მოწმენდილ ცაზე იმედად შემორჩენილუ ვარცკვლავის მსგავსად ხარ ჩემგან შორს, მარტოდ და წამითაც არ გახსენდები.
მწამს, ოდესმე შევძლებ ცაში ფრენას, შენს გვერდით.
ჩაგკიდებ ხელს. მოგწყვეტ, როგორც ხიდან ნორჩ ყვავილს და ერთმანეთს მივაჭკნებით ჩვენს ბოლო აციმციმებამდე..
|
მსურს სასწაულის ხილვა,. ვიდგე უდაბნოში და ჭიდან ვედრო წყლის ამოღებით გადავარჩინო ქალი, რომელიც ჩემთვის საშოდან შობს ახალ სიცოცხლეს..
|
ქალის გამოხედვა.. აკრილი, ტილო. ზომა — 70 X 50
დედაჩემის საახალწლო საჩუქარი!.. <3
პ.ს — აი, როგორც არ უნდა მინდოდეს რომ მხიარული გამოვიდეს, მაგრამ ტკივილიანი გამოდის ნაწერებიც და ნახატებიც..
|
განცდა, ტკივილი, მზრუნველობა... სიყვარული. ტილო, ზეთი. ზომა — 102 X 71 ფასი — 500 ლ.
|
ყვავილები / განწყობა ზეთი, ტილო ზომა — 50 X 40 ფასი — შეთანხმებით
|
ყვავილები .. სულის წვეთები. ზეთი, (ოდნავ აკრილი) ტილო. ზომა — 70 X 50 ფასი — 150 ლ
|
გრაფიკული ნამუშევრები, ისე, ხელის გასავარჯიშებელი, ისე ეს გოგონას სახე რომ მოვრჩი შემიყვარდა ესევე.. მომივლის ხოლმე ზოგჯერ და გამახსენდება რომ მაქვს ფანქრებიც და.. :) არ ვარ პორტრეტისტი და არც რეალისტურად არ ვხატავ, უბრალოდ გულიდან რაც მოდის, იმ აზრებით ფაქრის მეშვეობით ვავარჯიშებ ხელს. ზემოთ შიშველი ნატურა შილეს ნახატიდან რაც ჩამრჩა მეხსიერებაში ისაა, დანარჩენი რაც და როგორც მომინდა ისე.. კი, შესაძლოა ამხელა კომენტარი და ბლა-ბლა-ბლა არ ღირდა დამეწერა, მაგრამ რავიცი, თითქოს უფრო გავიხსენი ამით..
|
ქალის პორტრეტი აკვარელი, კალიფრაფიული კალამი-ფლომასტერი, ქაღალდი. ზომა — 42 X 30
პ.ს — როდესაც არ მაქვს ტილო ან ზეთის საღებავი, ( იშვიათად, როდესაც მაქვს მაშინაც :) ) ვსწავლობ აკვარელით მუშაობას, ასევე მაინტერესებს პასტელითაც ვცადო.. საერთოდ ტილოზე ვარ ბოლომდე თავისუფალი, ფერითაც და გამოსახულებითაც და ცალკე ხელის თითებს, სახეებს, გამომეტყველებებს ვსწავლობ, ჩემით.. მაინტერესებს სხვადასხვა მცირე დეტალები..
|
ქალი.. ტილო, ზეთი ზომა — 70 X 50 ფასი — 150 ლარი
|
აბსტრაქტული ავტოპორტრეტი ზეთი, აკრილი, ტილო. ზომა — 50 X 40 ფასი — 300 ლარი
|
სულიერი ავტოპორტრეტი ზეთი, აკრილი, ტილო. ზომა — 50 X 40 ფასი — 300 ლარი
(ბოდიშს გიხდით განსაკუთრებით ამ ფოტოზე (არა მხოლოდ..) ბევრი საინტერესო დეტალი და ტექნიკა და ა.შ.. არ ჩანს. მობილურის კამერის ხარისხისა და ცუდი განათების გამო)
|
ქალის სხეული. განწყობის ნახატი რელაქსაციისთვის. ფურცელი, აკვარელი.
|
ყვავილები / ემოცია / სულიერი მდგომარეობა ზეთი, ტილო. ზომა — 50 X 40 ფასი — 150 ლარი
|
ზღვა და მომავალი ოჯახი / განწყობა. ტილო, ზეთი. ზომა — 40 X 30 ფასი — შეთანხმებით
|
სული ორ ტყეს შორის ტილო, ზეთი. ზომა — 70 X 50 ფასი — შეთანხმებით
|
მოძრაობა-უძრაობა, ადამიანი და ტკივილი ტილო, ზეთი. ზომა — 50 X 40 ფასი — შეთანხმებით..
|
შავი ფანქრით ფურცელზე ვვარჯიშობდი ეგონ შილეს ნახატებზე ჩემებურად, ჩემი ხედვით, მეხსიერებითა და რავიცი, შეძლებით, ისე ახლა უკეთესად შემიძლია, ცოტათი ძველია ეს ფოტო. ისწავლეთ თქვენც, იწვალეთ. გამოგადგებათ, ერთმა თქვა, მაშინ სწავლობო, როდესაც ვითარდებიო, ანუ ერთ დონეზე არ ჩერდები, რა.. ანუკი შესაძლოა ჩემი სტილი სხვაა და უმეტესად სხვანაირად ვხატავ, მაგრამ ამითაც ვიკვებები, რადგან საჭიროა მე ვფიქრობ, უნდა ვიცოდე, ყველაფერი რაღაცაში გამომადგება..
|
ვერთობი ფურცელზე, თან ხელსაც ვავარჯიშებ სერიოზული ტილოსთვის.. დამწყებო მხატვრებო, ასევე გირჩევთ, ხშირად ხატეთ, თუნდაც ფურცელზე ფანქრით, რადგან ხელი მიაჩვიოთ, იმის სწორად გადმოცემას, ფორმებით, ზომებით. რავიცი, მე ვფიქრობ საჭიროა..
|
დაბადება სიკვდილის შემდეგ.. ტილო, ზეთი ზომა - 70 X 50 ფასი - შეთანხმებით პ.ს. - ბოდიშს გიხდით ფოტოს ცუდი ხარისხისთვის..
|
ცხოვრების ეკლიანი გზა.. ტილო, ზეთი. ზომა — 50 X 40 ფასი — შეთანხმებით.. პ.ს. — ბოდიშს გიხდით, ფოტოს ცუდი ხარისხისთვის
|
სიყვარულის ზღვა / სულიერი მდგომარეობა ზომა — 50 X 40 ტილო, ზეთის საღებავები. გაჩუქებულია მეგობარზე.
|
ჩემი სატარებელი ჯვარი ტილო, ზეთი. ზომა — 60 X 50 პირადი კოლექცია.
|
ერთი გოგონა, რომელმაც გუშინ ბიბლუსი გალერიში ორი წიგნის პრეზენტაციაზე შემხვდა, იშვიათად ვნახულობ, სახითა და სითბოთი ვერ ვივიწყებ ადამიანებს, შესაძლოა სახელი და გვარი არ მახსოვდეს. ის ბედნიერი წუთები არასდროს დამავიწყდება, მან გამიფერადა დღე, თავისი საოცარი სითბოთი, სხვა თუ არაფერი, ხელი რომ გადვხვიე და ხელგადახვეული ჩავიხუტე. უბრალოდ, არაფერი მინდა, იმის გარდა, რომ არ დავიკარგოთ და მინიმუმ ერთი წერტილი მაინც მომწეროს პირადში. გამიხარდება, არასდროს მითხოვია, რომ ვინმეს რაიმე მოეწონა ან გაეზიარებინა, ან დაეკომენტარებინა ან რაიმე მაგდაგვარი, უბრალოდ რამდენჯერმე მოვიწვიე ხალხი ჩემს სამ გვერდზე " მანგო ჩემია", " ნიკა ძამიაშვილი" და " painting / живопись / მხატვრობა".. უკაცრავად, უეცრად გადავედი სხვა თემაზე, უბრალოდ თუ შეგიძლიათ და როგორც შეძლებთ, იქნებ მიაწვდინოთ მას ხმა, რომ გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჩემნაირი არავინაა. დარწმუნებული ვარ ამაში.
მე მინდა სიხარულის მცირე ნაპერწკალი მაინც ვუსურვო მათ, ვისთვისაც სულერთი არაა ახალი წელი,
მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემსავით უხარია, უამრავი ადამიანის გახარებული სახე.
|
მე შემიძლია შენზე ფსიქოლოგიურად ვიმოქმედო, მაგრამ არ ვარ ეშმაკეული და არ მსურს, რომ ვინმე შეეწიროს ჩემს ნაცხოვრებ ნაწერებს, იმიტომაც ვიმეტებ მხოლოდ ჩემთვის. შენ როდესაც გამიცნობ, მკითხველო.. იპოვი ჩემს მისამართს, ქალაქს, ბინას.. დააკაკუნებ.. ან კარს გაგიღებს ვინმე სხვა, ვისაც არაფერი ეცოდინება ჩემს შესახებ, ან თუ უფრო დააგვიანებ, დაინახავ ძველ მიტოვებულ კორპუსს, საიდანაც ფიცრები დიდი ხნის წინ დაწვეს ფეჩში და რკინები კი ჯართში ჩააბარეს ვიღაცებმა, რომლებიც უკვე წლებია საზღვარგარეთ გაზიდეს. კიბის რამდენიმე საფეხური ჩატეხილია და გეშინია სამსართულიანში ბოლო სართულამდე ასვლა. გაინტერესებს ჩემზე რაიმე ინფორმაცია, მაგრამ კარის გვერდზე კედელიც იმდენჯერ ჩამორეცხა წვიმამ, რომ ზედ ვერაფერს ამჩნევ.. მუსიკა, ხატვა და პოეზია ჩემი სიგიჟის უსასრულობაა, რომელსაც შეუძლია როგორც მაცხოვროს, ასევე ბოლო მომიღოს, ისე, რომ ჩემ
...
კითხვის გაგრძელება »
|
შენ მომატუე. გულთან ისე ახლოს მიმიშვი, როგორც ბიუსჰალტერი შენს მკერდთან.
მე შემიძლია კარის ჩამონგრევა, გინებით-ღრიალით, დალეწვა ბინაში ყველაფერი ძვირფასის, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ არაფერ მსგავსს არ აქვს აზრი, რადგანაც ..
მე შენთან იმაშიც კი ვარ მართალი, რაც რეალურად არ შემიძლია რომ გაჩუქო, ანუ დაგივიწყო..
|
შენ დაისადგურე ჩემში. მე სულის რენტგენით გაგხადე. დაგხატე. ვერაფრით ვერ გშლი გულიდან.. და დავწვი ნახატი.
|
დაძინებისას ვრთავ ბრას და ვიძინებ მის მბჟუტავ სინათლეში.
ვწუხვარ, არავინ მყავს, ძილში გარდაცვლის მომენტში, შემოვიდეს და ამინთოს ოთახში შუქი.
|
დავბადოთ ჩვენს გულებში ქრისტე, როგორც სულიერი ნორჩი ყვავილი, და არ მოვაკლოთ სიყვარული, და მივცეთ ზრდის საშუალება, გულიდან სისხძარვებში კანის ამოხეთქვამდე, თუნდაც ჩვენს ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ ჩვენში არ დაჭკნეს მისი ფესვები.. ამინ!..
|
უნდა იფიქროს ადამიანმა, ვინ-ვინაა და ვის როგორ და რითი უნდა დაამახსოვროს თავი. მე არაფერი, ამ წერილს სხვების სახელით ვწერ, ვისაც ვიცნობ, ვინც მიყვარს და ვისი ცხოვრებაც ჩემს ყურამდე საერთოდ არ მოდის, მაგრამ ვიცი, რომ სადმე, ვიღაცა ვიღაცისგან იჩაგრება. თუ ის თვითონ მსხვერპლია, და არაფერი ძალუძს, მის ნაცვლად სხვა გასცემს პასუხს, თუ მისი განწირული ხმა სხვას არ ესმის, გავა დრო და სიკვდილის შემდეგ მაინც მოეკითხება ყოველი სიტყა და ქმედება, ისევე, როგორც ფეხის მუხლებზე დავარდნილის სახეში წიხლის გამეტებით რტყმა მწარე გინებით და მისგან ტირილი, აღიარება და მობოდიშება, რომელიც მხოლოდ იმ მცირედს შველის, რომ სხვებმა შეაჩერონ მისგან სისხლდენა და ჩაუტარდეს მას მკურნალობა, გადასარჩენად. ისაც იმ მიზნით რომ აზრად გაგიელვა, იქნებ მოინანიოს საცოდავმა და ეშველოს.. მას კი ეგონა რომ იყო ძლიერი ტიპი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გატეხდა, მისი სიტყვა კანონი იყო და ყველა უნდა დამორჩილებოდა და მთელ დედამიწას მის ასოზე უნდა ეტრიალა. მისი ცრემლიანი პატიება ხვეწნა-მუდარით ვერ შეცვლის მის ბინძურად გამოვლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ამდენი უსამართლობისა და ტანჯვა-წამების გამოვლის შემდეგ, ერთადერთი თხოვნაღა მრჩება უფალთან მისატანი.
ღმერთო, დრო უნდა ჩერდებოდეს ჩვენს ბედნიერ წამებზე..
|
მოიდგი სკამი ჩემს საძინებელთან. ჩამოჯექი.
დამაძინე..
დილით, მის საზურგეზე გადაკიდული ტანსაცმლის ნაცვლად, შენ დამხვდი და არა წამში გაელვებული სიზმარი.
|
შენ მაშინ გიყვარს ადამიანი, როდესაც საკუთარ სიყვარულზე ზემოთ აყენებ მის გრძნობებს, მაგრამ მაინც ბრუნდები და მასთან ერთად ხვდები გათენებას..
|
მჯერა, ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, სიკვდილის შემდეგაც კი..
როდესაც ვიგრძნობ, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაშინ დასვამ წერტილს, რომელსაც თავისით მიუჯდება მეორე წერტილი.. მესამე..
და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი საუბარი.
|
როცა მარტო ვარ და ვხუჭავ თვალებს მესმის მუსიკა შენი სუნთქვის და როცა ვიღვიძებ, არ მრჩება კვალი შენი ყოფნის და მყავდე სულ მინდა.
არა მხოლოდ დღეს, ანდა ხვალ, მუდამ.. და იყოს შენიც, ეს ჩემი სახლი. ზამთარში თოვდეს და ერთი გუნდა გესროლო შენ კი ღიმილით დაღლილს
მომიახლოვდე და მე შენ სიცილს ვაჩუქო კოცნა, ენების ლოკვით. შენ ჩამეხუტო და მე არ ვიცი რით დავასრულო, ეს ლექსი მოკლე.
ქუჩებს ამშვენებს ბევრი წყვილი და როცა ვუყურებ, ვიკლავ მე დარდებს.. თუ ჩემს ცხოვრებას რამე ცვლილება სჭირდება მაშინ, მხოლოდ შენ მყავდე გვერდით!..
|
პაემანი სარკეში საკუთარ თავთან
და
მაინც გძინავს მარტოს.
|
უამრავ ნაცნობ ხალში ხარ მარტო.
ცდილობ შეხვიდე კონტაქტში, მაგრამ ამაოდ.
გამოეყოფი მასას და იწყებ წერას, რომელიც გაძლევს სულ მცირედ ხსნას.
გადაგატანინებს სამუშაოზე მიღებულ ტკივილს, რომ არ ურტყა უდანაშაულო კედელს ხელები,
მაგრამ ვეღარ შველი გარეგანი დუმილით და შინაგანად აბღავლებულ სხეულს.
დგახარ ყველასგან მოშორებით და გულში გეღვრება თვალებში დაგროვილი ცრემლები..
|
რა აზრი აქვს თავისუფლებას, კაცი თუ კვდება?
რა აზრი აქვს ღია ფანჯარას, თუკი აჯანჯლებ?
რას მიაღწევ ნეტა ფრენით, თუ გაქვს ფრთები და არ კვდები?!.
|
მას არ ანაღვლებდა საკუთარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა, მე კი ყოველ ღამე, ძილის წინ, პირჯვარს ვიწერდი, რომ ნებისმიერ წამს არ დამეკარგა მეგობარი.
მიხარია, ის თავის იმ სიყვარულმა გადაარჩინა, ვისთვისაც მის ცხოვრობას მიეცა აზრი.
მწამს, წრფელი დედ-მამა-შვილური სიყვარულის, რომლის დანახვაც შემიძლია ორი მეზობელი ხის ყურებით, ორი სხვადასხვა ზომის ღერიან ერთ ყვავილში, და უსასრულო ცაზე ვარსვლავებსა და ღრუბლებში, ზოგჯერ ადამიანებშიც..
მსურს, ის მალე გამხდარიყოს მამა, მე კი მოვესწრო მათ პირველ შვილს და თავზე ხელი გადავუსვა.
|
თუ ცხარე ცრემლებით ნანობ, აშენებ სულიერ ბუდეს..
რაც უფრო იზრდები, კარგო, მით უფრო ცილდები ღრუბლებს!..
|
ადამიანები ვივიწყებთ ერთმანეთის სახეებს, ხმას, ზოგჯერ არსებობასაც კი..
უფალი არასდროს გვტოვებს, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ამას ვიჯერებთ, რომ ვრჩებით მარტო.
ის გამოუვალ სიტუაციაში გვიგზავნის მხსნელს, ანგელოზს, ადამიანის სახით, რადგან არ დავკარგოთ მეორე დღის იმედი, განვაგძოთ ბრძოლა და ხეზე არ დავკიდოთ ჩვენი სხეული.
დღეს, რუსთაველის გამზირზე, ძველი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც ახლა ლტოლვილები არიან შესახლებულნი, შემხვდა ერთი დიდი ხნის უნახავი გოგონა, რომელიც დაემშვიდობა თავის მეგობარს და მომესალმა მე.
ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ერთად გავლილმა რამდენიმე ნაბიჯმა დამიტოვა სახლამდე მთელი გზის გასავლელი სითბო.
|
ორი უჭკნობი ყვავილი მოტეხა ქარმა და გააფრინა უსასულობისკენ.
მიწაში დარჩა მათი ფესვები და ცას შეემატა ორი ვარსკვლავი.
ანა და ნინა. ნინა და ანა.
ორ წყვილმა ცრემლმა მოგვიყვანა ამ წელს შემოდგომა.
|
თანავუგრძობ ხეს, რომელსაც არ ჰყავს გვერდით თანამოშრიალე, ვისთან შეძლებს თითების შეხებას, ან ტოტების გაბლანდვით ჩახუტებას.
არიან ხეები, რომლებსაც შევხედავ და ვგრძნობ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.
მე გული მტკივა, როდესაც ცივ ან ცხელ დღეებში მიწევს სამოსის შერჩევა და ამდენი ხნის მანძილზე, ჯერ არც ერთხელ არ გამიხდია და არ მომიხურავს გაყინულ ხისთვის ქურთუკი..
ერთხელაც რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიზამ..
|
წეროებს არ მოჰყავთ ბავშვები, არც გადაშლილ კომბოსტოში პოულობენ მათ!
მინდა რომ მწამდეს იმ ზღაპრის, რომელსაც ყოველი დღე ვუყვები საკუთარ თავს, მაგრამ აღარ მაქვს დაძინების უფლება.
ჩვენი ბავშვობა მხოლოდ იმით იყო ცუდი, რომ..
მალე დასრულდა!..
|
თბილისში, ქუჩის მუსიკოსი მღეროდა და იქ ჩახუტებული წყვილი ცეკვავდა. მე ვუსმენდი და განვიცდიდი ჩემს მარტოობას. შევედი მაღაზიაში. ვითხოვე კალამი და ფურცელი, რომელზეც დავწერე ინგლისურად — "Keep Smiling And Hug Me, Please" უამრავმა ჩამიარა, ალბათ, ეგონათ ფულს ვაგროვებდი რამისთვის, არც წაუკითხავთ.. იმ მეწყვილე გოგონამ ნახა ეს ფურცელი, მომიახლოვდა, გამიხარდა და ჩავეხუტეთ ერთმანეთს.. დიდხანს და მძლავრად ჩავიკარი გულში. ვგრძნობდი მის გულის ფეთქვას.. დავემშვიდობე და წავედი რუსთავისკენ. ჩავედი ქაშუეთის ტაძრის უკან და იქ შემხვდა ორი რუსი ტურისტი. გავრისკე.. მათაც ვანახე ეს ფურცელი. მითხრა იქიდან ერთ-ერთმა, რომ ხედავდა მხოლოდ თეთრ ფურცელს. შემდეგ რუსულად ავუხსენი რაც ეწერა და ორივესგან მივიღე დიდი სითბო, რომელმაც დამახევინა ფურცელი, ჩამაგდებინა ნაგვის ურნაში.
...
კითხვის გაგრძელება »
|
შენ ჩამისახე იმედი. ამინთე სულში სანთელი, რომელიც გგონია, რომ შენმა მკაცრმა უარმა ჩააქრო, არადა პირიქით..
ყოველი დღე იწვის და ღამე ისევე მთელდება, რადგანაც მან მაინც მიგახვედროს რომ შენს გზას მე გავანათებ
და ჩემს ჩრდილში ამოიზრდება შენი სულის ნაყოფი, რომელიც აყვავებისას გაიწევს მზისკენ.
|
ცხოვრება სულ სამი ნაბიჯია. დაბადება, ანუ ჯიბიდან პირველი ღერის ამოღება და წაკიდება. პირველი ნაფაზი, რომელიც მიისწრაფის ბოლოსკენ.. და დამიწება.
ამ სამწუთიან ყოფაში სიყვარული მეხის გაელვებას ჰგავს გულში.
და ამ ყველაფრის შემდეგ ვიძულებ საკუთარ თავს, როდესაც ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ვუკიდებ სიგარეტს..
იქ მისული კი ვისმენ ქადაგებას თავგანწირვასა და სინანულზე..
|
ვუყურებ უვარსკვლავო ცას და ვხედავ ღრუბლებს, როგორც მამაკაცის თვალებში შეკავებულ ცრემლებს!..
|
ღამის ორი საათია. წავუკიდე სიგარეტს და გავედი გარეთ. დღეს ჩემს ქუჩაზე, ერთ ადამიანს გული წაუვიდა და ჩაიკეცა. გამვლელმა ბიჭებმა დააჯინეს მაღაზიის წინ. ამ დროს მე სხვა მაღაზიაში ვყიდულობდი ორი ლარის კვერცხსა და სოსისს, როდესაც ერთი ნაცნობი ბიჭი მოვარდა და ითხოვდა სასწრაფოდ კანფეტებს ერთი დიაბეტის მქონე ცუდად მყოფისთვის. გავყევი მას. ვხედავ ქალს და მის გვერდით ბავშვს, რომელიც ძლიერ ნერვიულობს მასზე. პოლიციელმა შესთავაზა სახლში წაყვანა, რაზეც ქალი დათანხმდა. ერთმა ბიჭმა დაიჭირა გოგო და მიჰყავდა მანქანამდე, როდესაც ის ისევ გაითიშა და გზაზე დავაწვინეთ. რამდენიმე წუთში, როდესაც მოვიდა გონს, ჩავსვით საპატრულოში. ოფიცერმა სასწრაფოს ნაცვლად საგზაო პატრული მოიყვანა. მეორეჯერ უკვე დარეკა სადაც საჭირო იყო. სასწრაფოს მოსვლამდე წყალზე გავაგზავნეთ ერთი ბიჭი. დავტოვეთ კარი ღია, რომ ჰაერს ემძრავა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|