6:54 AM წ.მ.-ს (მე გწერ ამ წერილს.. აკვარელით იხატება ჩემი ყველა სიზმარი...)წ.მ.-ს | მე გწერ ამ წერილს. აკვარელით იხატება ჩემი ყველა სიზმარი. საღებავის წვეთები ცრემლივით სდის ფურცელს და შლის იმ გზას, რომელიც ჩემში შენმა ლოდინმა შექმნა. ვგრძნობ, შემწევს იმის ძალა, რომ უამრავ კილომეტს მიღმა დაგასიზმრო ის, რასაც შენდამი განვიცდი. მე დაგიხატავ ცას, მე დაგიხატავ ზღვას, მე დაგიხატავ წყლის დიდ ხომალდს. მე არასდროს მექნება გემი, მაგრამ ჩემი ლექსებია ის ნავი, რომელიც არასდროს ჩაიძირება და ყოველთვის გამოჩნდება ის ერთი მგზავრი, რომელიც წაიკითხავს ჩვენს ისტორიას და ტალღების ხმაურში ცაზე იპოვის საკუთარ ვარსკვლავს. მიმაგრება: სურათი 1
| |
სულ კომენტარები: 0 | |