12:52 PM
* * * (ბავშვობაში, რამდენჯერ დაგინგრევია მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით სხვისი გამომცხვარი პასკა და ზედ გაგიყვანია გვირაბი ან მოკლე გზა)
* * *

ბავშვობაში,
რამდენჯერ დაგინგრევია
მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით
სხვისი გამომცხვარი პასკა
და ზედ გაგიყვანია გვირაბი ან მოკლე გზა
შენი ქალაქიდან სათამაშო მანქანის მეშვეობით
საზღვრების გასაცდენად,.

რამდენს გიპასუხიათ ვინმესთვის
უბრალო წყენაზე, რომ..
მამათქვენის პანჩურის ამორტყმით ამერიკაში გადააფრენდით.
თუნდაც გვერდით არ გყოლოდათ მამა.

სხვები თუ დარბოდნენ,
იქ სასდაც კონტაქტში შესვლა იწყებოდა კუბიკის
ან ხის ნაჭრეებიდან სახლუკის დამტვრევით,
გრძელდებოდა ეზოში გასართობად
და უკან ხელგადახვეული გზით საძინებლამდე.

მე კი ვიჯექი ფანჯარასთან გრძელ სკამზე
და ველოდი მშობელს,
ან მათ მოსვლამდე ვინმეს,
ვისაც მოაკითხავდნენ სახლში წასაყვანად,
რადგან ხელი დაექნია ან ჩამოერთვა ჩემთვის,
ან მშობლის მომლოდინე ბავშვი დამჯდარიყო,
თუნდაც სკამის მეორე ბოლოს..

არავის ვუმტვრევდი ბაღში სახლებს, ღობეს ან სხვა კომპოზიციებს,
არც ეზოში ვუფშხვნიდი ქვიშაში გაყვანილ ტუნელებს,
მეცოდებოდა მათი ნამოქმედრის გაუქმება.

ცხოვრებაში არასდროს არავისთან არ მომქონდა თავი
და არავისთვის მინდოდა ცუდი,
არ ვთამაშობ, რაც ვარ ეს ვარ..
ალბათ იმიტომაც დავრჩი მარტო,
არ ვუყვარვარ არავის, არ მყავს არც მეუღლე, არც ბავშვი
და ვერც გავცდი საკუთარ ქალაქს..

...
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 276 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: gvirabi, sadzinebeli, Mama, bavshvebi, marto, arferi, bavshvoba, kubikebi, sakhli, sabavsho baghi, paska, mamoba, tuneli, panchuri, bavshvi, martosuli, mshobeli, gartoba, fanjara, vedro, deda, dedoba, skola, satamasho manqana, aravin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar