0:09 AM
არც მეწერება, არც მეხატება, არც მეკითხება, არც .. ვჯღაპნი და ნერვები მეთხრება უამრავ რამეზე და ა.შ..
არ ვიცი.
არც კითხვა, არც წერა, არც ხატვა, არც უკვე დაწერილისა და დახატულის დადება..
არაფრის ხალისი არ მაქვს, არც ფულის, რომ იქნებ დავდო და საახალწლოდ რაიმე მოხდეს, არც არაფრის სურვილი.
ერთადერთი სიმარტოვე არ მინდა და ამას ვერ გავექეცი, რადგან არავის ვჭირდები, როგორც ჩანს.. მითუმეტეს მას ვისთანაც მე მინდა ყოფნა.
არ ვიცი რა ვქნა.. ერთადერთი 2-3 ადამიანსაც რომ არ ვუყვარდე და მოუნანიებელი ცოდვა რომ არ იყოს, ხვდებით რასაც ვიზამდი.. აი, მხოლოდ ეს მაჩერებს, სხვა არაფერი, რომ ვისუნთქო და ეს სუნთქვა არც სიცოცხლეს ჰგავს და არც ბრძოლას, არც არსებობას. საერთოდ არარაობაა.
ერთი ნორმალური სიტყვა არ მადგება ენაზე უკვე მესამე დღეა. ნერვები მაქვს ისე, რომ ამ ყველაფრის მიზეზი თუკი რაიმე ცოცხალი არსება იქნებოდა, ალბათ გავატყავებდი და ცოცხლად გავღრღნიდი.
არადა არაფრის თავი, სურვილი, იმედიც უკვე მეწურება რაიმის. შევიგინები და რა, ვითომ.. არაფერი არ იცვლება. ყოველი წამით ვუახლოვდები იმ გზას, რომლის გავლას, იმედია მალე, მარტოდ მომიწევს.
არ ვიცი, როგორ გავბედე და ეს პოსტი ავკრიფე და დავდე..
მოკლედ, გმადლობთ ყურადღებისთვის.
ბედნიერი ახალი წელი!..

ფეისბუქის კომენტარები:
Nino Chalatashvili — ნიკაა , ყველაფერი კარგად იქნება ❤ შენ ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდა ხარ , სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

Tammy Kekelidze — სულის ტკივილი ვიცი რაც არის...სიტყვები არ მაქვს...
ნიკა ძამიაშვილი — შესაძლოა იცი შენს მხრივ, მაგრამ შენ, მაპატიე, ვერ გამიგებ რა ხდება ჩემში, ეს არც საცოდაობაა, არც აღიარება და არც სულის ტკივილია, თითქმის ყოველდღიურობაა რა.. ვინმე რომ მყავდეს, ვისაც ხელს ჩავკიდებ, ყველაფერს აზრი ექნებოდა ცხოვრებაში.
Tammy Kekelidze — ნიკა ძამიაშვილი ყველაფერი კარგად იქნება ნიკა, მესმის შენი, საცოდავია ის ვინც სხვას იცოდებს.
ნიკა ძამიაშვილი არ ვიცი, "ნეტა ცოტათი მაინც გესმოდეს ჩემი" მაგრამ რას შეცვლიდა ეს, ესაც არ ვიცი.. ალბათ, უკეთესიცაა რომ. ნუ ყველა ნახატსა და პოეზიას სხვადასხვანაირად აღიქვამს, ისე, როგორც თვითონ უცხოვრია, გაუვლია, დაუნახავს, გაუაზრებია და რაც მთავარია უგრძვნია..
Tammy Kekelidze — გალაკტიონი გამახსენე ნიკა
ნიკა ძამიაშვილი — მე სხვა ვარ, ძალიან, ის და მისეული სხვაა. სხვადასხვა რელსებზე ვდგავართ..
Tammy Kekelidze — ნიკა ძამიაშვილი ჩვენ ყველანი სხვები ვართ

