შედეგები 1-9 მიახლოებით 9 მოთხოვნაზე bavshvi
Family conditions / ოჯახური მდგომარეობები (2017) |
ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს, ყოველთვის მქონდა იდეა, ახლა კი პირიქით — ვცდილობ ვიმოქმედო, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად. გავიზარდე მაშინ, როდესაც დავკარგე ბავშვობის ოცნებები და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში. მე მაშინ შევამჩნიე დაბერება, როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა და ვერ მოვასწარი გაღვიძება. მე ყოველთვის ვკვდებოდი, როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას.... |
* * *
ბავშვობაში, რამდენჯერ დაგინგრევია მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით სხვისი გამომცხვარი პასკა და ზედ გაგიყვანია გვირაბი ან მოკლე გზა შენი ქალაქიდან სათამაშო მანქანის მეშვეობით საზღვრების გასაცდენად,. რამდენს გიპასუხიათ ვინმესთვის უბრალო წყენაზე, რომ.. მამათქვენის პანჩურის ამორტყმით ამერიკაში გადააფრენდით. თუნდაც გვერდით არ გყოლოდათ მამა. სხვები თუ დარბოდნენ, იქ სასდაც კონტაქტში შესვლ... |
დედა აბარებს საუთარ სისხლს,
რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური. ეს ჩემი ქალაქია, სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად, ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული შვილის ღიმილით ნათდება, და მაშინ ქრება სახიდან მხიარულება, როდესაც დედა ინახავს სამ-ოთხ ნაჭერს კარადაში მეორე ბედნიერი დღისთვის, თვითონ კი მორჩენილ ნამცეცებს კენკავს. მეორე დღის გათენების იმედი მცირდება, როდესაც ბინაში ცივი... |
მთვარე დედაა,
დედამიწა შვილი და მარსი მამა, რომელმაც გადაიტანა ომი. მეუღლისთვის ნასროლ ტყვიას წინ დაუდგა. ქალს ეჭირა პატარა ბავშვი. მამა კი წავიდა, მაგრამ გამარჯვებული, რადგან მისი ნატყვიარი სხეულიდან გამოჟონილი სისხლი გახდა სიცოცხლის წყარო, წითელ პლანეტაზე გაყინული წყლის სახით. |
მე შემიძლია ვიყო შავკანიანი ქალი ან მამაკაცი, ასევე თეთრიც, როგორც გამოვიყურები ამ დროისთვის.. მტირალიც და მებრძოლით, მთავარია რას დავწერ, რას დავხატავ და როგორ ვიცხოვრებ..
ერთი პერიოდი იყო, როდესაც რასაც გავივლიდი, დავინახავდი და შევიგრძნობდი, მხოლოდ იმას ვწერდი, ახლა კი ვგრძნობ, მოვიდა ჩემი დრო და შემიძლია დავხატო და დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და როგორც გამოვა, ისეთი ვიყო აწი მეც, მაგრამ თამაშის გარეშე, რადგან სადღაც ქვეცნობიერში, უკვე ვარ მასეთი, რადგან ვერ დავწერდი და ვერ დავხატა... |
მე არ ვიღებ ფოტოებს, მაგრამ ამდენი ხანი, რაც არ დამიდია არანაირი ფოტო, მითუმეტეს ახალი, წლებია, ჰოდა.. სამ მარტს, სიამოვნებით დავდებდი ფოტოს, სადაც იქნებოდა სამი საყვარელი ადამიანი, საიდანაც ორი იქნებოდა დედიკო და დავაწერდი მსგავსი შინაარსის ტექსტს — "დედაჩემი ჩემს ბავშვთან და მის დედიკოსთან ერთად" — აუუუ, ნეტავ რომელ სამ მარტს იქნება ეს ბედნიერება!.. <3
|
მსურს სასწაულის ხილვა,.
ვიდგე უდაბნოში და ჭიდან ვედრო წყლის ამოღებით გადავარჩინო ქალი, რომელიც ჩემთვის საშოდან შობს ახალ სიცოცხლეს.. |
წეროებს არ მოჰყავთ ბავშვები,
არც გადაშლილ კომბოსტოში პოულობენ მათ! მინდა რომ მწამდეს იმ ზღაპრის, რომელსაც ყოველი დღე ვუყვები საკუთარ თავს, მაგრამ აღარ მაქვს დაძინების უფლება. ჩვენი ბავშვობა მხოლოდ იმით იყო ცუდი, რომ.. მალე დასრულდა!.. |