ნიკა ძამიაშვილი
  • მთავარი
  • 27 თებერვალი 2020
  • Nikala Art
  • პოეზია
  • ჩანაწერები
  • ნახატები
  • ფოტოები
  • სხვა
  • ვიდეო-ხელოვნება
 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-10 მიახლოებით 121 მოთხოვნაზე leqsi

* * *
მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო,
როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა,
გარდავქმნა მორზეს კოდით და გავაგზავნო უსასრულობაში
და სადმე დედამიწის მეორე მხარეს,
ვიღაც ამ ხუმრობას მონათლავს რაიმე სერიოზულ აღმოჩენად,
ისევე როგორც —
თეთრი ხმაურის მოსმენა
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება,
და ოუიჯის დაფასთან თამაში,
რომელმაც შეიწირა რამდენიმე ადამიანი,
სამივე გაპიარებული ბიზნესია,
რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე
— მისივე ...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

Voodoo Doll / ვუდუ თოჯინა
შენ იქამდე ხარ პატარა გოგონა,
სანამ თამაშობ თოჯინით,
გსურს გამოკვებო, ჩააცვა, დააძინო და ჩაეხუტო მას.

გინდა შეურჩიო სახელი,
რაც გენებოს დაარქვი, ანაბელის გარდა.

ღამდება შენი სურვილის გარეშე.
როდესაც —
მორიგი კოშმარის შემდეგ გულამოვარდნილი გაიღვიძებ,
და იგრძნობ,
ის როგორ ცდილობდა სიზმარშივე შენს დამშვიდებას.

თვალდახუჭულიც განიცდი მისი ხელის სითბოს
და როდესაც ის გაახელს ორივე თვალს,
შესაძლოა გაიღვ...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

* * * (ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი. ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს..)
ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი.
ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს,
რომელშიც სიტყვა "განვიცდი" ყოველთვის მავიწყდება
და სხვა სიტყვით ვანაცვლებ,
თუმცა ვხვდები,
რომ ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება.

ვგრძნობ,
სიგარეტი კი არა,
მე ვიწვები.
ფერფლი ჩემი სხეულია
და ფილტრი კი ის ლექსი,
რომელიც ჯერ არ დაწერილა
და თუ დაიწერება,
იმასაც სადმე გადააგდებენ.

იმასაც ვგრძნობ,
რომ შეშლილი...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

* * * (გათენდა. გავიღვიძე. მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას...)
გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

* * * (ბავშვობიდან რაც მახსოვს, არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს, ყოველთვის მქონდა იდეა...)
ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით —
ვცდილობ ვიმოქმედო, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ბავშვობის ოცნებები
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.

მე მაშინ შევამჩნიე დაბერება,
როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა
და ვერ მოვასწარი გაღვიძება.

მე ყოველთვის ვკვდებოდი,
როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას....
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

* * * (დამივარდა ფანქარი...)
* * *

დამივარდა ფანქარი.

ნერვები მეტად გამებზარა,
ვიდრე მას გული.

2016
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-23

T r u s t
The blind man visited you
With the help of his stick…

You let him in.

When he left you found out that
Your wallet has gone…
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-16

* * *
ჩემს მანძილს მარსამდე
წამებში გავივლი.
შენს ფოტოს
ყოველთვის
მე სულ თან ვატარებ.
ვდგავარ ფანჯარასთან
ჯიბეში ყვავილით.
ოცნება დიდია, სართული პატარა..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-16

* * *
ყველანი ვგრძნობთ
სხვადასხვა ტკივილს განსხვავებულად,
და სევდიანი გამოხედვის უკან ვკარგავთ
ბედნიერების წამებს,
რომელიც რაც უფრო სასიამოვნოა,
მით უფრო მალე სრულდება.
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-15

სევდიანი ამინდი ცრემლის გარეშე

* * *

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-15

სამი ძველი მინიმალისტური ლექსი
...gakhmoba, gacnoba, survili, khilva, danakhva, leqsi, minimalisturi poezia, minima, minimebi, leqsebi, poezia, poetry
საიტის სიახლეები » - 2020-09-16 11:43:21


1 2 3 ... 12 13 »
მოგესალმები, სტუმარი!
რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
შემთხვევითი ვიდეო
Copyright ჩემი ცხოვრება © 2021
uCoz