ადამიანი,
კერამიკული სათამაშო,
დაწერილი სცენარი,
დალეწილი შუშა
და ფრენა.

— "გმადლობთ."
გტოვებთ..
Category: ლექსები | Views: 2 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-17 | Comments (0)

მე ვარ ტყე,
რომელიც ქარისგან ხელს გიქნევდა,
გემშვიდობებოდა,
ბოლო ხეს კი ცრემლივით დასცვივდა სამი ფოთოლი,
როდესაც იჯექი მატარებელში.

დაიძინე..

მოქმედებაზე მეტი განიცადე და
უჩემოდაც იყავი ჩემთან.

გაიღვიძე..

მწამს,
შენში დაისადგურებს ჩემი მფეთქავი სიგიჟე,
რომელიც გაგიკვალავს გზას ამ ბნელი ტყიდან სინათლისკენ,
უსრულ ბედნიერებასთან,
ისეთი უსაზღვრო სისწრაფით,
როგორ ძლიერადაც მიყვარხარ!..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 63 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

შენ თუ ხარ პოეტი,
მე ვარ, ვისაც ესმის შენი სიტყვის.
შენ თუ ხარ მხატვარი,
მე ვგრძნობ შენს შექმნილ ფერებს.

შენ თუ ხარ სიყვარული,
მე შენი სუნთქვა,
მე შენი სიტყვა,
მე შენი შეხება
გუუულის ფეთქვას ამოვარდნამდე მატკიებს.

შენ თუ გიყვარვარ,
როდესაც მაჩვენებ ტილოს,
მე უნდა გაპატიო ჩემი სიტყვებით დახატვა,
რადგანაც გიყურებ თვალებში
ვგრნობ როგორ იღრუბლები
და ცივ ლოყაზე გზას იკვალავს ცივი წვეთები.

და ყველა სიტყვა კარგავს აზრს,
როდესაც ეს ნაწერი გეძღვნება შენ,
ხმააკანკალებულსა და გულაჩქარებულს
ან შენიდან მე,
ან პირიქით ისე უსასრულოდ,
როგორ უსაზღვროდაც მიყვარხარ!..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 34 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

ხმელეთის ჩიტო,
შენ ვერასდროს იფრენ ცაში.

შენი ცხოვრება ისეთივე სიცრუეა,
როგორც ღიპიანი პოეტის ლექსი შიმშილზე.

ვხვდები,
შენც ჩემსავით შესცქერი ჭერს
და ოცნებობ,
რადგანაც ფიქრობ,
რომ ცხოვრებაში არაფერი დაგრჩენია
ამაზე მეტი..
Category: ლექსები | Views: 36 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

წ.მ.-ს

მე გწერ ამ წერილს.
აკვარელით იხატება ჩემი ყველა სიზმარი.
საღებავის წვეთები ცრემლივით სდის ფურცელს
და შლის იმ გზას,
რომელიც ჩემში შენმა ლოდინმა შექმნა.

ვგრძნობ,
შემწევს იმის ძალა,
რომ უამრავ კილომეტს მიღმა
დაგასიზმრო ის,
რასაც შენდამი განვიცდი.

მე დაგიხატავ ცას,
მე დაგიხატავ ზღვას,
მე დაგიხატავ წყლის დიდ ხომალდს.

მე არასდროს მექნება გემი,
მაგრამ ჩემი ლექსებია ის ნავი,
რომელიც არასდროს ჩაიძირება
და ყოველთვის გამოჩნდება ის ერთი მგზავრი,
რომელიც წაიკითხავს ჩვენს ისტორიას
და ტალღების ხმაურში
ცაზე იპოვის საკუთარ ვარსკვლავს.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 34 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

გწამს,
რომ ძლიერი ხარ,
გაიმარჯვებ.

შენი მებრძოლი სიტყვებია —
დედა,
თუ გამაჩინე,
რატომ მიკრძალავ მე ვშვა პატარა ანგელოზი?

ჩამკიდე ხელი
და გამანდე სისუსტეები,
რომ შევძლო შენი გამოცოცხლება,
ახალი ცხოვრების დასაწყებად.
Category: ლექსები | Views: 34 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

მე დაგხატავ თუ გინდა.
მოდი ჩემთან — იცეკვე!

მოგატყუეს გოგონავ?
წამიკითხე — იცეკვე!

მესაუბრე ქუჩაში,
წადი სახლში — იცეკვე!

შენც თუკი არეული
ფსიქიკა გაქვს — იცეკვე!

უბრალოდ მე ლექსს დავწერ,
შენ კი მხოლოდ იცეკვებ!

ნუ იფიქრებ სიკვდილზე,
გესმის ჩემი? — იცეკვე!

ჩემი მსგავსი შეშლილი
გამოჩნდი და იცეკვე!

უბრალოდ მე ვებრძვი თავს
გავიმარჯვებ — ვიცეკვებ!

შენს თავში იკეტები,
გიკაკუნებ — იცეკვე!

კაკუნის მელოდიას
გიმეორებ — იცეკვე!

გამოდი ნაჭუჭიდან
დაამსხვრიე — იცეკვე!

დაივიწყე ტკივილი
სევდა, ცრემლი — იცეკვე!

თვითონ მე ვარ მუსიკა
ამიწიე — იცეკვე!

პირჯვრის გადაწერისას
პაუზა და იცეკვე!

ხელი, ფეხი, კისერი,
ტანი გტკივა? — იცეკვე!

და თუ ისევ შემიგრძნობ,
ჩემი გჯერა — იცეკვე!

გული უკვე დაშლილი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 31 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

ოცნებას ცამდე მოჰყავარ შენთან.
დედა თუ მამა, მამა თუ დედა.
ჰკითხე შენს ქალაქს, ვჭირდები ნეტა?
ჰკითხე შენს გულს და მიიღებ პასუხს?

არ გვესმის დღესაც კაკუნი კარზე
მაგრამ ჩვენ გვესმის ერთმანეთის ხმა.
შენ ფიქრობ ღმერთზე, მე კიდევ მასზე,
ვინც მითხრობს ფოტო ალბომით წარსულს.

მანქანა, გზები, კორპუსი, ქუჩა.
გიხატავ ამ ლექსს. დროს ვკარგავ ფუჭად.
ჩემში თუ ნახავ სულ ერთი მუჭა
სითბოს, გაჩუქებ რადგან მე არ მსურს.

იცი რომ ვაფრენ, უყვარხარ შეშლილს.
ლექსით ვთამაშობ მელოდიურ როლს.
სიტყვებში ვტოვებ ცხოვრების ჩემს წილს,
რომელსაც ერთად გავივლით და სრულ

და..
Category: ლექსები | Views: 31 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

დაობებულ ღრუბლებზე ამოსული სოკოები.
შენს თეფშზე დასხმული სოკოს სუპი.
შენს დაჭაობებული ტვინში დამწვარი ტყე,
როგორც გაპარსული საშო,
რომელზეც ჩემს ლოდინში ამოვიდა სოკო,
წამოვიდა სისხლი.

და შენ არ გაქვს პურის ფული.
და შენ არ გაქვს ავტობუსის ბილეთი.
და შენ არ გაქვს მანქანა,
რომელსაც იატაკზე გაუკეთებ ტრამპლინს,
ხელით აიყვან და დააგორებ.
და შენ არ გაქვს წარსული,
არაფერი გაგიგია ბედნიერ ბავშვობაზე,
არ იცი ბაზარში სოკოს ფასი,
მითუმეტეს ხორცის.

შენ ვერ იკეთებ ოპერაციას
და გჯერა,
რომ ამიტომაც არ ვართ ერთად.
მე გავყიდი ნახატს და მოვალ შენთან.
საშოდან ამოგიძირვავ შენს სოკოს
და შევუწვავ ქუჩის ძაღლებს.
იარაზე წაგისვამ მალამოს
და ნელ-ნელა ტკივილის კლებისას
თვალებს დაგახუჭინებ.

პირში ჩაგიდებ ერთ კოვზ თაფლს,
იმ სითბოს გამოსახატად,
რომლითაც ვცოცხლობ!..
Category: ლექსები | Views: 30 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

მე ვაკოცებ შენს ცრემლს
და ჩემს ტუჩს შეაშრება
შენი სულის ნაწილი.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 28 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

ხეები და სოკოები.
წვიმა.

გვირილა და ჭიქა პიტნის ჩაი.

სიყვარული.
მზესუმზირა.
ვარდი.

სიმარტოვე
და სიჩუმის ხმა.
Category: ლექსები | Views: 102 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

1.

ყვითელი, გვერდებში ოდნავ მოყავისფრო თმით,
ფეხებზე დადებული წითელი ჩანთით
დავინახე გოგონა.

არ ვიცი,
რა აწუხებდა მას,
სასწრაფოდ სჭირდებოდა საჭირო ოთახი და ითმენდა
თუ უბრალოდ განიცდიდა ადამიანთან ხორციელ დაშორებას,
მის სახეზე შევამჩნიე სულიერი უხმო ტირილი,
ცრემლები კი თითქოს თვალებს შიგნით ესხმეოდა..

2.

შემოვიდა ხელგამოწვდილი ბავშვი,
რომელსაც თავზე ხელი გადავუსვი.
მინდოდა მიმეცა
მცირე ზომის შოკოლადში ამოვლებული ორცხობილა,
ამოღება ვერ მოვასწარი,
რომ უკვე ვაგონის ბოლოში
სთხოვდა ხურდას მოზრდილ მამაკაცს
და შემდეგ გაჩერებაზე წამიერ გაქრა.

3.

ვიდექი კართან,
შევხედე იმ მოპირდაპირე მხარეს მჯდომ საყვარელ გოგონას
რომლის სევდიან სახეს მსუბუქი ღიმილი შეჰპარვოდა,
რომელიც მახსოვს, უკვე მესამე დღეა
და მჯერა, გამყვება ცხოვრების ბოლომდე,
თუნდაც მის შემდეგ, ვეღარ ვერასდროს ვიხილო..

4 ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 100 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

გსიამოვნებს,
როდესაც შენზე წუხან,
როდესაც ვინმეს სტკივხარ.

აჩვენე ყველას,
რომ ძლიერი ხარ და აიტან ყველაფერს,
მხოლოდ იმიტომ რომ არ დასწყვიტო გული მათ,
ვისაც უყვარხარ,

რადგან შენ ნერვიულობ იმაზეც,
რომ გიწევს მათი გულისტკენა მძიმე ისტორიით,
მაგრამ თვითონ ვერ ხვდები,
რომ ამ დროს,

იკვებები საკუთარი მონაყოლი ტკივილებით
და დესერტად აყოლებ მსმენელის სითბოს,
ცრემლებს,
რომელიც ნებისმიერ თანხაზე ძვირია.

და მაინც,
გსიამოვნებს,
როდესაც შენზე წუხან,
როდესაც ვინმეს უყვარხარ.
Category: ლექსები | Views: 94 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

სასახლისთვის მოჭრილი ხე
და ორმოს შეწირული გათელილი ყვავილი
ერთმანეთს ტირის.

მე ვღეჭდი ხის ცრემლებს საღეჭ რეზინასავით
და ვსვამდი ყვავილების მომწარო წვენს.

სიზმარში მათი ხმა მესმის,
რომელიც მაღვიძებს..
Category: ლექსები | Views: 102 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ზამთრის ნათელი დღე.

ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ.

ვიცინით.

პირში გვადნება ხის ფოთლებიდან შეგროვილი თოვლი.

არ ვიცით,
როგორ გავუმხილოთ ერთმანეთს ჩვენი გრძნობები.

ვსხდებით გრძელ სკამზე ერთმანეთის გვერდით.

ვიყურებით ცაზე
და სახეზე გვეცემა ფანტელები.
Category: ლექსები | Views: 99 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ერთხელაც გავიღვიძებ
და ჩემს სხეულს შეეზრდება ყვითელი ბროწეულები.

