* * *

როდესაც ვგრძნობ,
რომ შენ არ ხარ ჩემი ფუნჯი,
მასტეხინი,
მუდამ ცვალებადი თეთრი საღებავი,
ან რაიმე სხვა სამხატვრო ნივთი,
რომელსაც თითქმის ყოველი დღე ვეხები.
მაშინ ვრწმუნდები საკუთარ თავთან რომ შენ ხარ ის არსება,
ვისთვისაც და ვისგანაც ამოსული ენერგეტიკა და ემოცია
შენი სახით,
მაქმნევინებს მორიგ შედევრს!..

როგორი ძლიერი ადამიანიც არ უნდა ვიყო,
ზოგჯერ მეტირები,
მარად მიძგერხარ
და მუდამ იფეთქებ ჩემში ბოლო აციმციმებამდე,
აწ და მარადის!..

მწამს უფლის,
მაგრამ რაც ჩემს საგულეში დაისადგურე,
მის შემდეგ ერთხელაც არ მითქვამს
"დაე, იყოს ნება შენი, უფალო!."
მუდამ მქონდა სხვადასხვა თხოვნა.

მე ვიქნები ის კარი,
რომელზეც ცრემლმორეული დააკაკუნებ,
ისაც, ვინც ლოცვას შეწყვეტს
და გამაღებს,
გამოგართმევს შენს სისხლსა და ხორცს,
პატარა ანგელოზს,
რომელსაც ჩაიხუტებს
და შენ მოგწმენდს ლოყებზე გამავ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 406 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

— თქვენ აწერთ სხვადასხვა რამეს კედლებს..

— მე შემიძლია იგივე დავაწერო, რაც უკვე მეწერა, გააჩნია შთაგონებას.

— ბოლოს რა ფრაზა დააწერეთ კედელს?

— აქედან, რომელი პოლიტიკური სიმბოლოებია ყველგან?
ა. ტელევიზია
ბ. ეკლესია,
გ. მაკდონალდსი
და დ. სეიმო.

ნაწყვეტი გლაიონ ბრაიენის შოუში Jean Michel Basquiat-ს ინტერვიუდან.
Category: სხვა | Views: 378 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

ასეთ ტიპი არ უნდა დაინდო, "რაის შეყვარებული" "რითი შეგაყვარა თავი" ან რატომ იყვარებენ გოგონები ასეთ ნაბიჭვრებს.. უნდა ჩაწიხლო და მერე უპასუხო, "შემეშალეთ ბატონო, სხვა უნდა გვეცემაო, ანუ ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის არედან" ეს ერთი და მეორე სახლში, კაი, ჰო შეცდა, რატომ აგდებ?.. და მესამე, ასეთ ნაბიჭვრებს, რატომ უმართლებთ და აყვარებენ გოგონებს თავს და ჩემი მეგობარი სტიქაროსანი, ვერ ეუბნებოდა მგალობელ გოგონას რომ უყვარდა და მეც ჰა... აი, არ ვიცი რა ვთქვა.. რატომ ხდება ასეთი უსამართლობა, უნდა სასტიკად დაისაჯონ, რომ არავინ ჰყავდეს მიმბაძველი, აი, მაგარი ტიპი ვარ, გოგონა შევაცდინე და რაღაცა დავითანხმე.. თუ გინდა წადი-იმუშავე და გადაიხადე, ან ნახე უფასოდ, ისეთი, ვინც ჩაგიწვება და არ ინერვიულებს და თუკი .. ეს არაა სიყვარული.. ესაა რაღაცა სექსუალური ლტოლვა და დაკმაყოფილება, გატაცება მისდამი, რომელიც პირველივე მოუმზადებელ და მოულოდნელ სიტუაციაშივე ჩაქრა.. ნო რმალური სიტყვები არ მადგება, გინება მაქვს ცხრასართულიანი.. ისე ვარ, რამის ცხვარივით გავატყავო არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი მსგავ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 331 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 298 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

* * *

დამივარდა ფანქარი.

ნერვები მეტად გამებზარა,
ვიდრე მას გული.

2016
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 307 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

The hope of happiness

სიკეთე და სიყვარული —
ფილემონი და ბავკიდა.
ბედნიერების იმედი მზეზე უმალვე გაშრება.

საცვლები და ორი კაბა გოგონამ თოკზე გაკიდა.
ჟრიამულია ეზოდან, გაღიმებული ბავშვების.

წერილების და სიზმრების ზღაპრებად გადაბირება.
გრძელდება ეს მელოდია
და იხატება ყვავილი.

გული ხარ ჩემი მფეთქავი და მეორე დღის იმედად
გიტოვებ ამ ლექსს და იმ გზებს,
რომელზეც ერთად გავივლით!...
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 304 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

სად არის შენი სახლი?

ალბათ იქ,
სადაც ვინმე გელის და გრძნობ სითბოს მათგან,
ან იმ შიშველი კედლებიდან,
რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის,
რომელიც მისთვის შესაძლოა მოფერებასავით იყო,
ახლა კი გეცოდება, ცრემლი გდის..

გადის დრო..
გული გწყდები, რომ ხვდები,
ეს უბრალოდ შპალერმოლამაზებული გაგაჯული ბეტონია,
რომელსაც არ გააჩნია მეგობრობის უნარი.
მას შეუძლია დაგიცვას სიცივისგან და გაცხოველებულთაგან,
ასევე შეგიზღუდოს თავისუფლება.

ამ დროს კი გრძნობ ჰაერის ნაკადს, იხედები გვერდით
და ამჩნევ ფანჯარას!..

2017
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 285 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 369 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენც მომყვები.
ვჩერდები და შენც.

ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

ჩვენ ერთად ყოფნისას ვკარგავ საკუთარ თავებს,
რომელსაც ერთმანეთში ვეძებთ,
მაგრამ ვერ ვპოულობთ..

2018
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 313 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 309 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)

გავედი გარეთ.
შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა,
რომელიც გალოთდა.
პურის საყიდლად დამაკლდა ხურდა.
დაიხურა მაღაზია,
სადაც გამყიდველი და მფლობელი ერთი ადამიანი იყო
და ბებიასავით ვუყვარდი.
ძმაკაცი თვითან-თვემდე ვერ კვებავს მეუღლეს და ბავშვს.
.
ქუჩის ძაღლი, რომელსაც რამდენიმე წამით მოეფერები,
კუდის ქიცინით გაცილებს სახლამდე,
იმ იმედით რომ რაიმეს მიუგდებ,
ადამიანებიც ვემსგავსებით მათ,
მხოლოდ იმედით ვცხოვრობთ.
.
დღევანდელი დღეც უარყოდ —
ერთფეროვანია..
უფლის ანაბარა დარჩენილი მთელი ქვეყანა
ჰგავს იმ ნაგავსაყრელს,
საიდანაც ვხედავთ რომ უნდა დავახვიოთ,
მაგრამ წყლის ონკანი, საპონი და საპარსი არსაით ჩანს.

.

2017 წ.
Category: ლექსები | Views: 308 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-23 | Comments (0)