9:13 PM
ნიკა ძამიაშვილი — * * * (2018 წლის ლექსი) "sorry mom, i'm useless"
გამბედაობა ხმის ამოსაღებად!
როდესაც სათქმელიც არაფერი გაქვს და ეძებ სიტყვებს,
შენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატად,
იქნებ ვინმე იპოვო შენი მსგავსი..

უნებლიეთ ვუცრუებ იმედებს საკუთარ თავს,
მაგრამ სხვას ვუსრულებ უამრავ დანაპირებს.

უძილობა.
შიში სინათლის.
ღამე ქუჩების ყოველდღიური დაზეპირება
და დამეგობრება.

სონლაქსი და ბაკლოსანი — რელაქსაციისა და ძილისთვის.
ნატრიუმის თეოპენტალი — შიშების მოსაკლავად.

ოთხ კედელში ჩაკეტილობის ფობია
და გარეთ უმისამართოდ ბოდიალი.
შიში საკუთარი ჩრდილის.

ლოცვის ნაცვლად სიგარეტით დაწყებული დილა.
ყავის ნაცვლად მძიმე ჩაით.
და მისი გახსენებისას, ჭიქაში სამი კოვზი შაქრის ჩაყრა.
— არ გშველის.

თვითმფრინავში სიკვდილის შიში
და ავტობუსით გადალახული საზღვარი,
რომელსაც ფსიქიკურად აქამდე ვერ წარმოიდგენ, ვერ ცდები.
— არ გშველის.

პარკში ჩიტების ჭიკჭიკი
და მდინარის შენაკადით შექმნილ ტბაში ქვების სროლა.
ბალახზე ჯდომა.
მედიტირება და გარშემო არავინ.
— არ გშველის.

სიგიჟე მარტოობის დასაფარად
და ვარსკვლავები შენს დასამშვიდებლად.
— არ გშველის.

არ ნებდებით.
ორივეს გსურთ ერთმანეთის პოვნა
და ერთად გამოსავლის ძიება.

უფსკრულში მიმავალ გზაზე ხელის აწევით მისალმება,
უცხო ადამიანის,
რადგანაც ხვდები,
რომ სხვადასხვა გზებმა
ორივე ერთ წერტილში მოგიყვანეს,
ანუ შეიქმნა თქვენს შორის რაღაც საერთო,
როგორც აბლაბუდაში გახვეული რამდენიმე მწერი.

მარტო ხარ.
სიჩუმეს ეჯიბრები და ვერ უძლებ,
წამოიყვირებისთანავე თამაშიდან ვარდები.

ჩემი ქალაქის ერთი კორპუსის ქვედა კუთხეში წარწერა
"sorry, mom, i'm useless."

რამდენჯერაც ჩავუვლი გვერდით,
იმდენჯერ მეუფლება სურვილი რომ ის დავამშვიდო,
რომელსაც მთელი ლექსია ვეძებ..
ჩავიკრა გულში და ერთად შევხვდეთ გათენებას.

არაფერი ვიცი..
მწამს, რომ ამ ფრაზის ავტორია
ერთი პატარა დეპრესიული გოგონა,
რომელმაც ვერ იპოვა ცხოვრებაში საკუთარი გზა.

შესაძლოა გაწირა ამაოებამ,
ზღვა ცრემლის აღვარევინა, ან სისხლი, ვინმე უცნობთან,
ვინც მიატოვა
და დარჩა დედიკოსთან მარტო,
უძლური..

მსურს ვიპოვო
და ხელში გადავცე ჩემში შემორჩენილი მცირედი პოზიტივი
მეორე დღის იმედად.
დავაჭერინო ხელში ნეკერჩხლის ფოთოლი
ან გვირილების შეკვრა
და დავხატო.

2018
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 270 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: positive, სიტყვები, Sleep, poetry, დედა, გვირილა, ლექსი, სიგარეტი, სიგიჟე, უძილობა, ლოცვა, პოეზია, პოზიტივი, Pray, სიყვარული, mother, სიმარტოვე, მხატვრობა, Medicine, Lonely, ჩიტები, painting, deda, ფოთოლი, ნეკერჩხალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar