12:58 PM
* * * (ნერვები, როგორც არყით სავსე ბოთლი, მას მიყოლებული ქვედა ტუჩის თხელი გარსი, სიმშვიდე, როგორც მიუწვდომელი ვარსკვლავი.)
ნერვები,
როგორც არყით სავსე ბოთლი,
მას მიყოლებული ქვედა ტუჩის თხელი გარსი,
სიმშვიდე,
როგორც მიუწვდომელი ვარსკვლავი,
შფოთვა კი ის, რითაც გადააყოლებ დღიდან-დღეს.

მე ვარ წყნარი და მშვიდი, თუნდაც შევიშალო.
არ მიცნობ და არ იცი ჩემი გარეკვის პიკი.
შენ გეშინია ჭკუიდან შეშლის,
იმიტომაც არ მკითხულობ,
არც მათვალიერებ ნახატების სახით,
და არ მიკაკუნებ კარზე,
რადგან მე
შენთვის დიდი ხნის წინ მოვკვდი.

ბოლო ამოსუნთქვამდე,
ჩემს ძარღვებში სიგიჟე ჩქეფს,
ისე როგორც შენში სისხლი.
და მე,
დაუფიქრებლად სრულად დავიცლები,
ოღონდ ერთხელაც,
ჩვენმა ენებმა
ერთმანეთში
იპოვონ
საკუთარი მოსასვენებელი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 263 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: sheshlili, dzargvebi, sheshla, sitsknare, Vodka, stars, movkvdi, nakhatebi, mshvidi, araki, simshvide, tuchebi, sikvdili, garekva, ertmaneti, varskvlavi, arayi, bolo amosuntqva, kakuni, dgheebi, sigijhe, tuchi, sigije, siskhli, siwynare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar