ამ პოსტში მინდა გავაერთიანო ჩემი საყვარელი ადამიანის, ოთხი შვილის დედის, პოეტი ქალის ცხოვრებისეული საინტერესო ჩანაწერები და სიღრმისეული პოეზია.
 

ჩანაწერები:


* * *

არ დაკვირვებიხართ? რაც უფრო იზრდება ჩვენი გულწრფელობის ხარისხი, როცა ცუდად ვართ, მით უფრო მარტონი ვრჩებით. თითქოს ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ჩვენი რუხი ამბებით მათ სიმწრით მოპოვებულ სინათლეს, როგორც ძვირფას მონაპოვარს, ვუმღვრევთ. ვითომ გვერდით გვიდგანან, რომ სინდისი არ აუჯანყდეთ და სინამდვილეში ყველა სიტყვა იმ უჯრიდან აქვთ ამოღებული, რომელშიც პლასტმასის, ხელოვნური, უკაპილარებო გრძნობები აქვთ გადანახული ჩვენისთანებისთვის. ისე ამაყად გვანუგეშებენ, თითქოს გვციოდა და ჩაგვაცვეს, მაგრამ რის გადაგდებასაც აპირებდნენ, ის მოგვცეს. ცხადია, მადლიერნი უნდა ვიყოთ, გავთბით, მაგრამ ჩვენ მაინც სულ ისეთს ველოდებით, ვინც იმას გაიღებს, რაც უყვარს. ასეთები თითქმის არ არსე ... კითხვის გაგრძელება »

Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 1000 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-03 | Comments (0)