ნიკა ძამიაშვილი
  • მთავარი
  • 27 თებერვალი 2020
  • Nikala Art
  • პოეზია
  • ჩანაწერები
  • ნახატები
  • ფოტოები
  • სხვა
  • ვიდეო-ხელოვნება
 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 11-20 მიახლოებით 33 მოთხოვნაზე ტკივილი

პოსტი 9 აპრილის შესახებ
გტკივა - გამოხატე, ოღონდ იყავი ნამდვილი შენს საქმეში და არა სხვის დასანახად გააკეთო და გულში ერთი მაგათიცო გაიფიქრო. ასეა, სამწუხაროდ, 9 აპრილი არ იციან რა დღეა უმეტესობამ, ვინც იცის ერთი-ორს სტკივა გული, ლოცულობს, მაგრამ ის ერთეულები მინიმუმ იმდენი მაინც იყვნენ, რამდენი ადამიანიც შეეწირა ამ დღეს.. ღმერთი განსჯის ყველას, უბრალოდ თუ საგულე არ გასცემს სიკეთეს, სითბოსა და ადამიანობას, ესეიგი ქვაა და მისი სხვისი თვალისთვის დაწერილი ქულისთვის და ა.შ.. ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ ვინც ვერ ხედავს...
საიტის სიახლეები » ჩანაწერები - 2019-07-14

განცდა, ტკივილი, მზრუნველობა... სიყვარული.
განცდა, ტკივილი, მზრუნველობა... სიყვარული.
ტილო, ზეთი.
ზომა — 102 X 71
ფასი — 500 ლ.
საიტის სიახლეები » ნახატები - 2019-02-01

მოძრაობა-უძრაობა, ადამიანი და ტკივილი
მოძრაობა-უძრაობა, ადამიანი და ტკივილი
ტილო, ზეთი.
ზომა — 50 X 40
ფასი — შეთანხმებით..
საიტის სიახლეები » ნახატები - 2019-02-01

სამსახურში დაწერილი ლექსი
უამრავ ნაცნობ ხალში ხარ მარტო.

ცდილობ შეხვიდე კონტაქტში,
მაგრამ ამაოდ.

გამოეყოფი მასას
და იწყებ წერას,
რომელიც გაძლევს სულ მცირედ ხსნას.

გადაგატანინებს
სამუშაოზე მიღებულ ტკივილს,
რომ არ ურტყა
უდანაშაულო კედელს ხელები,

მაგრამ ვეღარ შველი
გარეგანი დუმილით
და შინაგანად აბღავლებულ სხეულს.

დგახარ ყველასგან მოშორებით
და გულში გეღვრება
თვალებში დაგროვილი ცრემლები..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2019-02-01

ლექსი ანა ლაშხელი ონიანისა და ნიკა ნეკერაშვილის ხსოვნას
ორი უჭკნობი ყვავილი
მოტეხა ქარმა
და გააფრინა უსასულობისკენ.

მიწაში დარჩა მათი ფესვები
და ცას შეემატა
ორი ვარსკვლავი.

ანა და ნინა.
ნინა და ანა.

ორ წყვილმა ცრემლმა მოგვიყვანა
ამ წელს შემოდგომა.
საიტის სიახლეები » ლექსები - 2019-02-01

* * *
როდესაც შეუხებლად გრძნობ.
როდესაც გაუცნობიერებლად გტკივა.
როდესაც იღიმი, ტკივილების დასამალად
და ატყუებ საკუთარ თავს.
როდესაც შენი სიცოცხლე სიკვდილზე იაფია.
როდესაც ხელი გაქვს ჩაქნეული
და მაინც გეცოდება ის ბუზი მოსაკლავად,
რომელმაც ნერვები დაგაწყვიტა,
ამ მიზეზი მოგცა დაწყვეტის.

ეძებე სხვა გზა.

მოვრჩები ხეტიალს.
გიტოვებთ იმ რამოდენიმე სიტყვას,
რითაც მსურს ვიცხოვრო.

ბრძოლა და იმედი!
...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-22

* * *
მე
ბორდიურზე მჯდომს,
შემიძლია ამოვიკითხო
გამვლელი გოგონას ტკივილი
აღბეჭდილი მის სახეზე,
მაშინაც კი,
როდესაც
ის იღიმის!..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-21

* * *
ჩემი ტკივილების საწყისია ცხოვრება,
დასასრული — პოეზია.

ამ ყველაფრის გაძლების
მიზეზიც და მიზანიც — ღმერთი.

შთაგონება — შენ!..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-21

* * *
ჩვენ ახლა ვზივართ
და თავისით გადის დღე,
უკეთესობისკენ არაფერს დავეძებთ.
ხორციელ ტკივილებს იმდენად ვამძიმებთ,
ძნელია,
რომ წერო სულიერ განცდებზე...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-20

* * *
როდესაც იმედიც კი უკვე ფასიანია,
მაშინ ძნელია ისაუბრო ნაგავზე,
როთაც ვიხრჩობით.

როდესაც ლაპარაკს არა აქვს აზრიც და მიზეზიც,
ნაბიჯს კი გადადგმის უფლება,
შენ კი მაინც საათობით ბოდიალობ
და ესაუბრები საკუთარ თავს.

როდესაც ხარ მსხვერპლი
და ვერ აცნობიერებ,
რადგან გიფუთავენ ამას ლამაზად
და ვერ ხვდები რომ ესაა ცხოვრება.

როდესაც შეგიძლია აკეთო არაფერი,
მაგრამ ხალხი დაარწმუნო შენი კეთების სიმართლეში.
...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2018-06-20

* * *
...ჩამოვუკიდო სამი ჩასუნთქული ჰაერის სიმძიმე ტკივილი, მაგრამ ვასრულებ მარტივად და ბანალურად, რადგან მინდა მარტივად გესმოდეთ ამ ნაწერის და ჩემიც. როდესაც ამ ყველაფერს გავდივარ და ვფიქრობ, ვხვდები, ...
საიტის სიახლეები » - 2018-06-20 11:07:52

არც მეწერება, არც მეხატება, არც მეკითხება, არც .. ვჯღაპნი და ნერვები მეთხრება უამრავ რამეზე და ა.შ..
Tammy Kekelidze — სულის ტკივილი ვიცი რაც არის...სიტყვები არ მაქვს... ნიკა ძამიაშვილი — შესაძლოა იცი შენს მხრივ, მაგრამ შენ, მაპატიე, ვერ გამიგებ რა ხდება ჩემში, ...
საიტის სიახლეები » - 2019-12-31 00:09:59

მაია სარიშვილის ჩანაწერები და ლექსები
...მეკითხებოდნენ და ყველას ისეთი დამანგრეველი ტკივილი ედგა სახეზე, მივხვდი, ვერ გავუძლებდი. ,,დაიცადე, მოდის,, კართან შემაჩერა მაკამ. მართლაც მოვიდა მარიამი ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობარი, რომელიც ახლა აღარაა ...
საიტის სიახლეები » - 2018-08-13 00:45:57


« 1 2 3 4 »
მოგესალმები, სტუმარი!
რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
შემთხვევითი ვიდეო
Copyright ჩემი ცხოვრება © 2021
uCoz