პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება.

ზოგჯერ,
ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში
ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას,
როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის.

ზოგჯერ,
ვუყურებ ფურცელს, ტილოს, კედელს, ტროტუარს, ხეს..
საკუთარ თავთან ვმღერი, ვხატავ, ვკიხულობ, ვწერ..
და ვგრძნობ ჩემში შემოდის ანამორფოზი,
ყველანაირი სასმელის ან ბოლის გარეშე,
ტვინი მერევა ქმედებით, მუსიკით, კინოთი, გრძნობებით..
მარტო ვარ, მარტო ვარ, მარტო ვარ, ფსიქოზი.

ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა
ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის
ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის
ხან ვესაუბრები ჩრდილებს, ხან — მათ ვკარგავ.

ზოგჯერ მომდის ა ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 1652 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

პატრისია ლი სმიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნი მინდა შევიძინო, სათაური არ მახსოვს, მაგრამ ანა კორძაია-სამადაშვილი ისე ყვებოდა, რომ ფსიქიკაზე იმოქმედა გადასვლებმა, თითქოს საკუთარ ცხოვრებას ჰყვებოდა, არადა შესაძლოა იგივე იმ წიგნის პერსონაჟსაც მოჰყოლოდა, ან პირიქით, გგონია, წიგნიდან ყვება და რეალურად შესაძლოა საკუთარი გამოცდილებიდან ყოფილიყო და რაღაც სხვაგან ხარ, ორი-სამი-ოთხი სხვადახვანაირი გაგება, ერთი და იმავე წინადადების, ძალიან მინდა რომ პირადად სადმე შევხვდე და გავესაუბრო ანას და გამიხარდება, თუკი საკუთარ ერთ წიგნს მაინც მაჩუქებს მინდა სითბო, გაგება და საინტერესო კითხვებზე მისგან პასუხები.

ასევე მაინტერესებს ილიას უნივერსიტეტში რამდენიმე ლექციასაც მინდა დავესწრო, გამიხარდება თუკი ვინმე მომწერს მის ფეისბუქს, ათასნაირად ვნახე ქართული და ლათინური შრიფტით და ვერ ვიპოვე.

მას თან ასევე აქვს რაღაცნაირი სახე, რომელიც ახლოსაა ჩემი ნახატების განწყობასა და ხასიათთან და მეც იმიტომ მინდა რომ დავხატო ეს ქალი და ასევე როდესაც გაიგებს ჩემი ნახატებისა და ლექსების შესა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 499 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-28 | Comments (0)

ოცდაათმეტრიანი კაქტუსის წვენი ვარ.
აფრიკა და უდაბნო.
შენს ფსიქიკაში შემავალი ტალღა,
რომელიც გირღვევს სიმშვიდეს და განდომებს კივილს,
რომელსაც მოგირჩენს ერთი ყლუპი მე.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 417 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-28 | Comments (0)

ჯაზი ისეთივე თავისუფლებაა, როგორც ჩემი ნახატები და იქაც არის ის ენერგია, რომელსაც მე გამოვცემ საკუთარ პოეზიაში და მელოდია, რომელიც იგრძნობა ჩემს ყოველ მონასმზე ტილოსა თუ ქაღალდზე. ხმა სულერთია როგორი გაქვს, მთავარია სმენა და ის, რაც გამოიარე, შეიგრძენი და განიცადე, გაუზიარო სხვას, თუნდაც ერთ ადამიანს დაუტოვო თავში რაღაც სივრცე, რომლის საშუალებითაც შეძლებს აქ ყოფნით გადავიდეს სხვა სამყაროში და ასევე უშენოდ იყოს შენთან, მთავარია იყო ნამდვილი, ყოველ ნაბიჯში და აწი, შესაძლოა ლიტერატურასა და მხატვრობასთან ერთად მიხილოთ მუსიკაშიც. ჯაზი არის ნებისმიერი როკის, რეპის, ალტერნატივას, პოპის, რეგგიეს, სოულისა თუ ბლუზის, ან ნებისმიერი სხვის შეგრძნება და შენით შენნაირებისთვის შენნაირად გამოხატვა. გმადლობთ ყურადღებისთვის!.. <3

————————————————————————

ნიკა ძამიაშვილი — youtube.com/channel/UCkpwdZGtOieT6a0yQCtkyaA — მაქამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს გვერდს იუთუბზე, სურვილისამებრ გამოიწეროთ, რადგ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 490 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

My life / ჩემი ცხოვრება
painting and poetry is my life
მხატვრობა და პოეზია არის ჩემი ცხოვრება

პოეზია, მხატვრობა, ნახატი, ნახატები, პოემა, ლექსი, ლექსები, ნახატები, მხატვარი, poet, poetry, poesy, poem, verse, my life, nakhatebi, nakhati, mkhatvari, mkhatvroba, painting, paintings, painter, drawing, drawer, oil painting, acrylic painting, sakhatavi, samkhatvro, სახატავი, სამხატვრო, ხატვა
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 465 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალს ქვემოთ ღრმულები.

მივხვდი,
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს
ჩემს მიერ განვლილი
და დარჩენილი წლები!..

2015-16 წ.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 434 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

The woman is looking at you
Acrylic and Oil pastels on paper
Size — 43 X 30

#woman #womanportrait #eyes #painter #portraitpainting #acrylicpainting #oilpasteldrawing #oilpastelart #paperpainting #paperdrawing #looking #womanface #acrylicart
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 436 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ამ ჩანაწერის აკრეფა დიდ ძალასა და სიმამაცეს მოითხოვს, ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე მასთან, ვისკენაცაა მიმართული. მძულს ადამიანის გამოყენება, მოტყუება და მისი გაურკვევლობაში ყოფნა.

მინდა იყო ბედნიერი, არა ჩემი თვალის დასანახად ხტოდე და ბურთივით ათამაშებდე სიხარულს, რეალურად კი იტანდე დამცირებას, მორალურსა თუ ფიზიკურს, უეცარი შეხვედრისას კი მომღიმარი სახით მატყუებდე, რადგან მიმტკიცებდე შენს ძალას, შენს კარგად ყოფნას, არამედ ნამდვილად გიხაროდეს ცხოვრება მასთან, თუნდაც ის არ ვიყო მე..

მე შენ ძლიერ მიყვარხარ და მეყვარები მუდამ!..
Category: ჩანაწერები | Views: 482 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

* * * (Psy 357)
Oil on canvas
Size — 60 X 50
Details — instagram.com/p/CFCR9ovhlCS

#painter #painting #artismylife #paintingart #oilpainting #art #artforme #artforyou #artist #instaart #instamood #myart #paint #mood #moodart #agoragallery #woman #sad #sadness #pain #eyes #oiloncanvas #oilart #sotheby #fineart #metropolitanmuseum
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 444 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

All life with one sight / მთელი ცხოვრება ერთი გამოხედვით..
Acrylic and colorful pencils and oil pastel on paper
Size - 38 X 25

#life #sight #one #onelove #portrait #womanface #mood #moodoftheday #moodboard #instamood #paintingwoman #acrylicpainting #pencildrawing #oilpastelart #pasteldrawing #aquarellepaper #contemporary #curator #newyork #rustavi #art #drawing #painting
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 486 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

Sad woman's mood / სევდიანი ქალის განწყობა
Oil on canvas
Size / ზომა — 35 X 29.5

#sad #sadness #girl #woman #portrait #mood #painting #oilpainting #artist #art #artforme #artforyou #fyp #face

Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 419 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

გამოფენა არ გადაიდო, ძალაშია!
გამოჩნდა ერთი ადამიანი, ვინც გვერდში დამიდგება, უბრალოდ 17.00-იდან 21.00-მდე გაგრძელდება..
არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორსაც ვაპირებდი, თავისი ფურცლებზე დაბეჭვდებითა და გაკვრებით, ხალხითა და რამე, 2-3 კაცი ალაბთ მობრძანდებით და მიიღებთ ადამიანურად სასიამოვნო გარემოში სერიოზულ არტს, ვისაც გაგიხარდებათ წაგიკითხავთ რამდენიმე ფსაიქო-ლექსს.

პ.ს. — შეგიძლიათ ღონისძიებაში დაწეროთ მობრძანდებით თუ არა, ასევე მომილოცოთ დაბადების დღეც და რავიცი.. მობრძანდეთ და რეალრუად სახე-სახეზე მომილოცოთ, ეს იქნება ჩემთვის დიდი საჩუქარი, სრული ბედნიერება!..

გელდოებით, გმადლობთ ყურადღებისთვის!..
Category: ჩანაწერები | Views: 484 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

მე ჩემს ეზოში ამოსულ ყვითელ სიკეთეებთან..
me chems ezoshi amosul kvitel siketeebtan..

sunflower, sunflowers, mzesumzira, მზესუმზირა, სემიჩკა, semki, semechki, semichka, ezo, skveri, qucha, rustavi, ეზო, სკვერი, ქუჩა, რუსთავი, სიკეთე, dobri, sikete, yellow, kviteli, yviteli, ყვითელი, სიყვითლე, ლელო, lelo, Chrysanthemum, ქრიზანთემუმი

Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 498 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ოცდაათმეტრიანი კაქტუსის წვენი ვარ.
აფრიკა და უდაბნო.
შენს ფსიქიკაში შემავალი ტალღა,
რომელიც გირღვევს სიმშვიდეს და განდომებს კივილს,
რომელსაც მოგირჩენს ერთი ყლუპი მე.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 464 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

პარეიდოლიური ხედვის ნახატი ხეზე / pareidolia art
ქალის სხეული ხეზე, საკუთარ ქალაქში.
შევამჩნიე და არ შემეძლოა არ გამემახვილა ყურადღება, მე უბრალოდ კონტური გადავატარე, იმას რაც დავინახე.
pareidolia art by me..
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 484 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

პარეიდოლიური ხედვის ნახატი ხეზე / pareidolia art

ხემ მომცა თვითონ ეს სახე, დამანახა, არ დამჭირდა, მოტეხვა მისი ჩამომხმარი კანის, რადგან რეალურად ასე იყო ბუნებრივად აწყობილი, შევამჩნია, დავინახე და უბრალოდ შემოვატარე კონტურებიშავი ფერის მარკერით.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 466 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ვინმეს გნებავთ ქუთაისში ჩემი ნახატების გამოფენა პოეზიის საღამოთი? გამომეხმაურეთ, მომეცით ძალა და იმედი, სურვილისამებრ კი თუ გაიმართება მობრძანდით, ჩამეხუტეთ, გამესაუბრეთ და დამათვალიერეთ ნახატებისა და ჩემი ნაწერების სახით.

გმადლობთ ყურადღებისთვის!..
Category: ჩანაწერები | Views: 442 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ინდუიზმი, უფალი და ქალი

მფარველი ვიშნუ და გამანადგურებელი შივაც კი ლოცულობს
ბრაჰმას, განეშასა და ინდრას ფეხებქვეშ.

შენ კი ისაც არ იცი ვის შესთხოვ და რას.
რა ძალა აქვს მთელი გულით წაკითხულ "მამაო ჩვენო"-ს.

შენ ახლა უსმენ რომელიმე ჰიტს,
მე კი ვგრძნობ რომ ზღვაში უბრალოდ ფეხებს ისველებ,
როდესაც მთის ძირში ვდგავარ და მწამს რომ დავლაშქრავ მას,
რითაც გადავცურავ შენს ზღვასაც
და გაგიკვალავ გზას.

ყურსასმენებიდან წამოსული მანტრას ენერგია ერევა
დილის თხოვნებს უფალთან,
ზემოქმედებს ფსიქიკაზე და იმიტომაც შეშლილს ამოგეჩემა —
"ჰარე კრიშნა!" და 'უფალო შემიწყალე!"

რომლის არსი შენთვის ისეთივე მიუწვდომელია,
როგორც ქოქოსის შეწირვა სპილოსთავიან მთავარსარდლისთვის,
გამოცდების კარგად ჩასაბარებლად,

ან ნებისმიერ ღამეს,
შენს სახლამდე მიმავალ გზაში ქრისტეს ნაფეხურები,
როდესაც მას ხელში ეჭირე,
ან უბრალოდ მოგყვებოდა რომ დაეცვი მოულოდნელი ტკივილ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 575 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

8 აგვისტოს
ქალაქ რუსთავის თეატრის მოპირდაპირედ სკვერი
16:30 — 22:00 სთ.
ნიკა ძამიაშვილის ნახატების გამოფენა-გაყიდვა "პარეიდოლიური სინესთეზია", სადაც ასევე შესაძლოა წავიკითხო რამდენიმე ლექსი.

ყოველი შემთხვევისთვის დამიკავშირდით — 555 08 08 92.
ჩემს დაბადების დღეზე, ყველას გელოდებით, მთელს ქალაქს და არა მხოლოდ..
დიდი სიყვარულით, ნიკუშა!.. ♥

ღონისძიება ფეისბუქზე — facebook.com/events/319608139403786
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 455 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

ვაპირებ სერიოზულ გამოფენას ღია ცის ქვეშ, (სანამ იმ 10 დღიან დათმობილ გალერეაში გამოფენას აღმიდგენენ) არ ვიცი სად, ოღონდ, თუკი ვინმეს მერიიდან მოველაპარაკე და თოკები ვიშოვე და ა.შ.. შეიძლება რუსთავის მერიის წინ სკამები და ლამპიონები რომ არის იქ ზემოთ გავაბა თოკები და ჩამოვკიდო ნახატები. ასევე სურვილისამებრ შეგეძლებათ, ზოგიერთი ნახატის შეძენა.. თუკი არ მოხერხდა მერიის წინ, მაშინ გავაკეთებ საკუთარ ეზოში და ქალაქში ჩამოვკიდებ რამდენიმე ფურცელს, მარტივად მოსაგნებად.. ხვალე დილას მეცოდინება ზუსტი ინფორმაცია და აქაც დავდებ.. გამიხარდება, ვინმე თუ გამომეხმარება დროზე ადრე და დამეხმარება ამ საქმის მოწყობაში..

ჰო, მთავარი დამავიწყდა. ეს მინდა დავამთხვიო 8 აგვისტოს, ანუ ჩემს დაბადების დღეს..

გმადლობთ ყურადღებისთვის!..

Category: ჩანაწერები | Views: 478 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-25 | Comments (0)

1 2 3 ... 21 22 »