შედეგები 1-10 მიახლოებით 14 მოთხოვნაზე ღიმილი
ამ ჩანაწერის აკრეფა დიდ ძალასა და სიმამაცეს მოითხოვს, ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე მასთან, ვისკენაცაა მიმართული. მძულს ადამიანის გამოყენება, მოტყუება და მისი გაურკვევლობაში ყოფნა.
მინდა იყო ბედნიერი, არა ჩემი თვალის დასანახად ხტოდე და ბურთივით ათამაშებდე სიხარულს, რეალურად კი იტანდე დამცირებას, მორალურსა თუ ფიზიკურს, უეცარი შეხვედრისას კი მომღიმარი სახით მატყუებდე, რადგან მიმტკიცებდე შენს ძალას, შენს კარგად ყოფნას, არამედ ნამდვილად გიხაროდეს ცხოვრება მასთან, თუნდაც ის არ ვიყო მ... |
The hope of happiness
სიკეთე და სიყვარული — ფილემონი და ბავკიდა. ბედნიერების იმედი მზეზე უმალვე გაშრება. საცვლები და ორი კაბა გოგონამ თოკზე გაკიდა. ჟრიამულია ეზოდან, გაღიმებული ბავშვების. წერილების და სიზმრების ზღაპრებად გადაბირება. გრძელდება ეს მელოდია და იხატება ყვავილი. გული ხარ ჩემი მფეთქავი და მეორე დღის იმედად გიტოვებ ამ ლექსს და იმ გზებს, რომელზეც ერთად გავივლით!... |
ვისაც გაინტერესებთ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და თუ გნებავთ ჩემი ხილვა და საუბარი, სიამოვნებით.. მომწერეთ პირადში, დრო და ადგილი.. ცუდად ვარ, უკვე,, არც გამოფენა, არც რაიმე აქტივობა, ეს კი არა, სახლი და არც მაღაზია, არც ეზო, ისაც ერთ ეზოშია ბებიაა და მას თუ ვნახავ ბავშვებსაც ვერ ვუღიმი, რომ მოვიდნენ და მერე რომ არ მოვეფერო ან ხელში ავიყვანო, ან.. ადამიანი მჭირდება, რადგან როგორ ძლიერადაც გიყვარს მარტოობა, მაინც ბოლოს მიხვდები, რომ ადამიანი ადამიანისთვისაა შექმნილი!..
|
ძნელია ამის დაწერაც, უბრალოდ ამ აზრების ჩამოყალიბებაც, რადგანაც ყველაფერი არეულია საკუთარ თავში და არ იცი, როდის და რა ქნა..
მე პირადად ძალიან მინდა რომ ვიკივლო ცალკე მისი სახელი და ცალკე ის რომ მიყვარს, უბრალოდ ერთი სიტყვით — მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!! ზოგჯერ ისე ვარ, ვერც ვწერ ლექსს, ვერც ვხატავ და ვერც გამოვხატავ რაიმენაირად ჩემს სულიერ მდგომარეობას, უბრალოდ ვზივარ კომპიუტერის წინ, ვათვალიერებ მის ფოტოებს ფეისბუქზე და მინდა ყვირილი, ვგრძნობ, როგორ ვეხუტები, როგორ მესმის ... |
როცა მარტო ვარ და ვხუჭავ თვალებს
მესმის მუსიკა შენი სუნთქვის და როცა ვიღვიძებ, არ მრჩება კვალი შენი ყოფნის და მყავდე სულ მინდა. არა მხოლოდ დღეს, ანდა ხვალ, მუდამ.. და იყოს შენიც, ეს ჩემი სახლი. ზამთარში თოვდეს და ერთი გუნდა გესროლო შენ კი ღიმილით დაღლილს მომიახლოვდე და მე შენ სიცილს ვაჩუქო კოცნა, ენების ლოკვით. შენ ჩამეხუტო და მე არ ვიცი რით დავასრულო, ეს ლექსი მოკლე. ქუჩებს ამშვენებს ბევრი წყვი... |
იყო წარსული, რომელიც მახსოვს შეძლებისდაგვარად.
პირველი კლასიდან მოყოლებული მორცხვი და ჩუმი ბავშვი ვიყავი. არ მახსოვს რამდენი წლის და მერამდენე კლასში ვიყავი ალბათ მეორე ან მესამე, მაგრამ მახსოვს რომ ვხატავდი და მოეწყო ქალაქ რუსთავის მეორე სკოლაში ჩემს კლასში ჩემი ნახატების გამოფენა, ბავშვებისთვისა და მასწავლებლებისთვის და თუ მშობლებიც იყვნენ, არ მახსოვს, იყო ლიმონათი და ნამცხვრები. დღემ მაშინ ჩაიარა, როდესაც ერთი საყვარელი გოგონა გამოიქცა დედაჩემისკენ და მას თვალებგაბრწყინებ... |
მხოლოდ ბავშვის ღიმილს
შეუძლია დამავიწყოს ყველაფერი და მამყოფოს ბედნიერი, იმდენი ხანი, რამდენიც გაძლებს ჩემს ხელებში. მე ყოველ დილით, ნამძინარევ მზეს მთების შუიდან ამომიყვანდა გაღვიძებული ბავშვის ცრემლები. ვფიქრობ, კარგი მამა ვიქნები, იდესმე ბავშვი თუ მეყოლება... |
დღეს სამარშუტოში გადავუხადე ერთ ქალს
მგზავრობის ფული და ორმოცდაათთეთრიანი გადმოვაგდე ფანრჯიდან. მე არასდროს მიპოვია ქუჩაში ხურდა, მაგრამ ბევრჯერ მიმიცია სხვისთვის ამ ბედნიერების ღიმილი. |
შენ შეგიძლია ჩამხედო თვალებში
და დაინახო მათი ფერი. მე კი შენს დაუნახავად ვგრძნობ, ჩემი ჯერ არ დაბადებული ბავშვის გაღიმებულ სახეს. |
ყველამ იპოვა საკუთარი გზა.
მე კი გზას აცდენილი, სხვისთვის ნასროლი ტყვიასავით, რომელიც უბრალო ხელჩაქნეულ ადამიანს გულის ნაცვლად ფეხში ხვდება და აკოჭლებს. დავდივარ. საკუთარ ერთადერთ წიგნს ერთ ღიმილსა და ჩახუტებაზე ვცლი. ... ვფიქრობ, როგორ დავამახსოვრებ თავს, საკუთარ ქალაქს?.. |
მხოლოდ ბავშვის ღიმილს შეუძლია დამავიწყოს ყველაფერი და მამყოფოს ბედნიერი, იმდენი ხანი, რამდენიც გაძლებს ჩემს ხელებში.
|
...და მაბედნიერებს შენი ნამთვრალევი, თბილი ღიმილი. ვხედავ, თავს იკლავ, ძმაო.. ერთადერთი ის მიხარია, რომ იცი, გაგაჩნია საკუთარი თავისუფლება, რისგანაც კვდები შენს გემოზე. ვცდილობ გაგიცინო.
|
...ბევრჯერ მიმიცია სხვისთვის ამ ბედნიერების ღიმილი.
|
...გოგონას რომლის სევდიან სახეს მსუბუქი ღიმილი შეჰპარვოდა, რომელიც მახსოვს, უკვე მესამე დღეა და მჯერა, გამყვება ცხოვრების ბოლომდე, თუნდაც მის შემდეგ, ვეღარ ვერასდროს ვიხილო.. 4. მივედი სახლში.
|