ნიკა ძამიაშვილი
  • მთავარი
  • 27 თებერვალი 2020
  • Nikala Art
  • პოეზია
  • ჩანაწერები
  • ნახატები
  • ფოტოები
  • სხვა
  • ვიდეო-ხელოვნება
 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-7 მიახლოებით 7 მოთხოვნაზე არაყი

* * * (გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა..)
გავედი გარეთ.
შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა,
რომელიც გალოთდა.
პურის საყიდლად დამაკლდა ხურდა.
დაიხურა მაღაზია,
სადაც გამყიდველი და მფლობელი ერთი ადამიანი იყო
და ბებიასავით ვუყვარდი.
ძმაკაცი თვითან-თვემდე ვერ კვებავს მეუღლეს და ბავშვს.
.
ქუჩის ძაღლი, რომელსაც რამდენიმე წამით მოეფერები,
კუდის ქიცინით გაცილებს სახლამდე,
იმ იმედით რომ რაიმეს მიუგდებ,
ადამიანებიც ვემსგავსებით მათ,
მხოლოდ იმედით ვცხოვრობთ.
...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-23

* * * ( სკენდელსონას - დათო კედელაშვილს )
შენში მეტია არაყი,
ჩემში პოეზია.

გიყურებ და მაბედნიერებს
შენი ნამთვრალევი, თბილი ღიმილი.

ვხედავ,
თავს იკლავ, ძმაო..

ერთადერთი ის მიხარია,
რომ იცი, გაგაჩნია საკუთარი თავისუფლება,
რისგანაც კვდები შენს გემოზე.

ვცდილობ გაგიცინო.
შენ უყურებ ჩემს სახეს და ასხამ არაყს.
ვსვამთ ძმობისას.

და მაშინ..
არ არსებობს ჩვენთვის სხვა დანარჩენი.
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-20

* * *
მე.
გაჩერებული საათი.
კარლოს წიგნი.

სამი ჭიქა არაყი —
ჩემთვის,
შენთვის
და მისთვის.

ღია ფანჯარა.

გაცრუებული იმედი
სამჯერ უფრო მძიმეა —

ვიდრე სმა,
შიმშილი
და ხელჩაქნეული,
ყელში ამოსული
ცხოვრება.
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-19

* * *
ლაშამ მითხრა —
ნიკუშ, მაშინ ხარ პოეტი,
როდესაც შეძლებ გაანადგურო
საკუთარი საუკეთესო ლექსი.

მაშინ გამიკვირდა,
ახლა კი ვხვდები ნათქვამის არსს.

ერთი დასავიწყებელი გოგო,
ერთი დაუვიწყებელი მზერა
და სითბოს გულისთვის დანებება.
ერთხელ მის სახეზე ცრემლი.

ერთი ლიტრი არაყი.
სამი ჭიქა, როგორც ყოველთვის..
ერთი კი ყოველთვის ცარიელი,
მაგრამ სველი.

ჩემს წიგნაკში
ერთი ამოხეული ფურცელი,...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-19

* * * ( სკენდელსონას - დათო კედელაშვილს )
შენში მეტია არაყი, ჩემში პოეზია. გიყურებ და მაბედნიერებს შენი ნამთვრალევი, თბილი ღიმილი. ვხედავ, თავს იკლავ, ძმაო.. ერთადერთი ის მიხარია, რომ იცი, გაგაჩნია საკუთარი ...
საიტის სიახლეები » - 2018-06-20 08:46:47

* * *
სამი ჭიქა არაყი — ჩემთვის, შენთვის და მისთვის. ღია ფანჯარა. გაცრუებული იმედი სამჯერ უფრო მძიმეა — ვიდრე სმა, შიმშილი და ხელჩაქნეული, ყელში ამოსული ცხოვრება.
საიტის სიახლეები » - 2018-06-19 22:55:41

* * *
ერთი ლიტრი არაყი. სამი ჭიქა, როგორც ყოველთვის.. ერთი კი ყოველთვის ცარიელი, მაგრამ სველი. ჩემს წიგნაკში ერთი ამოხეული ფურცელი, მას მოჰყვა მეორე მესამე..
საიტის სიახლეები » - 2018-06-19 21:52:04

მოგესალმები, სტუმარი!
რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
შემთხვევითი ვიდეო
Copyright ჩემი ცხოვრება © 2021
uCoz