძლოა საკუთარი გამოცდილებიდან ყოფილიყო და რაღაც სხვაგან ხარ, ორი-სამი-ოთხი სხვადახვანაირი გაგება, ერთი და იმავე წინადადების, ძალიან მინდა რომ პირადად სადმე შევხვდე და გავესაუბრო ანას და გამიხარდება, თუკი საკუთარ ერთ წიგნს მაინც მაჩუქებს მინდა სითბო, გაგება და საინტერესო კითხვებზე მისგან პასუხები.

ასევე მაინტერესებს ილიას უნივერსიტეტში რამდენიმე ლექციასაც მინდა დავესწრო, გამიხარდება თუკი ვინმე მომწერს მის ფეისბუქს, ათასნაირად ვნახე ქართული და ლათინური შრიფტით და ვერ ვიპოვე.

მას თან ასევე აქვს რაღაცნაირი სახე, რომელიც ახლოსაა ჩემი ნახატების განწყობასა და ხასიათთან და მეც იმიტომ მინდა რომ დავხატო ეს ქალი და ასევე როდესაც გაიგებს ჩემი ნახატებისა და ლექსების შესახებ, იქნებ რამდენიმე ავტორის საინტერესო წიგნი მაჩუქოს და მაგ წიგნების კითხვისას გამახსენდება ანა.

საერთოდ, გამიხარდება თუკი მოხდა საოცრება და ორი-სამი დღის მანძილზე გამოვიკეტებით სადმე მე, ანა კორძაია-სამადაშვილი და მაია სარიშვილი, არც საკვებზე, არც წიგნებსა და სამხატვრო ინვენტარზე არ გვექნება პრობლემა და უამრავი იდეა, რაზეც ვისაუბრებდით, ერთმანეთს ჩვენს არა მხოლოდ ცოდნასა და განვითარებას, ცხოვრების გზასა და გამოცდილებას გავუზირებთ არამედ გასაფერადებელს მე გავუკეთებ ანას, მაია წაიკითხავს საკუთარ ლექსებს, მე დავხატავ ამ ორივეს, და სამივე ვიპოვით რაიმე საერთოს ერთმანეთში...

კი, როგორც "რადიო — ერთმხრივი კავშირი" ასე ვიცნობ მათ, მაია, ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ უკვე მეორე წელია მინდა მასთან შეხვედრა და ვერანაირად ხერხდება, ჰოდა, აწი უკვე ანას ნახვაც მინდა საოცრად. მიყვარან რაღაცნაირად!..
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 400 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: maia sarishvili, literature, wigni, poetry, პატრისია ლი სმიტი, tsigni, ბიბლიოთეკა, წიგნების ჭია, biblioteka, maya sarishvili, წიგნი, მაია სარიშვილი, Library, 28 სექტემბერი, books, პოსტი, cigni, patricia lee smith, ანა კორძაია-სამადაშვილი, tsignebi, ana kordzaia samadashvili, წიგნის ჭია, პატი სმიტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar