ფარჯიანი ხატავს, ჩარკვიანი მღერის,
კაჭარავა წერს.

ეს ცხოვრება მიდის, ჩვენ გვიკიდებს ფეხზე,
ეხმარება სხვებს.

ხელოვნებით ვცხოვრობთ, ჩვენ ვაგრძელებს გზას და
ძარღვში სისხლი დუღს.

რა იქნება ხვალე? იცოცლებენ სხვები,
ჩვენ ჩავისხამთ ლუდს.
Category: ლექსები | Views: 610 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

შენ შეგიძლია ჩამხედო თვალებში
და დაინახო მათი ფერი.

მე კი შენს დაუნახავად ვგრძნობ,
ჩემი ჯერ არ დაბადებული ბავშვის
გაღიმებულ სახეს.
Category: ლექსები | Views: 629 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

საკუთარ სულში ნაპოვნი მზეც
ოდესმე,
ჩემს გარეშეც ამოვა,
მაშინ, როდესაც კალმის
ხელში დაჭერასაც კი ვერ მოვახერხებ.

მოვა დრო,
მე აღარ ვიქნები,
მაგრამ ჩემს წილ მზეს,
მაინც ამოვიყვან თქვენს გულებში,
მწამს!..
Category: ლექსები | Views: 663 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მე ვხატავ რაც მინდა, ანუ რასაც ვწერ
და როგორც გამომდის.

უბრალოდ,
ფერებია ისეთი,
როგორშიც მინდა ვცხოვრობდე.
Category: ლექსები | Views: 641 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ვესაუბრე ნიკას.

იმხელა ძალა გადმომცა მან,
რომ ჩემს ხელჩაქნეულ ცხოვრებას
მიეცა აზრი
და იმედი.

გავედი სახლიდან,
დავითვალე ჯიბეში შემორჩენილი ხურდა
და ვუყიდე ყვავილები
საკუთარ თავს.
Category: ლექსები | Views: 684 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

სად არის შენი სახლი?

ალბათ იქ,
სადაც ვინმე გელის
და გრძნობ სითბოს მათგან,
ან იმ შიშველი კედლებიდან,
რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის,
რომელიც მისთვის შესაძლოა,
მოფერებასავით თბილი იყო.
ახლა კი ამისთვისაც გეცოდება.

გადის დრო
და გული გწყდება,
რომ ხვდები,
ეს უბრალოდ
შპალერმოლამაზებული გაგაჯული ბეტონია,
რომელსაც არ გააჩნია მეგობრობის უნარი.

მას შეუძლია,
როგორც დაგიცვას სიცივისგან
და გაცხოველებულთაგან,
ასევე შეგიზღუდოს თავისუფლება.

ამ დროს კი იხედები გვერდით
და ამჩნევ ფანჯარას!..
Category: ლექსები | Views: 663 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

დამივარდა ფანქარი.

ნერვები მეტად გამებზარა,
ვიდრე მას გული.
Category: ლექსები | Views: 574 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

თვალების დახუჭვისას
ვგრძნობ დედამიწის ტრიალს
ტუჩებზე შერჩენილი ალუბლის არომატით.

მჭირდება მხოლოდ შენი სიახლოვე,
ხელის ჩაკიდება,
კოცნა.

სამწუხაროდ,
მთავრდება ყველანაირი სიამოვნება
გამოვდივარ თავბრუსხვევიდან,
ანუ სიზმრიდან სადაც დაგკარგე
და ვერ მოვასწარი ჩახუტება.

დავრჩი ისევ მარტო,
საფერფლეში სრულად ჩამწვარი სიგარითა
და უშენობით მფეთქავი,
შენით სავსე გულით.
Category: ლექსები | Views: 611 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ლაშამ მითხრა —
ნიკუშ, მაშინ ხარ პოეტი,
როდესაც შეძლებ გაანადგურო
საკუთარი საუკეთესო ლექსი.

მაშინ გამიკვირდა,
ახლა კი ვხვდები ნათქვამის არსს.

ერთი დასავიწყებელი გოგო,
ერთი დაუვიწყებელი მზერა
და სითბოს გულისთვის დანებება.
ერთხელ მის სახეზე ცრემლი.

ერთი ლიტრი არაყი.
სამი ჭიქა, როგორც ყოველთვის..
ერთი კი ყოველთვის ცარიელი,
მაგრამ სველი.

ჩემს წიგნაკში
ერთი ამოხეული ფურცელი,
მას მოჰყვა მეორე-მესამე..
და გულზეც მომეშვა.
Category: ლექსები | Views: 699 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მწვანე ცა
და მასზე ლურჯი სიზმრები,
რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ,
ვერ შეეხები,
უბრალოდ იგრძნობ,
მაგრამ იცი,
ოდესემე მოგიწევს თვალის დახუჭვა,
სადაც გასული დღიდან დამახსოვრებულ სიმძიმეს
შეებრძოლება სითბო
და კინოფირის კადრებივით გაგივლის
საყვარელი ხალხის სახეები,
სხეული.

სურვილებიც აიმღვრევა
და მოგინდება რაიმე დაწერო,
აზრად მოგდის ფრაზები,
რომელიც ილექსება,
შემდეგ გრძნობ,
როგორ დგები,
ეძებს კალამს მაგიდაზე,
შემდეგ შარვლის ჯიბეში
და აღმოაჩენ ქურთუკში.
ეძებ ფურცელს

და იმეორებ სიტყვებს,
მწვანე ცა
და მასზე ლურჯი სიზმრები
რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ,
ვერ შეეხები,
უბრალოდ იგრძნობ...

ამ დროს გირეკავენ,
პოულობ მობილურს ხმით
და გეუბნებიან რაღაც ამბავს,
შენიშნავ წიგნში სანიშნად ჩადებულ ქაღალდს,
ჩადებ შიგნით ფანქარს,
დახურავ წიგნს,
გათი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 655 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ყველამ იპოვა საკუთარი გზა.

მე კი გზას აცდენილი,
სხვისთვის ნასროლი ტყვიასავით,
რომელიც უბრალო ხელჩაქნეულ ადამიანს
გულის ნაცვლად ფეხში ხვდება
და აკოჭლებს.

დავდივარ.
საკუთარ ერთადერთ წიგნს
ერთ ღიმილსა და ჩახუტებაზე ვცლი.

... ვფიქრობ,
როგორ დავამახსოვრებ თავს,
საკუთარ ქალაქს?..
Category: ლექსები | Views: 636 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ხე ეწირება შენს დაბეჭდილ წიგნს.
და ვაი, შენ,
თუ ეს წიგნი არ ღირს,
ერთი მცირე,
მოტეხილი ტოტის ფასად.
Category: ლექსები | Views: 644 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ,
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო...
Category: ლექსები | Views: 617 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ჩემს ყველა საიდუმლოს ფურცელი ინახავს,
საიდანაც გიმჟღავნებთ
ყოველდღიურ ერთფეროვნებას
და თქვენს თვალებს
ვადევნებ საკუთარ ცხოვრებას.
Category: ლექსები | Views: 606 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

წლის ნებისმიერ დროს..

ყველას სჭირდება
საკუთარი თოვლის ბაბუა,

ან
იმის იმედი მაინც..

რომ
ის
არსებობს!..
Category: ლექსები | Views: 654 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მწველი სიცხეა.
ვდგავარ ხის ჩრდილში.
ქარმა გამოანათა.
შევამჩნიე ცარიელი ბოთლი..
Category: ლექსები | Views: 676 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ჩემი დუმილი არ ნიშნავს შენს დავიწყებას.
ყვირილი კი შენთან ყოფნის სურვილს.

შესაძლოა,
არასდროს ვიყო შენს გვერდით,
მაგრამ ყოველთვის მიყვარდე.
Category: ლექსები | Views: 672 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენ მომყვები.
ვჩერდები და შენც.
ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

შენს გვერდით,
ვკარგავ საკუთარ თავს,
შენ კი ვერ მპოულობ.
Category: ლექსები | Views: 635 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მივედი დედიკოსთან.

გადაღლილი ტელევიზორს მიუჯდა,
სადაც რაღაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადიოდა.

მივუჯექი გვერდზე.
ჩავკიდე ხელი.
ვიგრძენი მისი გულისცემა.

შევხედე მას -
შევამჩნიე სითბო
და ჩამეძინა...
Category: ლექსები | Views: 645 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მაინტერესებს,
სად მიდის ჩვენი ცხოვრება,
როდესაც ჩვენ მას ვკარგავთ.
Category: ლექსები | Views: 649 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

« 1 2 ... 19 20 21 22 »