1:30 PM
თორრნიკე ნაროზაულის პოსტი ზიარებასა და კორონა ვირუსის შესახებ, რომელსაც თავისუფლად ვეთანხმები!..
ზიარების შესახებ, უმეტესად, ის ადამიანები მსჯელობენ, რომლებიც მაზიარებლები არ არიან.
სავარაუდოდ მათ უმეტესობას სახარება არ აქვს წაკითხული.
და ვისაც აქვს - რატომღაც ვეღარ იხსენებს, როგორ იქცეოდა იესო ქრისტე, როდესაც საქმე ყველასგან მოძულებულ კეთროვნებს ეხებოდა.
იესო, სხვების მსგავსად, არ გაურბოდა მათთან შეხვედრას, პირიქით მიდიოდა და კურნავდა.

ჰოდა, ძალიან სასაცილოა, როდესაც ქრისტიანს ეუბნები, რომ ზიარებით შეიძლება დაინფიცირდეს.
გამოდის, არანაირი ძალა არ ჰქონია ამ საიდუმლოს და ქრისტეს სისხლის და ხორცის ნაცვლად უბრალოდ პურსა და ღვინოს შეევექცევით.

გულწრფელად გეტყვით, თუ ვინმეს გეშინიათ, რომ ქრისტე განკურნების ნაცვლად დაგასნეულებთ, თქვენი რწმენა უბრალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არფერი.
ერთჯერადი კოვზით ზიარებას, ჯობს საერთოდ არ ეზიაროთ.

პ.ს.

როდესაც იესო სნეულებს კურნავდა, იქვე ეუბნებოდა - შენმა რწმენამ განგკურნოს და გაცხონოსო.
ეს, რასაც ნიშნავს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

აბა, წარმატებები მაზიარებლებსა და მაზიარებელთა მოზიარეებს.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სხვა | ნანახია: 735 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: აღსარება, ეკლესია, პური, მოზიარე, მღვდელი, ზიარება, სტიქაროსანი, ტაძარი, კორონა, სისხლი, ღვინო, იესო ქრისტე, მოძღვარი, ქრისტიანი, ცხონება, მაზიარებელი, კორონა ვირუსი, რწმენა, უფალი, კოვზი, შიში, მართლმადიდებლობა, მრევლი, სახარება, ხორცი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar