2:00 PM
4 აგვისტოს პოსტი, ჩემი გამოფენის შესახებ, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე გავმართე.

ვაპირებ სერიოზულ გამოფენას ღია ცის ქვეშ, (სანამ იმ 10 დღიან დათმობილ გალერეაში გამოფენას აღმიდგენენ) არ ვიცი სად, ოღონდ, თუკი ვინმეს მერიიდან მოველაპარაკე და თოკები ვიშოვე და ა.შ.. შეიძლება რუსთავის მერიის წინ სკამები და ლამპიონები რომ არის იქ ზემოთ გავაბა თოკები და ჩამოვკიდო ნახატები. ასევე სურვილისამებრ შეგეძლებათ, ზოგიერთი ნახატის შეძენა.. თუკი არ მოხერხდა მერიის წინ, მაშინ გავაკეთებ საკუთარ ეზოში და ქალაქში ჩამოვკიდებ რამდენიმე ფურცელს, მარტივად მოსაგნებად.. ხვალე დილას მეცოდინება ზუსტი ინფორმაცია და აქაც დავდებ.. გამიხარდება, ვინმე თუ გამომეხმარება დროზე ადრე და დამეხმარება ამ საქმის მოწყობაში..

ჰო, მთავარი დამავიწყდა. ეს მინდა დავამთხვიო 8 აგვისტოს, ანუ ჩემს დაბადების დღეს..

გმადლობთ ყურადღებისთვის!..

კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 395 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: oilpainting, artforyou, instaart, artismylife, Mood, Artist, painting, sad, oiloncanvas, Painter, sotheby, sadness, oilart, artforme, myart, fineart, paint, moodart, art, agoragallery, woman, paintingart, instamood, eyes, Pain | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar