12:13 PM
* * * (ეძღვნება ნიკა ჩერქეზიშვილსა და გიორგი კვაცაძეს)
გათენდა.
მომენატრა გუშინდელი დღე,
რამაც დამიტოვა —
მოგონებები,
ერთი სახელი,
ერთი გული
და ერთი პერანგი,
რომელიც ახლა მაცვია
და ვარ ბედნიერი.

ნიკუშ,
შენთამ ყოფნისას გავიცანი ადამიანი,
რომელსაც აქვს ჩემზე ბევრად მეტი ტკივილი,
მაგრამ არავის უზიარებს.

ვხვდები,
არაფერია სასიამოვნო,
როდესაც სხვას ახედებ შენს ცხოვრებაში
და გრძნობ,
რომ მას სტკივხარ საკუთარ თავზე ძლიერ,
რადგან არ ხარ მისთვის სულერთი.

ცხოვრებას ეკარგება ფასი
თუ ვინმე არ ზრუნავს შენზე,
თუ ვინმე არ განიცდის შენს ტკივილს
და არ უხარია შენი ბედნიერება.

მაინტერესებს,
როცა რჩები საკუთარ თავთან მარტო,
ნეტავ რაზე ოცნებობ...

ძმაო,
სრულად საკუთარ თავსაც არ ვიცნობ,
მაგრამ მესმის და მჯერა შენი ნათქვამი სიტყვის
შენი პატარა შვილის
და მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯის.
შენი ჩაფიქრებული და გაუკეთებელი საქმისაც მჯერა
რადგანაც მწამს,
ოდესმე
ყველაფერს ეშველება
და ყველა დაიკავებს საკუთარ ადგილს.

ვგრძნობ,
კიდევ ბევრ რამეს გადავიტანთ ერთად,
ბევჯერ დავცლით ორნახევრიან ლუდის ბოთლებს,
ახალ გაცნობილ, თბილი გულის ადამიანთან ერთად,
გავცვლით საკუთარ ისტორიებსა და სიახლეებს.

მწამს,
როდესაც ერთმანეთს ვერ ვართმევთ ხელს,
მაშინაც ჩვენ ერთად ვართ ერთმანეთით
და ასე ვიქნებით,
მუდამ...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 642 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: პერანგი, ბედნიერება, გიორგი კვაცაძე, 27 თებერვალი, nika cherkezishvili, giorgi kvacadze, nika dzamiashvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნიკა ძამიაშვილი, nika cherqezishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar