პატრისია ლი სმიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნი მინდა შევიძინო, სათაური არ მახსოვს, მაგრამ ანა კორძაია-სამადაშვილი ისე ყვებოდა, რომ ფსიქიკაზე იმოქმედა გადასვლებმა, თითქოს საკუთარ ცხოვრებას ჰყვებოდა, არადა შესაძლოა იგივე იმ წიგნის პერსონაჟსაც მოჰყოლოდა, ან პირიქით, გგონია, წიგნიდან ყვება და რეალურად შესაძლოა საკუთარი გამოცდილებიდან ყოფილიყო და რაღაც სხვაგან ხარ, ორი-სამი-ოთხი სხვადახვანაირი გაგება, ერთი და იმავე წინადადების, ძალიან მინდა რომ პირადად სადმე შევხვდე და გავესაუბრო ანას და გამიხარდება, თუკი საკუთარ ერთ წიგნს მაინც მაჩუქებს მინდა სითბო, გაგება და საინტერესო კითხვებზე მისგან პასუხები.

ასევე მაინტერესებს ილიას უნივერსიტეტში რამდენიმე ლექციასაც მინდა დავესწრო, გამიხარდება თუკი ვინმე მომწერს მის ფეისბუქს, ათასნაირად ვნახე ქართული და ლათინური შრიფტით და ვერ ვიპოვე.

მას თან ასევე აქვს რაღაცნაირი სახე, რომელიც ახლოსაა ჩემი ნახატების განწყობასა და ხასიათთან და მეც იმიტომ მინდა რომ დავხატო ეს ქალი და ასევე როდესაც გაიგებს ჩემი ნახატებისა და ლექსების შესა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 512 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-28 | Comments (0)

ჯაზი ისეთივე თავისუფლებაა, როგორც ჩემი ნახატები და იქაც არის ის ენერგია, რომელსაც მე გამოვცემ საკუთარ პოეზიაში და მელოდია, რომელიც იგრძნობა ჩემს ყოველ მონასმზე ტილოსა თუ ქაღალდზე. ხმა სულერთია როგორი გაქვს, მთავარია სმენა და ის, რაც გამოიარე, შეიგრძენი და განიცადე, გაუზიარო სხვას, თუნდაც ერთ ადამიანს დაუტოვო თავში რაღაც სივრცე, რომლის საშუალებითაც შეძლებს აქ ყოფნით გადავიდეს სხვა სამყაროში და ასევე უშენოდ იყოს შენთან, მთავარია იყო ნამდვილი, ყოველ ნაბიჯში და აწი, შესაძლოა ლიტერატურასა და მხატვრობასთან ერთად მიხილოთ მუსიკაშიც. ჯაზი არის ნებისმიერი როკის, რეპის, ალტერნატივას, პოპის, რეგგიეს, სოულისა თუ ბლუზის, ან ნებისმიერი სხვის შეგრძნება და შენით შენნაირებისთვის შენნაირად გამოხატვა. გმადლობთ ყურადღებისთვის!.. <3

————————————————————————

ნიკა ძამიაშვილი — youtube.com/channel/UCkpwdZGtOieT6a0yQCtkyaA — მაქამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს გვერდს იუთუბზე, სურვილისამებრ გამოიწეროთ, რადგ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 496 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ამ ჩანაწერის აკრეფა დიდ ძალასა და სიმამაცეს მოითხოვს, ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე მასთან, ვისკენაცაა მიმართული. მძულს ადამიანის გამოყენება, მოტყუება და მისი გაურკვევლობაში ყოფნა.

მინდა იყო ბედნიერი, არა ჩემი თვალის დასანახად ხტოდე და ბურთივით ათამაშებდე სიხარულს, რეალურად კი იტანდე დამცირებას, მორალურსა თუ ფიზიკურს, უეცარი შეხვედრისას კი მომღიმარი სახით მატყუებდე, რადგან მიმტკიცებდე შენს ძალას, შენს კარგად ყოფნას, არამედ ნამდვილად გიხაროდეს ცხოვრება მასთან, თუნდაც ის არ ვიყო მე..

მე შენ ძლიერ მიყვარხარ და მეყვარები მუდამ!..
Category: ჩანაწერები | Views: 488 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

გამოფენა არ გადაიდო, ძალაშია!
გამოჩნდა ერთი ადამიანი, ვინც გვერდში დამიდგება, უბრალოდ 17.00-იდან 21.00-მდე გაგრძელდება..
არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორსაც ვაპირებდი, თავისი ფურცლებზე დაბეჭვდებითა და გაკვრებით, ხალხითა და რამე, 2-3 კაცი ალაბთ მობრძანდებით და მიიღებთ ადამიანურად სასიამოვნო გარემოში სერიოზულ არტს, ვისაც გაგიხარდებათ წაგიკითხავთ რამდენიმე ფსაიქო-ლექსს.

პ.ს. — შეგიძლიათ ღონისძიებაში დაწეროთ მობრძანდებით თუ არა, ასევე მომილოცოთ დაბადების დღეც და რავიცი.. მობრძანდეთ და რეალრუად სახე-სახეზე მომილოცოთ, ეს იქნება ჩემთვის დიდი საჩუქარი, სრული ბედნიერება!..

გელდოებით, გმადლობთ ყურადღებისთვის!..
Category: ჩანაწერები | Views: 491 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ვინმეს გნებავთ ქუთაისში ჩემი ნახატების გამოფენა პოეზიის საღამოთი? გამომეხმაურეთ, მომეცით ძალა და იმედი, სურვილისამებრ კი თუ გაიმართება მობრძანდით, ჩამეხუტეთ, გამესაუბრეთ და დამათვალიერეთ ნახატებისა და ჩემი ნაწერების სახით.

გმადლობთ ყურადღებისთვის!..
Category: ჩანაწერები | Views: 447 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

8 აგვისტოს
ქალაქ რუსთავის თეატრის მოპირდაპირედ სკვერი
16:30 — 22:00 სთ.
ნიკა ძამიაშვილის ნახატების გამოფენა-გაყიდვა "პარეიდოლიური სინესთეზია", სადაც ასევე შესაძლოა წავიკითხო რამდენიმე ლექსი.

ყოველი შემთხვევისთვის დამიკავშირდით — 555 08 08 92.
ჩემს დაბადების დღეზე, ყველას გელოდებით, მთელს ქალაქს და არა მხოლოდ..
დიდი სიყვარულით, ნიკუშა!.. ♥

ღონისძიება ფეისბუქზე — facebook.com/events/319608139403786
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 460 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ვაპირებ სერიოზულ გამოფენას ღია ცის ქვეშ, (სანამ იმ 10 დღიან დათმობილ გალერეაში გამოფენას აღმიდგენენ) არ ვიცი სად, ოღონდ, თუკი ვინმეს მერიიდან მოველაპარაკე და თოკები ვიშოვე და ა.შ.. შეიძლება რუსთავის მერიის წინ სკამები და ლამპიონები რომ არის იქ ზემოთ გავაბა თოკები და ჩამოვკიდო ნახატები. ასევე სურვილისამებრ შეგეძლებათ, ზოგიერთი ნახატის შეძენა.. თუკი არ მოხერხდა მერიის წინ, მაშინ გავაკეთებ საკუთარ ეზოში და ქალაქში ჩამოვკიდებ რამდენიმე ფურცელს, მარტივად მოსაგნებად.. ხვალე დილას მეცოდინება ზუსტი ინფორმაცია და აქაც დავდებ.. გამიხარდება, ვინმე თუ გამომეხმარება დროზე ადრე და დამეხმარება ამ საქმის მოწყობაში..

ჰო, მთავარი დამავიწყდა. ეს მინდა დავამთხვიო 8 აგვისტოს, ანუ ჩემს დაბადების დღეს..

გმადლობთ ყურადღებისთვის!..

Category: ჩანაწერები | Views: 487 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

დავიჭიროთ ყველა ცხოველი (არა მხოლოდ ოთხი ფეხიანი) და მათივე უსაფრთოებისთვის გამოვკეტოთ გალიებში და მივცეთ ყველას ბოსტნეული და მწვანილი, თვითონ ხალხი კი ვიკვებოთ მხოლოდ ხილით.

გამოვიგონოთ ისეთი ენა, რომელიც გააერთიანებს როგორც მთელს მსოფლიოს ამ მომენტში, ასევე უამრავი წლის შემდეგაც.

და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შევძლებთ რომ ცხოველები შევაჩვიოთ ნადირობას და ჩვენ დავეკონტაქტოთ დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანს, მაშინ ჩვენში ჩავკლავთ ცხოველური ინსტინქტები და ვიმოქმედოთ გულით.

არ დავიწყოთ ტყუილი დროის ხარჯვა, თავის დაფასებისა და ძლიერი მამაკაცის ნიღბის ტარებით, რომელიც ფლირტიდან გადადის მოწონებაში და ზემოქმედებს ქალზე. რა საჭიროა, ეს ნაგავი. უთხარი ესევე რომ უყურებ უკვე დიდხანს და გინდა რომ მეტი იცოდე მის შესახებ და სამი-ოთხი სიტყვით, ხმით, შემოხედვითა და მოძრაობით, მიხვდი ვინაა, ან რომ უნდა შეეშვა ან ცხოვრების ბოლომდე დაიყენო გვერდით.

აუცილებელი არაა იეროგლიფების, ან ციფრული კოდებით გამოვთქვათ საკუთარი აზრი, როგორც ეს — 31003111 / 31003112 ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 371 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ასეთ ტიპი არ უნდა დაინდო, "რაის შეყვარებული" "რითი შეგაყვარა თავი" ან რატომ იყვარებენ გოგონები ასეთ ნაბიჭვრებს.. უნდა ჩაწიხლო და მერე უპასუხო, "შემეშალეთ ბატონო, სხვა უნდა გვეცემაო, ანუ ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის არედან" ეს ერთი და მეორე სახლში, კაი, ჰო შეცდა, რატომ აგდებ?.. და მესამე, ასეთ ნაბიჭვრებს, რატომ უმართლებთ და აყვარებენ გოგონებს თავს და ჩემი მეგობარი სტიქაროსანი, ვერ ეუბნებოდა მგალობელ გოგონას რომ უყვარდა და მეც ჰა... აი, არ ვიცი რა ვთქვა.. რატომ ხდება ასეთი უსამართლობა, უნდა სასტიკად დაისაჯონ, რომ არავინ ჰყავდეს მიმბაძველი, აი, მაგარი ტიპი ვარ, გოგონა შევაცდინე და რაღაცა დავითანხმე.. თუ გინდა წადი-იმუშავე და გადაიხადე, ან ნახე უფასოდ, ისეთი, ვინც ჩაგიწვება და არ ინერვიულებს და თუკი .. ეს არაა სიყვარული.. ესაა რაღაცა სექსუალური ლტოლვა და დაკმაყოფილება, გატაცება მისდამი, რომელიც პირველივე მოუმზადებელ და მოულოდნელ სიტუაციაშივე ჩაქრა.. ნო რმალური სიტყვები არ მადგება, გინება მაქვს ცხრასართულიანი.. ისე ვარ, რამის ცხვარივით გავატყავო არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი მსგავ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 331 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

ვისაც გაინტერესებთ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და თუ გნებავთ ჩემი ხილვა და საუბარი, სიამოვნებით.. მომწერეთ პირადში, დრო და ადგილი.. ცუდად ვარ, უკვე,, არც გამოფენა, არც რაიმე აქტივობა, ეს კი არა, სახლი და არც მაღაზია, არც ეზო, ისაც ერთ ეზოშია ბებიაა და მას თუ ვნახავ ბავშვებსაც ვერ ვუღიმი, რომ მოვიდნენ და მერე რომ არ მოვეფერო ან ხელში ავიყვანო, ან.. ადამიანი მჭირდება, რადგან როგორ ძლიერადაც გიყვარს მარტოობა, მაინც ბოლოს მიხვდები, რომ ადამიანი ადამიანისთვისაა შექმნილი!..
Category: ჩანაწერები | Views: 318 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

გაღვიძებისთანავე, სანამ ავდგებოდი ლოცვის სათმელად დავსქროლე ფეისბუქი და იქ შემხვდა უსაყვარლესი ვიდეო დიდი ხნის უნახავ ძმაკაცის, მსახიობის Mindia-სი და მისი შვილის, რომლებმაც მოგვიწოდეს სახლში დარჩენა და მოგვიყვნენ კომბლეს ზღაპარი..
ერთხელ მან შემიყვანა თეატრში სპექტაკლზე, ერთხელაც რაღაც საღამოზე, იმავე თეატრში.. ოთხჯერ რუსთავში დავესწარი ერთხელ ახალგაზრდული ჯგუფი იყო რაღაც.. ერთხელ ნაცნობი მსახიობი და შემიშვეს, ერთხელ მე13-ელების წიგნის პრეზენტაცია იყო, ერთხელაც მამა თეოდორეს ქადაგება ტარდებოდა..
მოკლედ.. ჩემი თეატრში მისვლა, გინდაც საღამო ყოფილიყო, გინდაც სპექტაკლი ან ქადაგება, ან კონცერტი ან ნებისმიერი სხვა რამ, იყო ყოველთვის თანხის გარეშე.. როდესაც ვეძებდი ადრე წელიწადში ერთ დღეს თეატრს გამოსასვლელად, ან იაფად, ან უფასოდ.. ერთმა 70 კაციანში რომელიც ახლა უკვე უნივერსიტეტს მიეკუთვნება, 1200 დოლარიო, როდესაც 450 კაციანი 300-350-ადაც შესაძლო იყო ამეღო ხორავას თეატრი, მაგრამ მე პირადად პატარა მინდოდა, რადგან თვითონ არ მყავს ამდენი ხალხი.. და ჯობია პატარა სივრცე და სავსე, ვი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 339 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

შეშლილის ჩანაწერები.

დასაწყისიდან მცირე ნაწყვეტი (არც თავი არც ნაწილი, უბრალოდ შედარებით ყველაზე უინტერესო მონაკვეთი, მომავალი რომანიდან)

მეცხრე წელია რაც უძილობა მჭირს და დღეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ღამე დატვირთული უამრავი აზრით სხვადასხვა რამის შესახებ..
ხუჭავ თვალებს და ცდილობ ჩაძინებას, ხედავ ტვინის ნეირონულ კავშირებს, აკავშირებ ყოველთვის ნებისმიერ რამეს, იმას, ვისზეც ნერვიულობ და ვისზეც წუხარ, ნებისმიერი გზით, თუნდაც ჯაჭვს, შემდეგ ამირანს კავკასიონზე, შემდეგ სვავს, რომელიც გულს უჭამს, ღამე ყორანივით შავი, შემდეგ რაც შენზე მოქმედებს არა სასიამოვნოდ, ან გბოჭავს, გინდა ხატვა, ტილო არ გაქვს და გიწევს ძველ დაწყებულ ნახატს გადაახატო, ყველა მაღაზია დაკეტილია, სახლის მიტანის სერვისით, მხოლოდ საკვებია, რაც შენთვის არანაირ სიტუაციაში არაა პრიორიტეტი, გქონდეს ნატეხი პური და ერთი ვაშლი, მთავარია სკეტჩუქი, ტილო და ბლოკნოტი ლექსისთვის.. წარმოგიდგება ადამიანი, ვისთანაც მიდიხარ ფეხით, რადგან ტრანსპორტი არაა, მაქამდე ურეკავ და სთხოვ ტილოს, სთავაზობ ლუდს, თან გეშინია ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 333 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

მოგესალმებით!

მე მაქვს უამრავი კომპლექი და ასევე პრინციპები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არასდროს გავხვდები სახით მოვაჭრე, რაიმე სისულელის ხარჯზე.. ფოტოების ხშირი გადაღება, ლაივები სხვადასხვა ჯგუფებში და მასაზე გათვლილი უინტერესო ტექსტითა თუ ლექსით ან ა.შ..

სამ ადამიანს უნდოდა რომ მე მათთვის ხატვის გაკვეთილებით ჩამეტარებინა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ მოხერხდა დროზე-ადრე ამის მოგვარება, შემდეგ ვირუსი და ჩაკეტილობაშიც შემეძლო უამრავი იდეა მაწუხებს, და ისინი განმეხორციელებინა, მაგრამ თავს ვიკავებ ჩემივე სერიოზული ნახატებისა და ნაწერების გამო.

მოკლედ, ალბათ უახლოეს მომავალში დავაანონსებ ღონისძიების სახით ან უბრალოდ პოსტით, როდის და რომელ საათზე ჩავერთვები ლაივში (არ ვიცი ვიდეო-მონტაჟი) და იქ შემიძლია რამდენიმე მონატრებულ ადამიანს ერთდროულად მოვესიყვარულო, თქვენივე სურვილისამებრ წავიკითხო რამდენიმე ლექსი, გავაკეთო რამდენიმე ახალი ნახატისა და სწრაფი ჩანახატების პრეზენტაცია, ასევე მოკლედ სამომავლო გეგმებზე, თუკი მალე ჩაივლის კორონა ვირუსი და ბონუს ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 349 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ნებისმიერ მცირე სითბოზე, გაღიმება, სიტყვა თუ ქმედება, გვერდში დგომა თუ.. შემიძლია გადავყვე ადამაინს, მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობას, ვერც ინტერნეტ-კონტაქტებიდან ფეხზე დაკიდება, ვთქვი და იმის იქით არ მაინტერესებს პასუხი, ან სამსახურის მხრივ (რადგან უფროსი ხარ, რაღაც არ მოგეწონება, თუნდაც ისე იყოს გაკეთებული, როგორც თვითონ მოუწოდება დამქირავებელს, მაინც არცხვენ ხალში) იმიტომავ ვწერ და ვხატავ და ამით ვცდილობ შევინახო თავი.. ასევე ისაა მურტალი, რომ ვიღაც ჭიჭიკოებს რომ ეძახიან ტელევიზიაში რაღაც სისულელეზე და მე მექნება კომპლექსი, რომ როგორ, მე ხომ არ ვარ პიარშიკი ტიპი, ვარ, ნამდვილი საკუთარ თავში და ნებისმიერ ნათქვამ, დაწერილ თუ დახატულ აზრსა თუ სიტყვაში, ჰოდა მე არ ვთხოვ, ისე ვიზამ, რომ ოდესმე თვითონ.. მაგრამ ის პირველი ტალღა რითი შევქმნა, მე ხომ პური მინდა, ასევე მეუღლე, ბავშვი, ჩაცმა, თეატრში საღამო, ქართული ცეკვები, სპექტაკლი თუ კონცერტი, ოპერაში ბალეტი, გალერეებსა და მუზეუმებში გამოფენები და ა.შ.. ბავშვის საინტერესოდ აღსაზრდელად, ამისთვის საჭიროა თანხა.. ჰოდა, ნერვები მაწყდება, აქ და ახ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 511 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-26 | Comments (0)

უახლოეს მომავალში შესაძლოა გამოვიდეს ჩემი რომანი ამ დასახელებით, სადაც აღწერილი მაქვს ქუჩაში სხვადასხვა სიტუაციებიდან ჩემი განცდები, აზროვნება, რეალობიდან გამომდინარე..

ერთი თავი აქვს დათმობილი გაშორებულ ცოლ-ქმარს, რომელიც რუსთავში რუსთაველზე ბაზრის შესახვევთან გაჩერებასთან ახლოს, სკვერთან დავინახე, თუ როგორ დასცინოდა და აბუჩად იგდებდა ტიპი ქალს, შემდეგ მივედი და შევთავაზე დახმარება იმ მძიმე ჩანთების მიტანით სახლამდე და ა.შ.. ასევე გზის მეორე მხარეს სხვა დღეს დავინახე ახალგაზრდა გოგო, პატარა ბავშვით, რომელიც იდგა ტროტუარზე ახლოს, დედიკო კი ერთი ნაჯით წინ, მაგრამ მაინც პატარის ჩრდილი იყინებოდა ბორდიურზე და ქალის კი გადადიოდა ფეხით სავალ ნაწილზე, სადაც მე შემთხვევით გადავაბიჯე და თითქოს ჩამწყდა ჩემში რაღაც დედობრივი.. წამით გავიფიქრე, ხომ არ მივბრუნდე და გადმობიჯების შემდეგ მოვუარო-თქო.. (თითქოს შავი კატა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი) ინსტინქტურად პირჯვარი გადავიწერე და დედა, ბავშვი, მეუღლე.. ამ სამი სიტყვის შემდეგ ხელზე ტუშის კალმით დავიწერე სერიოზული ლექსი..
... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 466 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-12 | Comments (0)

მე არასდროს გამიკეთებია, რომელიმე პოსტის რეკლამა ინტერნეტში, კერძოდ სოც ქსელებზე დაბუსტვას ვგულსიხმობ, რომ არ მოვეწვიე თამარას საღამოსა და გამფონისთვსი წიგნის მაღაზიაში და რომ არ გამოვსულიყავი 27-ზე, ამ წლის ფოტო არც მექნებოდა, და არც მანაღვლებს კი არა, არ მაქვს არაფრის ხალისი. ასევე მაქვსბავშვობიდან კომპლექსები და მჯერა, არასდროს ვიქნები სოციალურ ქსელზე აგებული ტიპი, თუმცა გული მწყდება ამ სიტყვებსაც რომ ფეისბუქზე ვკრეფ, იძულებული ვხდები.. არ ვარ ის ტიპი, ვინც თვალში გაეჩხირება მასას თავისი სისულელით და მე რასაც მიფიქრია, რაც მინახავს, რა კითხვებიც გამიჩნდა, იმის მოძებვნა ქართულ ინტერნეტში აზრი არ ჰქონდა და ზოგ რამეს ინგლისურად, რუსულად, იაპონურად და ჩინურად, რადგან დიდი მასაა და როგორც უინტერესო ნაგავითაც გადატენილია, შესაძლოა ფონს უკან გამოჩნდეს, იმალებოდეს სერიოზული ინფორმაცია და რა კითხვებზეც ვერ ვიპოვე ინტერნეტში პასუხი, დავფიქრდი, შევიგრძენი, მივხვდი და მივედი ჩემით იმ წერტილამდე, რომლის იქით ისევ იწყება ახალი წერტილი და საინტერესოა ამის შემეცნება..

მაგრამ ამ ტვინის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 468 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-04 | Comments (0)

არ ვიცი.
არც კითხვა, არც წერა, არც ხატვა, არც უკვე დაწერილისა და დახატულის დადება..
არაფრის ხალისი არ მაქვს, არც ფულის, რომ იქნებ დავდო და საახალწლოდ რაიმე მოხდეს, არც არაფრის სურვილი.
ერთადერთი სიმარტოვე არ მინდა და ამას ვერ გავექეცი, რადგან არავის ვჭირდები, როგორც ჩანს.. მითუმეტეს მას ვისთანაც მე მინდა ყოფნა.
არ ვიცი რა ვქნა.. ერთადერთი 2-3 ადამიანსაც რომ არ ვუყვარდე და მოუნანიებელი ცოდვა რომ არ იყოს, ხვდებით რასაც ვიზამდი.. აი, მხოლოდ ეს მაჩერებს, სხვა არაფერი, რომ ვისუნთქო და ეს სუნთქვა არც სიცოცხლეს ჰგავს და არც ბრძოლას, არც არსებობას. საერთოდ არარაობაა.
ერთი ნორმალური სიტყვა არ მადგება ენაზე უკვე მესამე დღეა. ნერვები მაქვს ისე, რომ ამ ყველაფრის მიზეზი თუკი რაიმე ცოცხალი არსება იქნებოდა, ალბათ გავატყავებდი და ცოცხლად გავღრღნიდი.
არადა არაფრის თავი, სურვილი, იმედიც უკვე მეწურება რაიმის. შევიგინები და რა, ვითომ.. არაფერი არ იცვლება. ყოველი წამით ვუახლოვდები იმ გზას, რომლის გავლას, იმედია მალე, მარტოდ მომიწევს.
არ ვიცი, როგორ გავბედე დ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 524 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-31 | Comments (0)

(ფოტოზეა თავის დედასთან Afeni-სთან ერთად.)

Thug Life — ესაა ბანდიტის ფილოსოფია. არა მკვლელის ან მძარცველის ცხოვრება, ვისაც შეუძლია დანის ჩარტყმით მიითავისოს შენი ქონება, არამედ ადამიანი, ვისაც უწევს აქ ცხოვრება, არაფერი არ აქვს და არც ჰქონდა, მაგრამ მაინც თავაწეული დადის.

ორჯერ დაიჭირეს (უმიზეზოდ!), უთხრეს, "მოდი და მოეგე გონს"-ო. (ახლა მაგათ დედებს.. ვინაა გონს მოსაგები, მთელი მსოფლიო, თუ ის ერთეული ნაბიჭვრები? ტიპმა მაგრად იცხოვრა და სწორად, კი ზოგჯერ ემოციურადაც იმოქმედა, მაგრამ არ ჩაეყენებინათ მაგ სიტუაციაში).. მოკლედ, ერთხელ გზის გადასვლისას ბროდვეიზე, სადაც მაგრად სცემეს და დიდხანს შეაყოვნეს, რეალურად კი სიმღერის ტექსტის გამო. მეორედ კი ქალის გამო, ვისზეც ექსპერტიზა ჩატარდა და არაფერი არ აღმოუჩინეს უჩივლა რომ მან გააუპატიურა. კი, მას ჰქონდა იარაღი და ორჯერ დასამუქრებლად გამოიყენა, მაგრამ არც ერთხელ არავინ მოუკლავს.

როდესაც პირველად დაჭრეს, მისი მოკვლის მიზნით, მას ღრმად სწამდა, რომ ამას შავკანიანი არ იზამდა, რადგან მათთვის ის მოძღვრად იყო არ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 685 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-15 | Comments (0)

აბსტრაქცია არის ჩემთვის საუკეთესო თავის გამომხატველი საშუალება ფერწერულ ნამუშევრებში, რადგან მათი აღქმა ადამიანისთვის ხდება სხვადასხვანაირად, ზოგმა შეიძლება ხე, ზოგმა ცხენი, ზოგმაც ქალი დაინახოს და ზოგმა უბრალოდ ფერების ლამაზი ან უშნო შეჯვარება, ზოგმა საკუთარი სულიერი მე აღმოაჩინოს, ან ვინმეს ფსიქიკაზე იმოქმედოს, სერიოზული დარტყმა მიაყენოს.. გააჩნია ადამიანი რანაირად ცხოვრობს, რაშია ჩახედული და როგორ და საერთოდ უბრალოდ მცირედი განათლება თუ აქვს და თავისი ხედვა, რაც, როგორც ჩანს ხელოვნების მხრივ ცოტაა საქართველოში.

ზოგი სად მუშაობს, ზოგი რას ეძებს, ზოგი ქუჩაში დგა დღეში ორ-სამ ღერ სიგარეტის სათხოვნელად და ყველას ფეხზე ჰკიდია, შესაძლოა გააჩნია კიდეც უნარი, უბრალოდ არასდროს ჰქონია საშუალება გაემდიდრებინა საკუთარი ცნობიერება, აზროვნება, შეხედულებები, წარმოსახვები და სხვადასხვა ... მაგრამ ზოგს ლუკმა პურზე უწევს ფიქრი, ზოგს ოჯახზე, ზოგს მთელი ცხოვრება ფეხზე ჰკიდია და მე და ჩემს პირად გარემოში ცოტაა ხელოვნების გამგები, ეს სიღრმისეული პოეზია იქნება, მიგნებებითა და თავისი გარეკვით, ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 612 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

28, 29, 30 ოქტომბერი

I დღე — 17:00-იდან — 20:00 (გახსნა)
II დღე — 12:00-იდან — 17:15
III დღე — 12:00-იდან — 17:00 (დახურვის დღე)

გალერეა უნივერსი
თბილისი, კოსტავას 68
ნიკა ძამიაშვილის გამოფენა "დრო"
Category: ჩანაწერები | Views: 492 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

1 2 »