ნიკა ძამიაშვილი — ათასში ერთხელ თუ გამოვცოცხლდები და გალერეაც დამითმობს ადგილს და მაქამდე რამე ნახატის ფოტო დავდო, ან ლექსის, მაქამდე და მის შემდეგ და .. ნუ მოკლედ.. მინდოდა სურვილით სავსე ვიყავი ახალი წლისა და შობის მერე იტალიაში, უამრავ ამბავს ვიგებდი რა და როგორ და რანაირად 8-10 ევრო დასარჩენი, ნახატები, ქუჩები, ახლა ისე ვარ.. არაფრის აზრი არ მესმის, მერე? კაი დამაფასა ხალხმა, კაი, შევაგროვე თანხა, კაი რაღაც სერიოზული გამოფენა რომელიმე სერიოზულ მუზეუმში, მერე? დავდებ ჩემს ლექსს თუ ნახატს, დავდებ საერთოდ რამეს, თუ დღესვე გავთავდები, აზრი, თუ მაინც მარტო ვარ, არავის ვეფერები. გარშემოც არავინ და არაფერია. ბოდიშით, თუ თავი შეგაწყინეთ. გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ. <3
Tammy Kekelidze — ნიკა ძამიაშვილი რატომღაც ყველა გენიოსს ერთი და იგივე ხვედრი ხვდათ წილად
Nino Akhalkatsi Art — ნიკა. მთავარი იცი რაა? ყველას გვაქვს მსგავსი სიტუაციები და განცდები. მაგრამ მე ერთს ვხედავ. შენ არ ხარ ისეთი ადამიანი რომ ფარხმალი დაჰყარო. მე ვხედავ შენში ისეთ ძალას რასაც შენ ხშირად მალავ შენში. გეშინია ამ ძალის. და ყველაფერი მაქედან მოდის. დამიჯერე შენი ცხოვრება ძალიან მალე შეიცვლება ისეთი კარგი კუთხით როგორსაც მხოლოდ იოცნებებდი. აი ნახე გაიხსენებ ჩემს სიტყვებს მალე. მე ვხედავ შენ ძააააან მაგარ სუპერ და პოზიტიურ ტალღაზე აი ისეთზე სხვებსაც გარშემო რომ აიყოლიებს. დაიმახსოვრე შენ ხარ განუმეორებელი და იქნები ძააააან მაგრად
ნიკა ძამიაშვილი — უამრავი აზრი მებადება-ხოლმე, რასაც საქართველოში ვერ განვახორციელებ, ან თუ გავაკეთებ, აზრი არ ექნება, არა არა მხოლოდ ხატვასა და პოეზიაზე, ბევრი სხვა საინტერესო რამეები, მაგრამ ჰა.. იქ თუ რაიმე გავაკეთე, მერე უკვე სინდისთან ვერ ვიქნები მართალი, რომ რაიმე სახალისო სხვა .. ნუ მოკლედ. აქ და ახლა, ჩემნაირი არავინაა და ჩემთვის, აზრი არაფერს არ აქვს.
Nino Akhalkatsi Art — აზრი ყოველთვის შენში ა და არა გარეთ. შენ შენს თავში უნდა მიაღწიო პირველ რიგში ჰარმონიას. ეძიო სულიერ სიმშვიდეს და გარშემო ყველაფერი თავისთავად დალაგდება. დამიჯერე. ვიცი რასაც გეუბნები. ირწმუნე შენი ძალების და აუცილებლად ყველაფერი ისე იქნება როგორც შრნს სულს და გულს უნდა. დადექი იმ სიმაღლეზე ომელზეც თვლი რომ უნდა იყო .... პესიმისტური განწყობა თავისით წავა. .გაქრება...რასაც ასხივებ ის გიბრუნდება ბუმერანგივით....აურაა მთავარი სივრცეში .... შენს თავს თვითონ იგრუზავ... უი ფრო მეტად ამძიმებ ეგ არაა გამოსავალი. გაბრაზდი შენს თავზე. ეას ქვია ნიკა შენ რა უბერავ...ასე უთხარი. მე ყველაფერს შევძლებ შეუძლებელსაცთქო. იმუშავე შენს დადებით ემოციებზე... უარყოფითი გაწიე. ეგ შენი არაა...მიგეწება გარედან და მოიშორე...შიგნიდან დაიწყე ახლიდან დაბადება...ბახე რა კარგად იქნები...1 თვეში პოსტებს დადებ ისეთს ამას დაჟე წაშლი რომ არც დაწერილი რომ არ მოგინდება დარჩეს. ველოდები 1 თვეში შენს ახალ პოსტს....ახლად დაბადებული ნიკა ძამიაშვილის. აბა შრნ იცი. მე მჯერა შენი. შენ ამას შეძლებ.
ნიკა ძამიაშვილი — პირველად ვინც მითხრა, რომ საკუთარ თავში დარწმუნდი რომ ეს პოეზიააო, მაშინ ვისწავლი, სერიოზულად წერა, და ასევე ხატვაზეც იყო, გარკვეული ხალხისგან მიღებული ფრაზებით.. და მთავარია საკუთარ თავში იყო დარწმუნებული რომ ხარ და იქნები. იმის იქით, აზრი არ აქვს რას ფიქრობს ხალხი, მითუმეტეს ჩემს შემთხვევაში.. ერთ თვეში კი არა, ხვალე რა იქნება არ ვიცი და რავიცი, საერთოდ აქ და ახლა, თუ აქვს რაიმეს აზრი, ნეტა ჰააა.. რაიმენაირად ვიგრძნობ ალბათ.. გმადლობ, ამდენი დროის დათმობისთვის. <3

Nana Nazarashvili — ყველაფერი კარგად იქნება, დაწერ და მერე რამდენს...დახატავ და მერე როგორ....გელოდება შენი ერთგული ადამინები...ასე ხდება ხოლმე, მთავარის სძლიო უფლის დახმარებით! ჩვენ ხომ ადამინები ვართ......<3
ნიკა ძამიაშვილი — არ ვიცი.. ვნახოთ.. იმედია, ვითომ? არ ვიცი.. საერთოდ არაფერი ვიცი..
Tea Todua — ნიკა ძამიაშვილი , ნიკა, მართალი გითხრა, ამ ბოლო დროს ვერ ვადევნებ თვალს შენს შემოქმედებას, არ ვიცი რას წერ, რას ხატავ, მაგრამ ძალიან ალალი და გულწრფელი ადამიანი რომ ხარ, კეთილი და უბოროტო, აი ეს ვიცი და მჯერა... არ შეიძლება, შენნაირი ადამიანები ცუდად იყვნენ .. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე <3

Lela Xvedeliani — ყველაფერი კარგად გექნება ❤ ხდება მასე, რაღაც პერიოდი არაფერი არ უნდა ადამიანს
ეგეც გაივლის❤

Nana Kuprava — Egec gamivlis Nika ♥️
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობ, ერთი ასოსთვის "მ", გამიხარდება, თუ შემთხვევითი აკრეფის შეცდომა არაა, არამედ შინაარსობრივადაა.

Irma Ìremadze — უფალმა გაგაძლიეროთ
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობ, ყველა გაგვაძლიეროს, ვინც გვიყვარს, ვუყვარვართ ან ვისაც ყველაზე ძლიერ სჭირდება უფალი, თუნდაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში თვითონაც ვერ ხვდებოდეს ამას.

Kaxaber Cxvaradze — kvelaferi kargad ikneba nika axla kvelas gvihirs vinc namdvili xelovania magram mova lamazi dge roca kvelaferi sheicvleba da kargad ikneba asea agmart dagmarti mozdevs gmertis imedi kondes mtavaria
ნიკა ძამიაშვილი — კი, მაგრამ რა სიღრმისაა ეს უფსკრული, რით ვერ.. მთა, თუ არა რაიმე ამოსასვლელი რამე არა? უბრალოდ სითბო და ყველაფერს მოევლება, ადამიანი, ვისაც ხელს ჩავკდიებ და ეს ყველაფერი გაუფასურდება და დამავიწყდება. ძმაკაცმა გუშინ რამდენიმე ნახატს ფოტოები გადაუღო, კარგი ხარისხის მობილურით და არ მაქვს ხალისი, ჩემი საკუთარი ფოტო კი არა, ნახატისა რომ დავდო, ამ გამოფენიდანაც არ მაქვს ფოტო, წინადან ერთი.. არაფრის ხალისი, რადგან აქ და ახლა, თუ რაიმე არ მიქარე, ან ვინმეს არ გადაუარე, ან რაიმეში ფული თუ არ ჩადე, ან .. ან .. აზრი არ აქვს, ანუ აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ცხოვრებაა და არ შეგილია არ წერო და არ ხატო, და ამით იცოცხლო, მაგრამ როდესაც არავინ და არაფერი, უბრალოდ სიტყვით.. მე კიდევ არ ვარ ბიზნესმენი რომ მოდი ფულის გულისთვის დავხატო და მერე რომ დავდებ დავარეკლამო, არა, არავის ვერჩი, ოჯახებია და იძულებულები არიან ალბათ, მაგრამ საჭირო არ უნდა იყოს, მაგას ვამბობ და როდესაც რამეს ყიდი, არა იმიტომ რომ მოდი გალერეა ვარ და დავეხმარები ფეხზე დაყენებაში, არამედ იმიტომ რომ აფასებ და ფსიქიკაზე არტყამს, ასევე ამდლობა მასაც. უბრალოდ გუშინ ვიჯექი და ვაფუჭებდი ტილოსაც და საღებავსაც და მერე მაგაზე მეშლებოდა ნერვები რომ ამდენი საღებავი დაიხარჯა და არაფერი გამოვიდა, ნაგავი. ვიცი რაცაა აბსტრაქცია და მასთან შესახებ უამრავი რამ, მაგრამ რაც მე გუშინ ვაკეთე, საღებავისა და ტილოს გაფუჭებაა. არც წერა, არც ხატვა, არც კითხვა, უბრალოდ ზიხარ და რაღაცას უყურებ, ტყუილად ხარჯავ დროს, მერე იმაზეც გეშლება ნერვები რომ ვერაფერი სასარგებლო გააკეთე და რავიცი რა..

Darejan Tabakhmelashvili — ნიკა ყველაფერი კარგად იქნება. რაღაც პერიოდი ხანდახან ყველა დგება მაგ ხასიათზე. გაივლის. შენ ბევრ ადამიანს უყვარხარ. მათ შორის მეც.
ნიკა ძამიაშვილი — უზომოდ და უსაზღვროდ!.. <3

თამარ ჟორდანია — ბედნერი ახალიწელი...შეძელი იყო მეტად ძლერი.
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობ, შენც ასევე!.. <3
თამარ ჟორდანია — ნიკა ძამიაშვილი აბა შენ იცი,მეტი კეთილი ბედნიერი დღეები

Giorgi Qemashvili — nikoloz dzmao, bevrger davecemit da bevrgerac sasowarkvetashi chavardebit. es cxovreba daundobeli mkvlelia. radganac vicit vin ganagebs am sofels, magram chven sxva gza ara gvaqvs. tu gvinda rom gadavrchet kvelafers und vagobot uflis daxmarebit. sheidzleba es liton sitkvebad mogechvenos,magram sxva cheshmariteba ar arsebobs. unda vibrdzolot chveni sulistvi bolomde dzmao.
ნიკა ძამიაშვილი — მესმის, ასეთი რამის თქმა მარტივია, მითუმეტეს ოჯახი რომ გყავს და მე, როდესაც სითბოს გარდა არაფერი გამიღია მისთვის და.. ცალკე გიომ გადაიღო რამდენიმე ნახატის ფოტო, მაგრამ ვერ ვდებ, აი, არ მაქვს რაღაცა, რაც დამადებინებს, და უკვე ისე ვარ.. ერთადერთი ხელის ჩაკიდება თუ მიშველის.. არავინ და არაფერი და საერთოდ.. აქამდე როგორ გავქაჩე კდიევ რა.. ნუ მოკლედ..
Giorgi Qemashvili — xo nikoloz gasagebia.shen ra ggonia me ara mkonia aseti fikrebi.rom icode ogaxi meti pasuxismgeblobac aris. bevrger ganchenia kitxva-rodemde, sadgac xom unda damtavrdes es gansacdeli,uimedoba, bevrger zustad igive utkviat chemtvisac, magram es ar shvelis. ubralod shen tavshi unda ipovo dzala rom am azrebs miafurtxo da cxovreba gaagrdzelo. xolo gmerts ra aqvs shentvis, chemtvis chafiqrebuli anu ra gamocdas gvitarebs es mxolod man icis. daxmarebis gareshe ki ar dagtovebs dzmao. dges rom am temaze vlaparakobt esec shewevnaa.

ნათია კენკიშვილი — უფალმა გაგაძლიეროთ❤
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობთ, ყველა, ვინც გვიყვარს და ვუყვარვართ და ვისა ყველაზე ძლიერ სჭირდება, თუნდაც თვითონაც ამას ვერ ხვდებოდეს..

Jack London — მარტოობა... ეს რჩეულთა ხვედრია...
ნიკა ძამიაშვილი — 9 წელია ასე ვარ საკუთარ სამხატვრო სახელოსნო-ბიბლიოთეკასა და საცხოვრებელ ერთოთახიან ბინაში. და ვიცი რაცაა.. ვუთხარი, მოგბეზრდება ოდესმე და არ მინდა ვინმე ნაბიჭვარმა გაკვეთილი ჩაგიტაროს-თქო.. მე მუდამ დრო რამდენიც უნდა ან არ უნდა გავიდეს, იგივენაირად-თქო.. ახლა მხოლოდ მისი ხელის ჩაკიდება და ყველაფერი კარგად იქნება.. მაგრამ ამ ყველაფერს სხვა ფესვებიც აქვსის, რომ ბოლომდე მარტო ვარ და არავისთან არაფერი და ა.შ.. და გუშინ მეგობარმა გადაიღო ჩემი რამდენიმე ნახატის ფოტო და აზრს ვერ ვხედავ მისი დადების. და ვერც გუშინ და ვერც დღეს ვერც ვხატავ, ვერც ვწერ და ვერც ვკითხულობ, კი ყოფილა მსგავსი სიტუაციები, მაგრამ მაშინ ზიგზაგივით იყო, რაღაც გამონათებები, რითაც გადამქონდა, ახლა რავიცი, საზრვარგარეთ ვაპირებდი წასვლას ახალ წლის მერე, ჯერ არაფერი მაქვს, რითაც.. მაგრამ ყველაფერი ვიცი სიტყვით და ინტერენეტით, რაც და როგორცაა ნახატებით წასვლას და იქვე ქუჩაში ხატვას, მაგრამ ახლა არც მაგაში ვხედავ რამეს, ანუ ყველაფერი მაწვებოდა და ვიტანდი, და ვბრძოლობდი, ახლა უბრალოდ აზრი დაკარგა ყველაფერმა და სადღაც გაიფანტასავით.. ნუ მოკლედ რა.. არ ვიცი, იმედია, იმედი მაინც უნდა შემომრჩეს რაიმის, რისი, თვითონ არ ვიცი, ერთადერთი ის მინდა რომ მოვიდეს, დამიკაკუნოს და ხელი ჩამკიდოს, მაგრამ ის მარტო ამხელა მანძილზე არავინ .. ნუ მოკლედ.. მითხრას და ჩავალ, ანუ არ უნდა ჩემი ნახვა, იმიტომ რომ უფრო ძლიერ არ დაარტყას გულზე, რადგან მარტოობა ურჩევნია, რადგან წინაზე თვითონ მითხრა, რომ ჩავხუტებოდი და ყოველ დილას თუ შუადღეს იყო ძახილის ნიშანი, რომ არა, არ ჩამოხვიდე არ მნახო და ღამე პირიქით სანთელივით დნებოდა და მათბობდა, აი, შეიძლება არ უნდა ვამბობდე, არა უნდა თქვა, რასაც გრძნობ და ენაზე გადგება, ისაა ნამდვილი და არა ის, რასაც ფიქრობ და ჩუმდები და გადააკეთებ და ა.შ.. აუ, ძალიან გაუშვი კომენტარი სიგრძეში, დამავიწყდა საიდან და რითი დავიწყე, შეიძლება ავცდი კიდეც პასუხს, ნუ მოკლედ..
Jack London — ნიკა ძამიაშვილი მარტოობის,სრული იზოლაციის, იმედ გაცრუების დიდი გამოცდილება მაქვს... და ვიცი რა განცდაა, შემდეგ მივედი ბიბლიასთან და 7 წელი ვკითხულობდი მივიღე დიდი გამოცდილება მარტოობამ დამანახა რომ მარტო არ ვიყავი... ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოცდა მარტოობაა საკუთარი თავის შეცნობის პროცესი ეს ძალიან საინტერესო იყო.

Gig Chaduneli — Chemo dzmao mec eg axali weli mxvda gaixare guli ar gaitexo chvenze uketesi visac tavi gonia magati bednieri dedac . .
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობ. მე თუ ვწერ და ვხატავ, სხვა აშენებს, სხვა აცხობს, სხვა სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად ცხოვრობს, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

ლელა აბრამიშვილი — ნიკა,ყველაფერი კარგად იქნება <3
ნიკა ძამიაშვილი — ვნახოთ, იმედია.. <3

ანა ნიკოლაიშვილი — დახატე დაწერე იმღერე უმოქმედობა კლავს
ნიკა ძამიაშვილი — ვნახოთ, იმედია.. <3

