ნიკა ძამიაშვილი
  • მთავარი
  • 27 თებერვალი 2020
  • Nikala Art
  • პოეზია
  • ჩანაწერები
  • ნახატები
  • ფოტოები
  • სხვა
  • ვიდეო-ხელოვნება
 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-10 მიახლოებით 16 მოთხოვნაზე გრძნობა

* * * (მე ვუსმენ ნიჟარას და ვგრძნობ როგორ იხრჩობი..)
მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო?!.
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

Sense of color / გრძნობის ფერი (2014 or / ან 15)
Sense of color / გრძნობის ფერი (2014 or / ან 15)
Aquarelle on paper / აკვარელი ქაღალდზე
Size / ზომა — A4
საიტის სიახლეები » ნახატები - 2020-09-24

შენი გათენებული დილის გემო..
გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-23

სამი ძველი მინიმალისტური ლექსი
* * * #1

ისეთს არ მიცნობ,
როგორიც არ მსურს
დაგინახო!..

.

* * * #2

მე ხშირად ვეხები შენს ქურთუკს,
რადგან ვგრძნობ იმ სითბოს,
რომელიც მას შენი სხეულიდან შეახმა.

.

* * * #3

მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო?!..

.

შეშლილი რომანტიკული განწყობა ...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-16

* * *
შენ ვიღაცა გითვალთვალებს,
ვიდეო კამერა არის მუდამ ჩართული,
რომელიც იწერს შენს ყოველ მოძრაობას და ხმას.
დასმულ კითხვაზე პასუხი უბრალოდ ცხოვრებაა.

კავშირი სხვა სამყაროებთან
სულების, შიშებისა და მოჩვენებითი შუქის სახით.
ყოველი გასული წამი მომდევნოსთვის ისტორიაა,
რომელზეც შესაძლოა გიყვებოდე პოეზიით ან მხატვრობით.

რამდენჯერ ვეცადე მედიტაცია,
მაგრამ გონება სრულად ვერანაირად გავთიშე,
ვერც აზროვნებით, ვერც სუნთქვისა და ვერ...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-03-01

უსაზღვროდ მიყვარხარ
შენ თუ ხარ პოეტი,
მე ვარ, ვისაც ესმის შენი სიტყვის.
შენ თუ ხარ მხატვარი,
მე ვგრძნობ შენს შექმნილ ფერებს.

შენ თუ ხარ სიყვარული,
მე შენი სუნთქვა,
მე შენი სიტყვა,
მე შენი შეხება
გუუულის ფეთქვას ამოვარდნამდე მატკიებს.

შენ თუ გიყვარვარ,
როდესაც მაჩვენებ ტილოს,
მე უნდა გაპატიო ჩემი სიტყვებით დახატვა,
რადგანაც გიყურებ თვალებში
ვგრნობ როგორ იღრუბლები
და ცივ ლოყაზე გზას იკვალავს ცივი წვეთები. ...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2019-12-14

მე შემიძლია ვიყო
მე შემიძლია ვიყო შავკანიანი ქალი ან მამაკაცი, ასევე თეთრიც, როგორც გამოვიყურები ამ დროისთვის.. მტირალიც და მებრძოლით, მთავარია რას დავწერ, რას დავხატავ და როგორ ვიცხოვრებ..

ერთი პერიოდი იყო, როდესაც რასაც გავივლიდი, დავინახავდი და შევიგრძნობდი, მხოლოდ იმას ვწერდი, ახლა კი ვგრძნობ, მოვიდა ჩემი დრო და შემიძლია დავხატო და დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და როგორც გამოვა, ისეთი ვიყო აწი მეც, მაგრამ თამაშის გარეშე, რადგან სადღაც ქვეცნობიერში, უკვე ვარ მასეთი, რადგან ვერ დავწერდი და ვერ დავხატა...
საიტის სიახლეები » ჩანაწერები - 2019-12-14

მოკლედ 2, 3 ან 4 აპრილს მეტროში გოგონას ნახვის შესახებ..
დღეს ან ხვალ, თუკი რაიმენაირად შეძლებს ის გოგონა ჩემს ცნობას და მომესალმება, მომწერს, ან შემხვდება, ძალიან გამიხარდება, თუნდაც სხვასთან იყო, მისი ბედნიერი სახით ვიქნები მხიარული.

თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დაებადა, დამიკავშირდეს, და დაწვრილებით მოვუყვები, რომ კართან შემოსასვლელის მარჯვენა კუთხეში ვიდექი, 2 თუ 3 გაჩერების შემდეგ ამოვიდა სხვა ასევე ლამაზი გოგონა, მიმზიდველი მარცხენა მხარეს დადგა, მაგრამ მე ვერ ვაქცევდი ვერანაირ ყურადღებას, ვგულისხმობ ვერც ვუყურებდი, სულ ალბათ სამი-ოთხჯერ ...
საიტის სიახლეები » ჩანაწერები - 2019-07-14

* * *
შენ მაშინ გიყვარს ადამიანი,
როდესაც საკუთარ სიყვარულზე ზემოთ
აყენებ მის გრძნობებს,
მაგრამ მაინც ბრუნდები
და მასთან ერთად ხვდები გათენებას..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2019-02-01

trees / ხეები
თანავუგრძობ ხეს,
რომელსაც არ ჰყავს გვერდით თანამოშრიალე,
ვისთან შეძლებს თითების შეხებას,
ან ტოტების გაბლანდვით ჩახუტებას.

არიან ხეები,
რომლებსაც შევხედავ
და ვგრძნობ,
რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.

მე გული მტკივა,
როდესაც ცივ ან ცხელ დღეებში
მიწევს სამოსის შერჩევა
და ამდენი ხნის მანძილზე,
ჯერ არც ერთხელ არ გამიხდია და არ მომიხურავს
გაყინულ ხისთვის ქურთუკი..

ერთხელაც
რადა...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2019-02-01

გრძნობა ფერებით გამოხატული
გრძნობა ფერებით გამოხატული. გაჩუქებულია ზომა არ ვიცი აკვარელი, ქაღალდი
საიტის სიახლეები » - 2018-06-20 11:15:30

* * *
...კი თვითმფრინავია, რომელსაც გადააქვს ჩემი გრძნობა შენკენ. ცდილობ დამამშვიდო შენი დავიწყებით. მე კი გპასუხობ — ნუ მაჩერებ, მინდა რომ მწამდეს..
საიტის სიახლეები » - 2018-06-19 23:36:52

სამი ძველი მინიმალისტური ლექსი
...დახმარება, ზღვა, ძიება, ქურთუკი, სითბო, გრძნობა, სხეული, შეხება, გახმობა, გაცნობა, სურვილი, ხილვა, დანახვა, ლექსი, მინიმალისტური პოეზია, მინიმა, მინიმები, ლექსები, პოეზია, nijara, dakhrchoba, dakhmareba, zghva, dzieba, qurtuki, ...
საიტის სიახლეები » - 2020-09-16 11:43:21


1 2 »
მოგესალმები, სტუმარი!
რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
შემთხვევითი ვიდეო
Copyright ჩემი ცხოვრება © 2021
uCoz