შედეგები 1-4 მიახლოებით 4 მოთხოვნაზე nabiji
როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ. არ ვიცი რა გითხრა. ვუსწრაფებ ფეხს და შენც მომყვები. ვჩერდები და შენც. ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ ორივე ვდუმვართ. ჩვენ ერთად ყოფნისას ვკარგავ საკუთარ თავებს, რომელსაც ერთმანეთში ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ.. |
შეშლილის ჩანაწერები.
დასაწყისიდან მცირე ნაწყვეტი (არც თავი არც ნაწილი, უბრალოდ შედარებით ყველაზე უინტერესო მონაკვეთი, მომავალი რომანიდან) მეცხრე წელია რაც უძილობა მჭირს და დღეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ღამე დატვირთული უამრავი აზრით სხვადასხვა რამის შესახებ.. ხუჭავ თვალებს და ცდილობ ჩაძინებას, ხედავ ტვინის ნეირონულ კავშირებს, აკავშირებ ყოველთვის ნებისმიერ რამეს, იმას, ვისზეც ნერვიულობ და ვისზეც წუხარ, ნებისმიერი გზით, თუნდაც ჯაჭვს, შემდეგ ამირანს კავკასიონზე, შემდეგ ს... |
ცხოვრება სულ სამი ნაბიჯია.
დაბადება, ანუ ჯიბიდან პირველი ღერის ამოღება და წაკიდება. პირველი ნაფაზი, რომელიც მიისწრაფის ბოლოსკენ.. და დამიწება. ამ სამწუთიან ყოფაში სიყვარული მეხის გაელვებას ჰგავს გულში. და ამ ყველაფრის შემდეგ ვიძულებ საკუთარ თავს, როდესაც ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ვუკიდებ სიგარეტს.. იქ მისული კი ვისმენ ქადაგებას თავგანწირვასა და სინანულზე.. |
სულიერი მდგომარეობა.
კოღოების ბზუილი დაჩაძინებამდე კბენის მოლოდინი. მოსაბეზრებელი, ყელში ამოსული ყოვლდღიური რუტინა. იმედი მეორე დღის, რომ უკეთესი იქნება დღევანდელზე. ჩემი ღამეები ყოველთვის ეზოდან ქუჩისკენ გადის, საიდანაც ფეხით ვპოულობ ასფალტამდე სამ ნაბიჯში ხის ძირს, რაზეც ყოველი გასვლა-გამოსვლისას ორივე ფეხსაცმლის ძირით ვდგები რამდენიმე წამით და ვაგრძელებ გზას. გუშინ უცხოეთიდან მონატრებული მეგობარი ჩამომივი... |