ლაშა მარგიანი — ნიკუშ მე მიყვარხარ და ზოგჯერ ესეც გაიხსენე ხოლმე ძმაო <3
ნიკა ძამიაშვილი — გაიხარე! <3

Mako Kobalia — მაპატიე ვერ ვარ კარგი მეგობარი,.. შენ ბევრ შემდგან პოეტს და აღიარებულ მხატვარს ჯობიხარ,.. შენ ყველა იმ ადამიანს ჯობიხარ.. მეგობრებს რაოდენობით რო აფასებს,. თავი პოპვარსკვლავი ჰგონია!! თუ მეტი მოწონება და მეტი მეგობარი ყავს!!.. შენ ყველა ძალით ადამიანს ჯობიხარ.. სიკეთეს სხვის დასანახად რომ ჩადის და გულში მაინც ბოროტებას ინახავს და თავი სხვებზე მეტი ჰგონია,... შენ იმ ყველას ჯობიხარ ვისაც სხვის ჯიბრზე სიკეთე თუ ბოროტება უკეთებია,. შენ ყველას გვჯობიხარ... ვისაც მეგობრობა არ შეგვიძლია და ჩვენს პრობლემებს მეგობრის გაცდაზე წინ ვაყენებთ,.. შენ უბრალო ალალ_მართალი კეთილი უბოროტო დიდი ბავში ხარ,... რომელსაც პატარა აბედნიერებს და სხვისთვის თავის ლუკმასავ იმეტებს,.. შენ ხარ ადამიანი და ჩვენს ფონზე ნათელი ფერი ხარ, ვისაც უბრალოდ ლამაზად საუბარი შეუძლია მაგრამ მაინც ვერ ჩამოყალიბებულა რანდენად კარგი მეგობრობა შეუძლია ... მიყვარხარ კეთილო ადამიანო ...
ნიკა ძამიაშვილი — უღრმესი მადლობა. <3 ნეტავ ვიყო მასეთი <3 მეც მიყვარხარ, თბილო!.. კარგო!.. <3
ია იმერლიშვილი — ნიკა მართალი თქვა ამ გოგომ..

სოფო ქვაჭრელიშვილი — ყველას აქვს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ასეთი მომენტი, ზოგადად ჩვენი ტკივილები ვისაც არუნდა გაიზიარო მაინც ჩვენთან რჩება და ჩვენვე უნდა გადავლახოთ, ის რაზე ფიქრიც ცუდ ხასიათზე დაგაყენებს უნდა გადააგდო და კარგ რამეებზე იფიქრო...მხოლოდ ფიქრით არაფერი წყდება ასერომ რამეს როცა არ ეშველება საერთოდაც აღარ უ და იფიქრო, ბედნიერი მომენტები ჩვენვე უნდა შევქმნათ, ყველაფერი თავისდროზე იქნება, უბრალოდ როარიქნება ეგეთებზე არ იფიქრო...ბედნიერება მაშინ მოდის როცა არ ელოდები ❤
ნიკა ძამიაშვილი — 9 წელია ყველა თუ არა, უმეტესი დღეები ასე ვარ. ჰოოო, მაგი სწორია, როცა არ ელოდები. ვნახოთ სოფუნია!.. <3
სოფო ქვაჭრელიშვილი — ნიკა შენ იქმნი ესეთ განწყობას, როცა რაღაცა არ გამოდის აღარ იფიქრო, გინდა კარგად იყო და იფიქრე კარგ რამეებზე ხოიცი რომ კაი რამეები სულ არსებობს
ნათია გელაშვილი — მე უნახავად მიყვარხარ❤
ნიკა ძამიაშვილი — <3