მწვანე ცა.
წითელი ზღვა.
ლურჯი ღეროები მოიბამენ თეთრ ყვავილებს,
როგორც ხეს შეზრდილი გაჭიმული სქელი მავთული..
მკვეთრი სითეთრე.
თავისუფლების დროშა კი იფრიალებს ჩემს მეხსიერებაში,
როგორც დილას პირველი მზის სხივი შენს ფანჯარაზე.

ძროხა რძის ნაცვლად მწვანე ჩაის მოიწველება,
მისი მომწველნი იქნებიან ბინძური სულის მატარებელნი,
რომლებიც მალევე გამდიდრდებიან ამ სასმისის გასაღებით,
რომელიც ერთ დროს უბრალო ხალხს გვებარა
და წაგვართვეს.

ჩემისთანებს ცხოვრება გვამზადებს
მოულოდნელი სიკვდილისთვის,
მაგრამ როგორი უსაფუძვლოც არ უნდა იყოს,
მაქვს იმედი გამონათების.
თვითონ ჭაობში ვიძირები,
მაგრამ ვფიქრობ შენს გადარჩენაზე.
ჰო, შენზე, ვინც დროს მითმობ და მკითხულობ.

ქუჩასა და მეტროში გამვლელთა სახეები მტკივა
და ვერ ვისწავლე ამ ტკივილის გააზრება
და მისგან შვების მიღება, ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 85 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ვიფიქრო ცოცხლებზე ეს ისე ძნელია,
როგორც მკვდარს უმღერო და მანაც ხმა გაგცეს.
რადგანაც ჭრელ-ჭრულა ლექსებზე მღერიან
ისინი, ვინც ხალხი უძიროდ გაძარცვეს.

მარტო ვარ, გოგონა ოცნებებს მინაზებს,
ნახატზე სიგიჟეს ცხოვრებას ვუტოლებ.
ფანჯარა. ცხელი ჩაი ტოვებს ორთქლს მინაზე.
პროტესტი. ბრძოლა და ყვირილი რუპორით!

სიტყვები. "ოცნება", "ცხოვრება" "ხალხს შია",
ვუკიდებ სიგარეტს და გამვლელს ვუწუდებ.
ხედავ და შენც იცი, ქვეყანა ტრაკშია
და თუკი გაქვს ძალა, ხელი გაუწოდე

იმედი გვქონდა და დაგვჩაგრეს, დაგვცინეს
არაფრად აგვიგდეს გვიხმარეს მონებად.
მეც უკვე ვგრძნობ რომ დღეს ნერვები გავცვითე.
ჯერ იმ სიბოროტეს დედა არ მ..ნა!.
Category: ლექსები | Views: 90 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

შეამჩნიე
ქუჩაში მიმავალი
სევდიანი, ცხოვრებისგან გატეხილი,
შენს გვერდით ჩამვლელი ადამიანი
გააჩერე,
ესაუბრე,
ეცადე დაეხმარო, სულიერად ან ხორციელად,
ეცადე მისცე მეორე დღეს, მზის ამოსვლის იმედი,
ეცადე გადაარჩინო,
და ეს ცდა — შენ გადაგარჩენს!
Category: ლექსები | Views: 85 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ცხოვრების დინების გზას
მხოლოდ წინ მივყავარ,
მამა.

ვგრძნობ,
შენც მხედავ და მომყვები,
რომ სადმე ფეხი არ დამიცდეს.

ადრე თუ გეგონა დედას უნდა დავეძინე,
ახლა შენზე ფიქრი არ მაძინებს,
რადგანაც ვხდები,
რომ ჩემს გვერდით ხარ
და უსმენ ჩემს სუნთქვას.

მწამს,
იქამდე არ გადავუხვევ გზას,
სანამ შენ თვალს მადევნებ,
მამი..
Category: ლექსები | Views: 83 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

პაემანი
სარკეში
საკუთარ თავთან..

გძინავს მარტოს.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 95 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

1 2 3 ... 7 8 »