პარეიდოლია რომ არ მჭირდეს, მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ ედვარდ მუნკის კივილს. ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს, სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება. ზოგჯერ, ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას, როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის. ზოგჯერ, ვუყურებ ფურცელს, ტილოს, კედელს, ტროტუარს, ხეს.. საკუთარ თავთან ვმღერი, ვხატავ, ვკიხულობ, ვწერ.. და ვგრძნობ ჩემში შემოდის ანამორფოზი, ყველანაირი სასმელის ან ბოლის გარეშე, ტვინი მერევა ქმედებით, მუსიკით, კინოთი, გრძნობებით.. მარტო ვარ, მარტო ვარ, მარტო ვარ, ფსიქოზი. ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის ხან ვესაუბრები ჩრდილებს, ხან — მათ ვკარგავ. ზოგჯერ მომდის ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოცდაათმეტრიანი კაქტუსის წვენი ვარ. აფრიკა და უდაბნო. შენს ფსიქიკაში შემავალი ტალღა, რომელიც გირღვევს სიმშვიდეს და განდომებს კივილს, რომელსაც მოგირჩენს ერთი ყლუპი მე.
|
სახეზე მომემატა ნაოჭი, წვერიც გამიხშირდა. მიღრმავდება თვალს ქვემოთ ღრმულები.
მივხვდი, ჩემს ეზოში ონკანიდან დღემდე წვეთავს ჩემს მიერ განვლილი და დარჩენილი წლები!..
2015-16 წ.
|
ინდუიზმი, უფალი და ქალი მფარველი ვიშნუ და გამანადგურებელი შივაც კი ლოცულობს ბრაჰმას, განეშასა და ინდრას ფეხებქვეშ. შენ კი ისაც არ იცი ვის შესთხოვ და რას. რა ძალა აქვს მთელი გულით წაკითხულ "მამაო ჩვენო"-ს. შენ ახლა უსმენ რომელიმე ჰიტს, მე კი ვგრძნობ რომ ზღვაში უბრალოდ ფეხებს ისველებ, როდესაც მთის ძირში ვდგავარ და მწამს რომ დავლაშქრავ მას, რითაც გადავცურავ შენს ზღვასაც და გაგიკვალავ გზას. ყურსასმენებიდან წამოსული მანტრას ენერგია ერევა დილის თხოვნებს უფალთან, ზემოქმედებს ფსიქიკაზე და იმიტომაც შეშლილს ამოგეჩემა — "ჰარე კრიშნა!" და 'უფალო შემიწყალე!" რომლის არსი შენთვის ისეთივე მიუწვდომელია, როგორც ქოქოსის შეწირვა სპილოსთავიან მთავარსარდლისთვის, გამოცდების კარგად ჩასაბარებლად, ან ნებისმიერ ღამეს, შენს სახლამდე მიმავალ გზაში ქრისტეს ნაფეხურები, როდესაც მას ხელში ეჭირე, ან უბრალოდ მოგყვებოდა რომ დაეცვი მოულოდნელი ტკივილ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო, როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა, გარდავქმნა მორზეს კოდით და გავაგზავნო უსასრულობაში და სადმე დედამიწის მეორე მხარეს, ვიღაც ამ ხუმრობას მონათლავს რაიმე სერიოზულ აღმოჩენად, ისევე როგორც — თეთრი ხმაურის მოსმენა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, და ოუიჯის დაფასთან თამაში, რომელმაც შეიწირა რამდენიმე ადამიანი, სამივე გაპიარებული ბიზნესია, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე — მისივე პარეიდოლიის სახით და გვატყუებს მის არსებობაში, სადაც ვანგა ახლოსაც ვერ მივა იმ კარზე დასაკაკუნებლად, საიდანაც ისმის, იმ გარდაცვლილი ცნობადი სახეების სულების ხმა, რომლის ინტერესის შესაცნობად ცოცხლები ვიხდით ფულს, რითაც გვიჭირს — დავეხმაროთ საკუთარ თავებს თვითგანვითარებაში, და არა გაუმაძღარი მთავრობები ვკვებოთ რომლებიც თითქოს, საცვლებივითა და წინდებივით უნდა გვეცვალა, არამედ სხვადასხვა კონტინენტებზე, სხვადასხვა ქვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბრმამ ჯოხის დახმარებით მოგაკითხა სახლში. შემოუშვი. წასვლისას კი აღმოაჩინე საკუთარი საფულის უქონლობა.
|
მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში.
შევამჩნიე შენი ფოტო
და ცარიელი ოთახი გათბა!..
|
მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში.
შევამჩნიე შენი ფოტო
და ცარიელი ოთახი გათბა!..
|
ერთ ღერ სიგარეტს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მათ, ვინც უამრავ ხალხს კვებავს შეუსრულებელი დაპირებით!..
|
მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში. შევამჩნიე შენი ფოტო და ცარიელი ოთახი გათბა!..
|
შენ იქამდე ხარ პატარა გოგონა, სანამ თამაშობ თოჯინით, გსურს გამოკვებო, ჩააცვა, დააძინო და ჩაეხუტო მას. გინდა შეურჩიო სახელი, რაც გენებოს დაარქვი, ანაბელის გარდა. ღამდება შენი სურვილის გარეშე. როდესაც — მორიგი კოშმარის შემდეგ გულამოვარდნილი გაიღვიძებ, და იგრძნობ, ის როგორ ცდილობდა სიზმარშივე შენს დამშვიდებას. თვალდახუჭულიც განიცდი მისი ხელის სითბოს და როდესაც ის გაახელს ორივე თვალს, შესაძლოა გაიღვიძო სველი საწოლით. დაგემართოს პედიაფობია, მაგრამ მაინც ვერ გაბედო გადააგდო საკუთარი თოჯინა, რომელიც ასე გიყვარდა და უვლიდი. ახლა კი, ის იწყებს შენი ფსიქიკის მართვას, გამარცხებს უამრავი ცრუ რწმენების სახით, რომელსაც გაჯერებს, გაშინებს, როგორც სპირიტუალიზმით, ანუ არავისგან და არსაიდან გამოძახებული — შენგან ხორციელად სამუდამოდ მიტოვებული რომელიმე ადამიანის ჩასახლებული სულით, ან საკუთარი თავის,
...
კითხვის გაგრძელება »
|
მიძგერხარ!.. შენს თვალებში ჩემი სული ჩქეფს, რომელსაც ვერ გრძნობ..
|
გ ა ნ წ ყ ო ბ ა
ხეები და სოკოები. წვიმა. გვირილა და ჭიქა პიტნის ჩაი. სიყვარული. მზესუმზირა. ია. სიმარტოვე და სიჩუმის ხმა.
|
ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი. ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს, რომელშიც სიტყვა "განვიცდი" ყოველთვის მავიწყდება და სხვა სიტყვით ვანაცვლებ, თუმცა ვხვდები, რომ ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება. ვგრძნობ, სიგარეტი კი არა, მე ვიწვები. ფერფლი ჩემი სხეულია და ფილტრი კი ის ლექსი, რომელიც ჯერ არ დაწერილა და თუ დაიწერება, იმასაც სადმე გადააგდებენ. იმასაც ვგრძნობ, რომ შეშლილი ვარ და ჩემი ცხოვრება უფრო პატარაა, ვიდრე ჩემი პოეზია. მახსენდება დიდი იაპონელი მწერლის ფრაზა - "იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, რომ მზე კასრზე მცირეა ზომით." ასევე ვიხსენებ ძმაკაცის სიტყვებს, რომ მე დიდხანს სიცოცხლე მიწერია და მეღიმება. ვგრძნობ, ტყუილად არ ვღლი ნაბიჯებით ჩემი ქალაქის ქუჩებს. ზოგჯერ, მთვარეს ვესაუბრები და ზოგჯერ, დაბმული რკინის ტკივილსაც ვიზიარებ, რომელსაც
...
კითხვის გაგრძელება »
|
ისეთს არ მიცნობ, როგორიც არ მსურს დაგინახო!..
|
გათენდა. გავიღვიძე. მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.
გამახსენდი. მომინდა ჩაგხუტებოდი, გაგსაუბრებოდი.
დასამშვიდებლად, ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი და უამრავ კილომეტს მიღმა შევიგრძენი შენი გათენებული დილის გემო..
|
მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში.
შევამჩნიე შენი ფოტო
და ცარიელი ოთახი გათბა.
|
* * *
ისეთს არ მიცნობ, როგორიც არ მსურს დაგინახო!..
|
ბრმამ ჯოხის დახმარებით მოგაკითხა სახლში. შემოუშვი. წასვლისას კი აღმოაჩინე საკუთარი საფულის უქონლობა.
|
შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი ცრემლის გარეშე.
მწამს, ოდესმე შეგეხები და გამოიდარებ!..
|
|