8:10 PM
ორი სიტყვით სიყვარულისა და თავისუფლების შესახებ
რემარკი ამბობს
თავისუფლება სიყვარულზე ძვირფასიაო,
მე კი პირიქით მიმაჩნია,
რადგან ადამიანი თუ გიყვარს,
მისთვის შეიზღუდავ საკუთარ თავისუფლებას,
გადადგამ მთას და დააშრობ მდინარეს..

საკუთარი თავისუფლების დოზასაც
ადამიანთა სიყვარულით ზომავ,
რომ არ დაუტოვო მოყვარეს გულში მოუშუშებელი იარა.

და ვიხსენებ იმ ნათქვამს,
ჯერ უფალი,
შემდეგ საკუთარი თავი და სხვა დანარჩენიო,
მაგრამ მარხვასავით ვარღვევ ამ სიტყვას,
რადგან საკუთარ თავამდე მიდგას რამდენიმე ადამიანი

რომელიც ხელს მიქნევს,
რასაც ვერ ვხედავ,
მაგრამ ფანჯრის გაღებისას ვგრძნობ,
სითბოში ნიავის სახით..
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 251 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: upali, markhva, marxva, poetry, sikvaruli, sityva, tavisupleba, remarque, river, niavi, mdinare, siyvaruli, Verse, poezia, tavisufleba, ufali, sitkva, Love, remarki, fanjara, MTA, sitbo, freedom, mountain, adamiani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar