ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი, რომელმაც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისგან მაგისტრატურის კურსის გასავლელად მაქსიმალური გრანტი მიიღო.
თედო რეხვიაშვილი 3 წლიდან ხატავს. როგორც თავად ამბობს, ხატვა ძალიან უყვარს და ოჯახის წევრები ამაში სულ მხარს უჭერდნენ.
თედო რეხვიაშვილი პედაგოგიურ საქმიანობს, 22 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ შეუდგა.
თედო რეხვიაშვილმა მისი რჩეული ნამუშევრები ნიუ-იორკში, გამოცდაზე გააგზავნა, სადაც მოწონება დაიმსახურა. მან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, საუკეთესოთა შორის მოხვდა და მაქსიმალური გრანტიც მიიღო.
ნიუ-იორკის აკადემიამ, თედო რეხვიაშვილი 15 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა, რაც მას სწავლას ნაწილობრივ უფინანსებს. თუმცა გადასახდელი რჩება 23 ათასი აშშ დოლარი.
ახალ დარჩენილი თანხის მოგროვებას ცდილობს, რათა საბოლოოდ შეძლოს სწავლის საფასურის დაფარვა. დრო 5 სექტემბრამდე აქვს.