6:35 AM
არ ვიცი რა დავარქვა ამ პოსტს, უბრალოდ, ალბათ უკეთესად შეძლებთ ჩემს გაცნობას, ამ ემოციური ტექსტისგან..
აბსტრაქცია არის ჩემთვის საუკეთესო თავის გამომხატველი საშუალება ფერწერულ ნამუშევრებში, რადგან მათი აღქმა ადამიანისთვის ხდება სხვადასხვანაირად, ზოგმა შეიძლება ხე, ზოგმა ცხენი, ზოგმაც ქალი დაინახოს და ზოგმა უბრალოდ ფერების ლამაზი ან უშნო შეჯვარება, ზოგმა საკუთარი სულიერი მე აღმოაჩინოს, ან ვინმეს ფსიქიკაზე იმოქმედოს, სერიოზული დარტყმა მიაყენოს.. გააჩნია ადამიანი რანაირად ცხოვრობს, რაშია ჩახედული და როგორ და საერთოდ უბრალოდ მცირედი განათლება თუ აქვს და თავისი ხედვა, რაც, როგორც ჩანს ხელოვნების მხრივ ცოტაა საქართველოში.

ზოგი სად მუშაობს, ზოგი რას ეძებს, ზოგი ქუჩაში დგა დღეში ორ-სამ ღერ სიგარეტის სათხოვნელად და ყველას ფეხზე ჰკიდია, შესაძლოა გააჩნია კიდეც უნარი, უბრალოდ არასდროს ჰქონია საშუალება გაემდიდრებინა საკუთარი ცნობიერება, აზროვნება, შეხედულებები, წარმოსახვები და სხვადასხვა ... მაგრამ ზოგს ლუკმა პურზე უწევს ფიქრი, ზოგს ოჯახზე, ზოგს მთელი ცხოვრება ფეხზე ჰკიდია და მე და ჩემს პირად გარემოში ცოტაა ხელოვნების გამგები, ეს სიღრმისეული პოეზია იქნება, მიგნებებითა და თავისი გარეკვით, თუ რაიმე სერიოზული ნახატი.

სამწუხაროდ ასეა, უღარიბესი, არა მხოლოდ თანხით, ცნობიერებითა და გაუნათლებლობით გამოვირჩევით, თუნდაც ხატვა საერთოდ გვერდზე გადავდოთ..
გაციებული ხარ და ახველებ, მიიფარე რა ხელი! ან ასრუტუნებ, მოიხვინე რა.. რატომ უდნა აწუხებდე სხვას, ვინ მოგცა ამის უფლება? ან მე რატომ უნდა მიწევდეს ჯერ გადაჯდომა და შეწუხებული სახით შეხედვა და შემდეგ ორი-სამი გაჩერებით ადრე ჩასვლა, როდესაც რეალურად ისე ვარ, მეთქი თავს გავუხევ ამ უზრდელს-თქო, რატომ?.. ასევე თუ იცი რომ უნდა სამარშუტოში ამოხვიდე, სიგარეტს ხომ აგდებ, საღეჭი რეზინაც გადააგდე, ან თუ იცი რომ სადაცაა მოვა, ნუ ჩაიდებ, ჩამოდი და მერე დაღეჭე.. აუუუფღღღ!!! ნერვები... და რატომ უნდა ვიჯდე ჩუმად და ვითომც არაფერი?
აი, როდესაც და სანამ ასეთი დაბალი დონე იქნება და ერთი ადამაინი მაინც იქნება შეწუხებული ან ცუდად და არ ექნება საშუალება, ან ყვირილი და ჩხუბი გაჩაღდება, ან ხელი აიწევა, ან დაჩაგრავენ ვინმეს, (ეს ყველაფერი არის სისულელე, ყველაფერი უნდა მოგვარდეს სიტყვით, ცივილიზებულად), მაქამდე როგორ განავალშიც ვცურავდით, ისევე მანდ დავიხრჩობით.
დედ-მამა უნდა ასწავლოთ მინიმალური მოქცევის წესები ბავშვებს, მაგრამ როგორ, როდესაც უმეტესობამ თვითონ არ ვიცით, რა და როგორ?
რაის ხელოვნებაზეა საუბარი, ჰა?
ვიცი, ძალიან გავაიაფე პოსტის ღირებულება, მაგრამ ვფიქრობ, საჭირო იყო, რომ დამეწერა და თუ ჩავთვლი, კიდევ დავდებ რაიმე მსგავსს, როდესაც მომაწვება..

ცალკე თემაა ყოველი კუთხიდან უსამართლობა, ნებისმიერი მთავრობა, რასაც მოვესწარი ედიკადამ მოყოლებული სალომემდე.. არ ღირს გაგრძელება, სადაც აქამდე მოვითმინე არ მინდა რაიმე ბინძური სიტყვების ყრა.. ხალხისთვის ვინც გამოიხედება, ყველას ცხოვრებას უწამლავენ, ან კლავენ და მიჩქმალავენ, ანდაც მოისყიდიან და თავისიანად მონათლავენ ეს ნაბიჭვრები!..

და ამ ქვეყანაში, თუ ხარ მართალი ადამაინი და მინდორში მარტო იბრძვი, მარცხდები, სამწუხაროდ, რადგან არც ნაცნობი გყავს, არც სხვა არ გეხმარება, ხმის მიწვდენაში, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი და ა.შ.. და შესაძლოა, დღეს თუ არა ხვალე ისე მოვკვდე რომ ერთ კვირაში მეზობლებმა კარი შემოანგრიონ, რადგან აყროლებული ლეშის სუნმა შეაწუხოთ, როდესაც შესაძლოა, რომ არ ვფიქრობდე საზღვარგარეთ გასვლაზე და მერჩივნოს იქ ქუჩაში თენება და ბორდიურზე ნახატებით დაჯდომა, ვიდრე აქ და ახლა ასე გაძლება.. არ ვიცი უკვე რა მოვიკლო, ნახატი რომ იყიდებოდეს, რომელიმე მაინც.. სხვა საკითხია, ამგრამ არ ვარ ბიზნესმენი რომ ჩავდო თანხა, რომელიც არ მაქვს, ფეისბუქ რეკლამასა ან საიტებზე ან ა.შ.. და თუ არ ჩადე აქ და ახლა აქ ვერაფერს ამოიღებ, როგორი ვანგოგიც არ უნდა იყო, მოკვდები კიბის ქვეშ.. სამწუხარო სიმართლე. და არ უნდა უწევდეს მხატვარს სისხლის ჩაბარება, რომ არა საკვები და კომუნალური, არამედ სახატავი ტილო იყიდოს. ამ უსამართლო ცხოვრების დედას ..

და რაის ხელოვნების აღქმაზე დავიწყე ნორმალური და ჩამოყალიბებული წინადადებები. ვერა ვარ.. გმადლობთ ყურადღებისთვის!.. <3

პ.ს. — გამიხარდება თუ სრულად წაკითხვის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით დატოვებთ თქვენს მოსაზრებას კომენტარის სახით..
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 611 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ჩხუბი, ცნობიერება, ხელოვნება, ხველა, ბრძოლა, გაციება, საქართველო, ფსიქიკა, სამარშუტო, ქუჩა, აბსტრაქცია, ნაბიჭვრები, განათლება, რეალობა, შეწუხება, საკვები, სისხლი, ლეში, აზროვნება, ზრდილობა, ქვეყანა, სიგარეტი, უსამართლობა, მთავრობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar