3:06 AM * * *ღამის ორი საათია. | წავუკიდე სიგარეტს და გავედი გარეთ. დღეს ჩემს ქუჩაზე, ერთ ადამიანს გული წაუვიდა და ჩაიკეცა. გამვლელმა ბიჭებმა დააჯინეს მაღაზიის წინ. ამ დროს მე სხვა მაღაზიაში ვყიდულობდი ორი ლარის კვერცხსა და სოსისს, როდესაც ერთი ნაცნობი ბიჭი მოვარდა და ითხოვდა სასწრაფოდ კანფეტებს ერთი დიაბეტის მქონე ცუდად მყოფისთვის. გავყევი მას. ვხედავ ქალს და მის გვერდით ბავშვს, რომელიც ძლიერ ნერვიულობს მასზე. პოლიციელმა შესთავაზა სახლში წაყვანა, რაზეც ქალი დათანხმდა. ერთმა ბიჭმა დაიჭირა გოგო და მიჰყავდა მანქანამდე, როდესაც ის ისევ გაითიშა და გზაზე დავაწვინეთ. რამდენიმე წუთში, როდესაც მოვიდა გონს, ჩავსვით საპატრულოში. ოფიცერმა სასწრაფოს ნაცვლად საგზაო პატრული მოიყვანა. მეორეჯერ უკვე დარეკა სადაც საჭირო იყო. სასწრაფოს მოსვლამდე წყალზე გავაგზავნეთ ერთი ბიჭი. დავტოვეთ კარი ღია, რომ ჰაერს ემძრავა და მეგვერდზე ვედექი ქალს, მანქანიდან რომ არ გადმოვარდნილიყო. ახლო-მახლო იდგა რამდენიმე უბნელი, რომელიც სხვა თემებზე პოულობდნენ რაღაც გასაღიმებელს. მან მე ჩუმად მითხრა, — "ნუთუ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობაო." შინაგანად უფრო დავმძიმდი და გვერდზე მდგომს ერთი ღერი ვთხოვე. გავიფიქრე, ალბათ სადღეღამისო მაღაზიაში რიგია-თქო ერთ კაცს ვთხოვე რომ მდგარიყო მასთან ახლოს და წავედი წყლის მოსატანად. მოვიტანე და უკვე სასწრაფო დახმარებაც მოსული იყო. მათ გასინჯეს, შეავსეს რაღაც მწვანე ფურცელი, რაზეც ხელი მოაწერინეს და უთხრეს, რომ ნერვიულობისგან მოუვიდა ასე. ცოტახანში გვერდით მჯდომმა შვილმა მიაძახა — "დე, კარგად ხარ?" ბავშვის ხმამ იმდენი სითბო გაიღო, რომ ეყოფობა მთელ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს. მცირე სულისმოთქმის შემდეგ, გაღიმებული ხმით მესმის პასუხი — "კი დედიკო, კარგად ვარ!" მაგრამ მისი სახე წაშლილი იყო. იმ მომენტში არ ვიცოდი რა მეთქვა ან რითი დამეწყნარებინა. სანამ მანქანა დაიძვრებოდა გამოვემშვიდობე, პირჯვარი გადავსახე ქალს და გავაცილე სიტყვებით "ღმერთი შენკენ!.."
| |
სულ კომენტარები: 0 | |