— თქვენ აწერთ სხვადასხვა რამეს კედლებს..

— მე შემიძლია იგივე დავაწერო, რაც უკვე მეწერა, გააჩნია შთაგონებას.

— ბოლოს რა ფრაზა დააწერეთ კედელს?

— აქედან, რომელი პოლიტიკური სიმბოლოებია ყველგან?
ა. ტელევიზია
ბ. ეკლესია,
გ. მაკდონალდსი
და დ. სეიმო.

ნაწყვეტი გლაიონ ბრაიენის შოუში Jean Michel Basquiat-ს ინტერვიუდან.
Category: სხვა | Views: 378 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

უკაცრავად, ვინმე რუსთაველი თუ ხართ და იცით, გაიხსნა თუ არა, აფთიაქის, ბანკისა და კვების გარდა რაიმე სხვა, საინტერესო ადგილები, თუნდაც მინიმალურად, აი, მაგალითად კოსტავაზე 1000 წვრილმანი, ვიცი, მეტრობით არ იყიდება ტილო და არც შპალი, რასაც ქვეჩარჩოდ გამოვიყენებ, იყიდება ჩინური მზა ტილოები, მაგრამ არ დავეძებ, ოღონდაც ღია იყოოოს.. ან გაღმა ახალში (მე რომ მეგონა საოცრება მოხდა და ამხელა დიდი სამხატვრო მაღაზია გაიხსნა-თქო და თურმე მანქანებისთვის ყოფილა და მისი საღებავი და ნაწილი და ა.შ..) ქოლორიუმი, ან ნებისმიერი სხვა, სადაც.. აუუუ.. ცუდად ვარ.. ფეხით გავალ ოღონდაც რამე ღია იყოს!.. მიპასუხეთ ან პირადში, ან კომენტარის სახით მაინც..

.

კომენტარები:

ხატწერა- ხატწერა — ქოლორუმი წესით დღეს უნდა გახსნილიყო სანამ დაკეტავდნენ მაშინ ქონდათ ტილოები ვნახე მაგრამ ძვირი ღირდა

Lala Arveladze — ნიკუუშ გიმნაზიის ასახვევში საკანცელარიო ვნახე დღეს ღიაა

ნიკა ძამიაშვილი — და არ დავეძებ მეტრობით კაი ხარისიხის, ნებისმიერი ხარისხის არის ტილოებით, ის ბ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სხვა | Views: 314 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

ზიარების შესახებ, უმეტესად, ის ადამიანები მსჯელობენ, რომლებიც მაზიარებლები არ არიან.
სავარაუდოდ მათ უმეტესობას სახარება არ აქვს წაკითხული.
და ვისაც აქვს - რატომღაც ვეღარ იხსენებს, როგორ იქცეოდა იესო ქრისტე, როდესაც საქმე ყველასგან მოძულებულ კეთროვნებს ეხებოდა.
იესო, სხვების მსგავსად, არ გაურბოდა მათთან შეხვედრას, პირიქით მიდიოდა და კურნავდა.

ჰოდა, ძალიან სასაცილოა, როდესაც ქრისტიანს ეუბნები, რომ ზიარებით შეიძლება დაინფიცირდეს.
გამოდის, არანაირი ძალა არ ჰქონია ამ საიდუმლოს და ქრისტეს სისხლის და ხორცის ნაცვლად უბრალოდ პურსა და ღვინოს შეევექცევით.

გულწრფელად გეტყვით, თუ ვინმეს გეშინიათ, რომ ქრისტე განკურნების ნაცვლად დაგასნეულებთ, თქვენი რწმენა უბრალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არფერი.
ერთჯერადი კოვზით ზიარებას, ჯობს საერთოდ არ ეზიაროთ.

პ.ს.

როდესაც იესო სნეულებს კურნავდა, იქვე ეუბნებოდა - შენმა რწმენამ განგკურნოს და გაცხონოსო.
ეს, რასაც ნიშნავს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

აბა, წარმ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 736 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-13 | Comments (0)

შენ თუ გინდა დამეხმარო, ამ დარბაზიდან რომ გახვალ, გზაზე გადაიყვანე მოხუცი, ადგილი დაუთმე ორსულს და დაეხმარე ხელგამოწვდილს, დაუყარე ორი-სამი მოკბეჩა საკვები ქუჩის ძაღლს ან კატას, რადგან ქუჩაში, რამდენ გახარებულ სახესაც შეძლებ რომ დამანახო, იმდენჯერ შეძლებ გამაბედნიერო.
Category: სხვა | Views: 532 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

სანამ ცოცხალი ვარ, რეკლამის გარეშე ვაჩვენებ ხალხს ჩემს სიგიჟეს, ჩემს სამყაროს, ჩემს ცხოვრებას და თუ ვხვდები რომ არც მეუღლე მყავს, არც პოეზია და არც ნახატები ჩემს გარდა არავინ ნახა, სამუდამოდ დავიძინებ.
Category: სხვა | Views: 504 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

ნახატებია ფანქრით one-line-ის თემით, მაგრამ ზოგი მეტი ხაზითაა :D
თუ ვინმეს გნაბავთ, გავუკეთებ შავ პასპარტუს და 5-7-10 ლარში შემიძლია მოგცეთ, ამის მსგავსები მაქვს კიდევ 57 ცალი და დღეში კიდევ რამდენიმე შემიძლია გავაკეთო, მთავარი განწყობაა, თუ მექნება.
Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 524 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-21 | Comments (0)

ლაშა მარგიანი

ცხოვრებაში
ხან გიმართლებს, ხან არა კი არა,
ან გიმართლებს, ან არა.

Fabia FA Bia — მართალ
Teo Beruchashvili — ჰო...
ნინო ყვავაძე — ეგრეა, კი...
ფლორენცია ფლორენცია — 100%
Tatia Varamishvili — კი

და მე — ვიქნები ბედნიერი, ცხოვრებაშივე, მეყოლება მეუღლე, ბავშვები, მექნება მათი რჩენის თავი და არა ვინმეს თხოვნით, ან მიქარვით, ან ვინმეზე გადავლით, ერთი კაცისთვის რომ ნაბიჭვარი ხარ და მთელი მსოფლიოსთვის მაგარი კაცი, არა!
და ამას არა პოპულარიზმითა და პიარის ხაზით, მე გალერეას ვთხოვ ადგილს უფასოდ და ტელევიზიას ვერა და არა ერთად, რადგან აქეთ უნდა იცოდნენ ვინც ვარ, რადგან დამატებული ვყავარ, 14-15 ადამიანიდან 2-ს გავუგზავნე დამატება, ერთი გოგონა, რომელიც რუსთავში ჩამოდიოდა და შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და მეორე კაცი, რომელიც თვითონაც წერს, სპეციალურად არ ვასახელებ სახელებს.. დანარჩენი თვითონ, მაგრამ სულერთია მე გაყინული ვგდივარ სადმე ქუჩაში, ტყეში, ლიანდაგზე, თუ ვცოცხლობ და ყველას საპირისპიროდ, ა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სხვა | Views: 482 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-21 | Comments (0)

ვნახე ერთი ფოტო, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩემთვისაც სახალისო, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე მასში გასაცინი, მასზე იყო მარცხენა კუთხეში ორი იგივე ქალი ფოტო ჩასმული, მარჯვენა ნაწილში კი განაწილებული სექცია, შეყვარებულისა და ქმრის, სადაც პირველში ეწერა — "გამოჯანმრთელდი საყვარელო <3 და თუ რამეა დამირეკე" და მეუღლის ნაწილში კი ასეთი რამ — "მოგ***ან ჭკუა! მილიონჯერ გითხარ თბილად ჩაიცვი მეთქი! მაგრამ არა, შენ ხომ ახალი ტყავის ქურთუკი იყიდე და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენ ბლ**! ახლა მოვალ და მოგამტვრე სახის ძვალს! აფთიაქიდან რა წამოვაყალო?"

ჯერ ეს ერთი აგრესია, მერე კი რა გამოვაყოლო აფთიაქიდანო, ისაც თუ წინასთან დაკავშირებული არაა.. მეორე ბილწი სიტყვა, როდესაც შეიძლება გამწარებულზე ძვირფასო ვერ უთხრა, მაგრამ აი, ზედ გამოჭრილი, გინდოდა იმ ტყავი თხელი ქურთუკით ყველას დანახვებოდი, ახლა აიტანე გაციება, ან რავიცი "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო" ან რავიცი რაიმე, აუცილებელია ასეთი პასუხი, მესმის ხუმრობაა და გაზვიადებულიც შესაძლოა, მაგრამ რატომ "მ..ან" მითუმეტეს, თუ იციან რომ უმეტესობა გოგონე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სხვა | Views: 476 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-17 | Comments (0)

nazareti.ge/news — ერთი თხოვნა მაქვს მეგობრებო, აი, რამის გული წამივიდა, დღეს დავდე 35 საქველმოქმედო განცხადება ამ გვერდზე, რეალურად ვერ ვარ ახლა კარგად, კიდევ კარგი, ღვთის წყალობით გავუძელი!..
უბრალოდ ერთი თხოვნა ისაა, რომ წინასწარ დაუკავშირდეთ ვისაც გადაწყვეტთ, რომ დაეხმაროთ, რადგან აი, ერთმა გორელმა კეთილმა გოგონამ მომწერა ერთზე, რომ გარდაცვლილა და წავშალე.. ძალიან მეტკინა ეს ამბავი..
ნუ მოკლედ.. ვერც ვრცლად ვწერ და ვერც მოკლედ ვაყალიბებ აზრს..
იმედია გამიგეთ, რისი თქმაც მინდოდა, ერთი დავუკავშირდეთ, სანამ დავეხმარებით, ცოცხალია ესა თუ ის ადამიანი..
შეძლებისდაგვარად, ვთესოთ სიკეთე, სხვა არაფერია ამაზე ძვირფასი.
მიყვარხართ და გმადლობთ ყურადღებისთვის!.. <3
Category: სხვა | Views: 568 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-16 | Comments (0)

ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი, რომელმაც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისგან მაგისტრატურის კურსის გასავლელად მაქსიმალური გრანტი მიიღო.

თედო რეხვიაშვილი 3 წლიდან ხატავს. როგორც თავად ამბობს, ხატვა ძალიან უყვარს და ოჯახის წევრები ამაში სულ მხარს უჭერდნენ.

თედო რეხვიაშვილი პედაგოგიურ საქმიანობს, 22 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ შეუდგა.

თედო რეხვიაშვილმა მისი რჩეული ნამუშევრები ნიუ-იორკში, გამოცდაზე გააგზავნა, სადაც მოწონება დაიმსახურა. მან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, საუკეთესოთა შორის მოხვდა და მაქსიმალური გრანტიც მიიღო.

ნიუ-იორკის აკადემიამ, თედო რეხვიაშვილი 15 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა, რაც მას სწავლას ნაწილობრივ უფინანსებს. თუმცა გადასახდელი რჩება 23 ათასი აშშ დოლარი.

ახალ დარჩენილი თანხის მოგროვებას ცდილობს, რათა საბოლოოდ შეძლოს სწავლის საფასურის დაფარვა. დრო 5 სექტემბრამდე აქვს.

Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 1181 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-13 | Comments (0)

ამ პოსტში მინდა გავაერთიანო ჩემი საყვარელი ადამიანის, ოთხი შვილის დედის, პოეტი ქალის ცხოვრებისეული საინტერესო ჩანაწერები და სიღრმისეული პოეზია.
 

ჩანაწერები:


* * *

არ დაკვირვებიხართ? რაც უფრო იზრდება ჩვენი გულწრფელობის ხარისხი, როცა ცუდად ვართ, მით უფრო მარტონი ვრჩებით. თითქოს ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ჩვენი რუხი ამბებით მათ სიმწრით მოპოვებულ სინათლეს, როგორც ძვირფას მონაპოვარს, ვუმღვრევთ. ვითომ გვერდით გვიდგანან, რომ სინდისი არ აუჯანყდეთ და სინამდვილეში ყველა სიტყვა იმ უჯრიდან აქვთ ამოღებული, რომელშიც პლასტმასის, ხელოვნური, უკაპილარებო გრძნობები აქვთ გადანახული ჩვენისთანებისთვის. ისე ამაყად გვანუგეშებენ, თითქოს გვციოდა და ჩაგვაცვეს, მაგრამ რის გადაგდებასაც აპირებდნენ, ის მოგვცეს. ცხადია, მადლიერნი უნდა ვიყოთ, გავთბით, მაგრამ ჩვენ მაინც სულ ისეთს ველოდებით, ვინც იმას გაიღებს, რაც უყვარს. ასეთები თითქმის არ არსე ... კითხვის გაგრძელება »

Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 1002 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-03 | Comments (0)