9:19 PM
25 აპრილის პოსტი ჩემს ფეისბუქზე საკუთარი სურვილების შესახებ
გაღვიძებისთანავე, სანამ ავდგებოდი ლოცვის სათმელად დავსქროლე ფეისბუქი და იქ შემხვდა უსაყვარლესი ვიდეო დიდი ხნის უნახავ ძმაკაცის, მსახიობის Mindia-სი და მისი შვილის, რომლებმაც მოგვიწოდეს სახლში დარჩენა და მოგვიყვნენ კომბლეს ზღაპარი..
ერთხელ მან შემიყვანა თეატრში სპექტაკლზე, ერთხელაც რაღაც საღამოზე, იმავე თეატრში.. ოთხჯერ რუსთავში დავესწარი ერთხელ ახალგაზრდული ჯგუფი იყო რაღაც.. ერთხელ ნაცნობი მსახიობი და შემიშვეს, ერთხელ მე13-ელების წიგნის პრეზენტაცია იყო, ერთხელაც მამა თეოდორეს ქადაგება ტარდებოდა..
მოკლედ.. ჩემი თეატრში მისვლა, გინდაც საღამო ყოფილიყო, გინდაც სპექტაკლი ან ქადაგება, ან კონცერტი ან ნებისმიერი სხვა რამ, იყო ყოველთვის თანხის გარეშე.. როდესაც ვეძებდი ადრე წელიწადში ერთ დღეს თეატრს გამოსასვლელად, ან იაფად, ან უფასოდ.. ერთმა 70 კაციანში რომელიც ახლა უკვე უნივერსიტეტს მიეკუთვნება, 1200 დოლარიო, როდესაც 450 კაციანი 300-350-ადაც შესაძლო იყო ამეღო ხორავას თეატრი, მაგრამ მე პირადად პატარა მინდოდა, რადგან თვითონ არ მყავს ამდენი ხალხი.. და ჯობია პატარა სივრცე და სავსე, ვიდრე ერთი ან ორი ადამიანი ცარიელ 400 სკამთან :)
მოკლედ.. შემიძლია გავიდე ლაივში დღეს საღამოს ან ხვალე და არა მხოლოდ პოეზიის მხრივ, არამედ შესაძლოა მცირე მინი ონლაინ-გალერეაც მოვაწყო, თუკი ნოუთბუქი მომცემს საშუალებას, ან ონლაინ ხატვაც შეიძლება, ან ნებისმეირი რამ საინტერესო, გავიაროთ ჩემს მინი-ბიბლიოთეკაზე და რამდენიმე წიგნზე ვისაუბროთ, ან უბრალოდ ნებისმიერი აზრის გაჩენა, წარმოშობა, დაბადება თავში ნეირონებში კავშირები დაკავშირებული განვლილ ცხოვრებასთან და მომავალზე ან აწმყოსთან სიტუაციური ნაფიქრი, რა და როგორ და რანაირად, ან სიზმარი, როგორ ან საიდან მოდის, შესაძლოა ვინმეს არ მიაქციო ყურადღება ქუჩაში ან მეტროში და უბრალოდ 25-ე კადრივით წამიერ დახედო და რაღაც განცდა შენიშნოს შენმა ქვეცნობიერმა მის სახეზე, შენ ყურადღების გარეშე გადაავლო თვალი და უცებ მოულოდნელად ის კადრი გაგიელვებს თვალს წინ და ათასი სხვა რამ.. იმედია საინტერესო იქნება..
ამ გამოკეტილობის ჟამს, როდესაც არცერთი თეატრი, ან გალერეა არ მუშაობს, ისე.. 10 დღით დამითმეს ქარვასლას ისტორიული მუზეუმი, მაგრამ რათ გინდა.. იძულებული გახდნენ უვადოდ გადაედოთ.. ჰოდა გადავწყვიტე, თუკი გამოვიკეტები, შემიძლია, რადგან არაა შესარცხვენი, არამედ ეს ნამუშევრები, ისაა რაზეც თავს დავდებ.. შემიძლია გავიდე ლაივში.. ამ გადაპიარებული ვირუსის ჟამს, როდესაც ზოგს მართლა შესტკივა გული ხალხზე, ზოგიც ზედმეტი ორი სამი ლაიქის გულისთვის, ჰაიპისთვის რაღაც არ "ჩალიჩობს" და ეს ჩემი საქმე არაა და არც ლაივში გასული ვერ ვიგრძნობ თავს როგორც თევზი წყალში, უბრალოდ ყელში მიჭერს და მის ზემოთ ამოდის იმდენი რამ მაქვს სათქმელი, იმდენი რამ განსაცდელი და ამოსაღები, რომ.. ძნელია ამ ემოციების მოთოკვა.. აი, სხვა თუ ამბობს ან ახსენებს ხალხის დამორჩილებას ამ ვირუსისგან თავის დასაღწევად, რამაც შეიძლება გაისროლო, დღეს და ხვალ, მე ვწერ, იმას, რამ შეიძლება არასდროს გახდეს მასაში გავრცელებული, მაგრამ რამდენიმე ადამიანის გულში ყოველთვის რამდენიმე საუკუნის წინ და შემდეგაც იქნება მსგავსი განცდა, სიამოვნება, შეგრძნება.. აი, მცირედი ამონარიდი საკუთარი ლექსიდან "უსასრულოდ შერევა ყველაზე მორჩილი საღებავის.ხუჭავ თვალებს და იღზნები ამ უსაზღვრო ენერგიით,მოსული არსაიდან. უჭერ საღებავს და ისაც იღვრება წინა დაუმთავრებელ ნახატს ზემოდან, გემორჩილება.."
წინაზე ვცადე პოსტის სახით, ვისაც მოგენატრეთ და ვისთვისაც სულერთი არ ვარ, ან გნებავთ ჩემი ლაივი, დანახვა, კონტაქტი, შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი-თქო, რაც შემიძლია ახლა გავიმეორო, ანუ უკვე ძალაშია თქვენი აზრი გამოთქმა კომენტარის სახით, უბრალოდ არ გავედი რადგან ორი კაცი იყო სულ და ავიღე და მათ დავუკავშირდი პირადად მოვიკიხე, გავესაუბრე და ასე.. მე არ ვარ ის კაცი რომ გავიდე და გადავაზიარო რამდენიმე ჯგუფში, ან სპეციალურად ხალხმრავალ ჯგუფში შევიდე და სახით ვივაჭრო, ნებისმიერი სისულეზე ან ვიღაცის დამცირებით ან მზესუმრის მირთმევის მსგავსი უაზრობით გავიყვანო დრო.. რავიცი ერთი ადამიანისთვის გავალ ლაივში, მაგრამ რა აზრი აქვს, როდესაც შემიძლია არა მესიჯებით მესაუბროს, არამედ პირადში დამირეკოს და იქ ხმით ვიკონტაქტოთ, თუკი რამდენიმე ადამიანი შეგროვდება, სიამოვნებით. თქვენ გენაცვალოთ ნიკუშა!.. <3
გმადლობთ ყურადღებისთვის!..
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 340 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: მამა თეოდორე, თეატრი, ძმაკაცი, კომბლე, განცდა, სივრცე, რუსთავი, ონლაინ გალერეა, ყურადღება, სიამოვნება, სახლი, შეგრძნება, ფეისბუქზი, სისულელე, ჯფუფი, ბიბლიოთეკა, საღებავი, ლექსი, საღამო, ლაივში ჩართვა, უნივერსიტეტი, ლოცვა, ჩანაწერი, სპექტაკლი, მსახიობი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar