ძნელია ამის დაწერაც, უბრალოდ ამ აზრების ჩამოყალიბებაც, რადგანაც ყველაფერი არეულია საკუთარ თავში და არ იცი, როდის და რა ქნა.. მე პირადად ძალიან მინდა რომ ვიკივლო ცალკე მისი სახელი და ცალკე ის რომ მიყვარს, უბრალოდ ერთი სიტყვით — მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!! ზოგჯერ ისე ვარ, ვერც ვწერ ლექსს, ვერც ვხატავ და ვერც გამოვხატავ რაიმენაირად ჩემს სულიერ მდგომარეობას, უბრალოდ ვზივარ კომპიუტერის წინ, ვათვალიერებ მის ფოტოებს ფეისბუქზე და მინდა ყვირილი, ვგრძნობ, როგორ ვეხუტები, როგორ მესმის მისი სუნთქვა, როგორ ვწვები ერთმანეთის გვერდით და ჩახუტებულები ვიძინებთ და სხვა უამრავ სასიამოვნო სიტუაციას, მაგრამ ცდილობ რომ მოითმინო იქამდე, სანამ იხილავ რეალურად და ძალიან ცუდად ხდები.. ნუ ყოველშემთხვევაში მე.. ამ სიტყვების მერე ცოტა გამეღიმა. :) მოკლედ ეს იყო და ეს, რაც მინდოდა მეთქვა..
|