თია ყავრელიშვილი — Ar vici ra moxda aseti shens cxovrebashi, magram nebismier shemtxvevashi, gamosavali yoveltvis moicebneba sasowarkvetilebashi chavardna sdamianis yvelaze did codvatagania, erti ram gaxsovdes didia uflis gangeba da rac xdeba yvelaferi misi nebit, gaxsovdes ufali arasodes migatovdbs gansacdelshi vnetar mas mas vinc rtuli cxovrebit gadis cxovrebis gza shromit oflit brcolit dardit da vai mas cxovrebis gzas vinc iolad mopovebulit gadis... Yvelaferi kargad iqneba mtsvaria shen ar danebde, mtavaria shen gqondes sicocxlis wyurvili, unda gauclo, clieri unda iyo advilad arasodes danebde nika, damerwmune tu mizans daisaxav yvelafers shescleb, yvelaferi gamogiva
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობ!.. <3
თია ყავრელიშვილი — Shen yvelafers shescleb, shen yvelafers dasclev, shen yvelaferi gamogiva, mtavaria gjerodes shens gverdit uamravi megobaria megobaro, irgvliv mimoixede da mixvdebi, rom ar xar marto, ubralod axla dacabuli xar da amas ver aqcev yuradgebas, mec mqonia mcime etapebi cxovrebashi, xelic chamiqnevia, magram mainc gamovfxizldi da wamovdeqi fexze dar davnebebulvar, ras vizamt, vistvis cxovreba brcola da chidilia, chvens cxovrebashi yoveltvis moicebneba ragac iseti, ristvisac girs sicocxle, ristvisac sheicleba gvixarodes sicocxle tundac mcire, calian patara xelchasachidi magram mainc arsebobs, arasodes moixedo ukan, ar aris mtavari gushin ra iyo, mtavaria ra iqneba xval, amazea damokidebuli rogor warmartav shens cxovrebas ra girchevnia tavi chagyno da cremlebi iwmindo? Tu ibrcoleb tavs ar dauxri cxovrebas da gaimarjveb. Ifiqre imaze xvalindeli dge uketesi iqneba, sicocxle araris maradi da sheecade bednieri iyo, ufali gfaravdes megobaro da warmatebebs gisurveb

Teo Beruchashvili — არ ვიცი ასეთ დროს რას წერენ...ამგვარი მომენტები კი ყველას გვაქვს...ბედნიერი წელი და უკეთესი განწყობა...მე შემიძლია მოგისმინო...
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობ!..

Nini Gogishvili — ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ და ასე არ იფიქრო რა,ძალიან ნიჭიერი ხარ და დიდ პატივს გცემ❤️
ნიკა ძამიაშვილი — უღრმესი მადლობა ნინი! <3

Maia Mirianashvili — მაინც როგორ ახერხებთ ეს დღევანდელი პატარა გოგო- ბიჭები ასეთ დეპრესიაში ჩავარდნას ვერ გამიგია და ვერც ვერასოდეს გავიგებ რააა! <3 რამდენი უბედურება არ გადამხდენია თავს, რა აღარ დატრიალებულა ჩემ თავზე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩემთვის ცხოვრება მაინც მშვენიერია....ასე რომ ძალიანაც ნუ გააფრენთ ეს დღევანდელი ბჟღარტები! სირცხვილია და დიდი მკრეხელობა ასეთი სასოწარკვეთილება!!! თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის მომავალი თქვენ გქვიათ...და ამისთანა მომავლის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას? დეპრესიულის, ყურებჩამოყრილის, სასოწარკვეთილის და სუიციდზე მაფიქრალის? სირცხვილია!!! ❤️

Nini Nozadze — ნიკა❤შენ მარტო არ ხარ.....სიხარული და დიდი ბედნიერება მოეტანოს ამ წელს შენთვის❤❤❤

Lela Dzamiashvili — Nikaaaa bevr adamians uyvarxar da ara or sams.me mchirdebi da dzalian mikvarxar...da yvelaperi kargad ikneba mamidula.yvelas akvs eg ragac periodi..nu shen upro xshirad radgan xelovani xar.sxvanairad gesmiscdacagikvav yvelapers.es normaluricaa rom masa ver igebs shensas imitom rom ar hgavxar sxvebs.ar meguleba meore shennairi supta admiani da me shens gverdit var ici es. daaaaaaa male gnaxaavvvvv <3

ანა იაკობაშვილის შემოქმედება — ნუ იტყვი ვნახოთ იმედია არა, ყოველთვის არის, იმედიც და შანსიც, სწორედ მაშინ როცა საბოლოო იმედი გადაგვეწურება ხოლმე არ მისცე სასოწარკვეთილებას უფლება რომ მოგერიოს...
ნიკა ძამიაშვილი — გმადლობ ანა! <3
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 469 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: წერა, ტკივილი, კითხვა, ცხოვრება, სიყვარული, სასოწარკვეთა, ხატვა, პოეზია, გმადლობ, პოეტი, მხატვარი, ბედნიერება, ადამიანი, სითბო, იმედი, მადლობა, სიკეთე, შანსი, მხატვრობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar