7:25 AM
მორიგი ლექსი ნინოს, დაწერილი მისკენ მიმავალ გზაზე
მე ვარ ტყე,
რომელიც ქარისგან ხელს გიქნევდა,
გემშვიდობებოდა,
ბოლო ხეს კი ცრემლივით დასცვივდა სამი ფოთოლი,
როდესაც იჯექი მატარებელში.

დაიძინე..

მოქმედებაზე მეტი განიცადე და
უჩემოდაც იყავი ჩემთან.

გაიღვიძე..

მწამს,
შენში დაისადგურებს ჩემი მფეთქავი სიგიჟე,
რომელიც გაგიკვალავს გზას ამ ბნელი ტყიდან სინათლისკენ,
უსრულ ბედნიერებასთან,
ისეთი უსაზღვრო სისწრაფით,
როგორ ძლიერადაც მიყვარხარ!..
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 607 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: დამშვიდობება, ხე, ფოთოლი, i luv u, I Love You, train, მწამს, ხელი, მატარებელი, wind, სინათლე, ლექსები სიყვარულზე, ტყე, miyvarxar, გაღვიძება, ლექსი სიყვარულზე, უსაზღვრო, hand, სიყვარული, Sleep, siyvaruli, ქარი, ძილი, მიყვარხარ, სიგიჟე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar