3:51 PM
* * * (როდესაც ვგრძნობ, რომ შენ არ ხარ ჩემი ფუნჯი, მასტეხინი, მუდამ ცვალებადი თეთრი საღებავი...)
* * *

როდესაც ვგრძნობ,
რომ შენ არ ხარ ჩემი ფუნჯი,
მასტეხინი,
მუდამ ცვალებადი თეთრი საღებავი,
ან რაიმე სხვა სამხატვრო ნივთი,
რომელსაც თითქმის ყოველი დღე ვეხები.
მაშინ ვრწმუნდები საკუთარ თავთან რომ შენ ხარ ის არსება,
ვისთვისაც და ვისგანაც ამოსული ენერგეტიკა და ემოცია
შენი სახით,
მაქმნევინებს მორიგ შედევრს!..

როგორი ძლიერი ადამიანიც არ უნდა ვიყო,
ზოგჯერ მეტირები,
მარად მიძგერხარ
და მუდამ იფეთქებ ჩემში ბოლო აციმციმებამდე,
აწ და მარადის!..

მწამს უფლის,
მაგრამ რაც ჩემს საგულეში დაისადგურე,
მის შემდეგ ერთხელაც არ მითქვამს
"დაე, იყოს ნება შენი, უფალო!."
მუდამ მქონდა სხვადასხვა თხოვნა.

მე ვიქნები ის კარი,
რომელზეც ცრემლმორეული დააკაკუნებ,
ისაც, ვინც ლოცვას შეწყვეტს
და გამაღებს,
გამოგართმევს შენს სისხლსა და ხორცს,
პატარა ანგელოზს,
რომელსაც ჩაიხუტებს
და შენ მოგწმენდს ლოყებზე გამავალ რუებს.
გამესაუბრე!

და როდესაც იგრძნობ,
რომ შენი სული, ჩემსავით არ იმსახურებს,
არც მზად ხარ და არც ღირსი ზიარების,
ჩემს წინ დაღვრილი ცრემლით ჩააბარებ აღსარებას უფალს,
იგრძნობ და განიცდი მისი მადლს
და შემდეგ იცოდე,
თუკი მისი მცირედით მაინც გწამს მთებს გადაადგილებ
და თუ არ შეგიძლია,
სთხოვე თვალის ახელა და დაინახავ რომ ვყარვართ,
მეც და შენც,
ერთადერთი ბავშვია წმინდა
და სხვების სულებმა თავის თავებსს მიხედონ,
ყველა გაჭირვებულს ვერ გადაარჩენ,
ყველა წაქცეულს ვერ წამოაყენებ,
მთავარია ადგე ლოგინიდან,
აალაგო და ეცადო გადადგა პირველი ნაბიჯი იმით,
რითაც გიყვარს სხვა,
მაგრამ არა მე.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 347 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: შედევრი, საღებავი, ენერგეტიკა, კარი, უფალი, კაკუნი, საუბარი, სამხატვრო ინვენტარი, ლოყები, ფუნჯი, ფეთქვა, განცდა, ფუნჯები, მთა, ზიარება, ტირილი, ადამიანი, ლოცვა, ტილო, მასტეხინი, აღსარება, თხოვნა, ანგელოზი, ბოლო აციმციმებამდე, მადლი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar