ნიკა ძამიაშვილი
  • მთავარი
  • 27 თებერვალი 2020
  • Nikala Art
  • პოეზია
  • ჩანაწერები
  • ნახატები
  • ფოტოები
  • სხვა
  • ვიდეო-ხელოვნება
 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-10 მიახლოებით 105 მოთხოვნაზე poezia

jazz is freedom!.. / ჯაზი არის თავისუფლება!..
ჯაზი ისეთივე თავისუფლებაა, როგორც ჩემი ნახატები და იქაც არის ის ენერგია, რომელსაც მე გამოვცემ საკუთარ პოეზიაში და მელოდია, რომელიც იგრძნობა ჩემს ყოველ მონასმზე ტილოსა თუ ქაღალდზე. ხმა სულერთია როგორი გაქვს, მთავარია სმენა და ის, რაც გამოიარე, შეიგრძენი და განიცადე, გაუზიარო სხვას, თუნდაც ერთ ადამიანს დაუტოვო თავში რაღაც სივრცე, რომლის საშუალებითაც შეძლებს აქ ყოფნით გადავიდეს სხვა სამყაროში და ასევე უშენოდ იყოს შენთან, მთავარია იყო ნამდვილი, ყოველ ნაბიჯში და აწი, შესაძლოა ლიტერატურასა და მხატვრობ...
საიტის სიახლეები » ჩანაწერები - 2020-09-25

* * * (ერთ ღერ სიგარეტს..)
ერთ ღერ სიგარეტს
ბევრად მეტი ფასი აქვს,
ვიდრე მათ,
ვინც უამრავ ხალხს კვებავს
შეუსრულებელი დაპირებით!..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

* * * (ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი. ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს..)
ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი.
ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს,
რომელშიც სიტყვა "განვიცდი" ყოველთვის მავიწყდება
და სხვა სიტყვით ვანაცვლებ,
თუმცა ვხვდები,
რომ ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება.

ვგრძნობ,
სიგარეტი კი არა,
მე ვიწვები.
ფერფლი ჩემი სხეულია
და ფილტრი კი ის ლექსი,
რომელიც ჯერ არ დაწერილა
და თუ დაიწერება,
იმასაც სადმე გადააგდებენ.

იმასაც ვგრძნობ,
რომ შეშლილი...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-24

T r u s t
The blind man visited you
With the help of his stick…

You let him in.

When he left you found out that
Your wallet has gone…
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-16

* * * (როდესაც ჩემს გვერდით ხარ, გიყურებ და ვდუმვარ. არ ვიცი რა გითხრა..)
როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენც მომყვები.
ვჩერდები და შენც.

ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

ჩვენ ერთად ყოფნისას ვკარგავ საკუთარ თავებს,
რომელსაც ერთმანეთში ვეძებთ,
მაგრამ ვერ ვპოულობთ..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-16

* * *
ჩემს მანძილს მარსამდე
წამებში გავივლი.
შენს ფოტოს
ყოველთვის
მე სულ თან ვატარებ.
ვდგავარ ფანჯარასთან
ჯიბეში ყვავილით.
ოცნება დიდია, სართული პატარა..
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-16

ორი სიტყვით სიყვარულისა და თავისუფლების შესახებ
რემარკი ამბობს
თავისუფლება სიყვარულზე ძვირფასიაო,
მე კი პირიქით მიმაჩნია,
რადგან ადამიანი თუ გიყვარს,
მისთვის შეიზღუდავ საკუთარ თავისუფლებას,
გადადგამ მთას და დააშრობ მდინარეს..

საკუთარი თავისუფლების დოზასაც
ადამიანთა სიყვარულით ზომავ,
რომ არ დაუტოვო მოყვარეს გულში მოუშუშებელი იარა.

და ვიხსენებ იმ ნათქვამს,
ჯერ უფალი,
შემდეგ საკუთარი თავი და სხვა დანარჩენიო,
მაგრამ მარხვასავით ვარღვევ ამ სიტყვას,
...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-15

* * *
ყველანი ვგრძნობთ
სხვადასხვა ტკივილს განსხვავებულად,
და სევდიანი გამოხედვის უკან ვკარგავთ
ბედნიერების წამებს,
რომელიც რაც უფრო სასიამოვნოა,
მით უფრო მალე სრულდება.
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-15

ფსიქიკური ჯაზი — პარეიდოლია
პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება.

ზოგჯერ,
ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში
ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას,
როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის.

ზოგჯერ,
ვუყურებ ფურცე...
საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-15

სევდიანი ამინდი ცრემლის გარეშე

* * *

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

საიტის სიახლეები » ლექსები - 2020-09-15

სამი ძველი მინიმალისტური ლექსი
...survili, khilva, danakhva, leqsi, minimalisturi poezia, minima, minimebi, leqsebi, poezia, poetry
საიტის სიახლეები » - 2020-09-16 11:43:21


1 2 3 ... 10 11 »
მოგესალმები, სტუმარი!
რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
შემთხვევითი ვიდეო
Copyright ჩემი ცხოვრება © 2021
uCoz