პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება.

ზოგჯერ,
ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში
ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას,
როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის.

ზოგჯერ,
ვუყურებ ფურცელს, ტილოს, კედელს, ტროტუარს, ხეს..
საკუთარ თავთან ვმღერი, ვხატავ, ვკიხულობ, ვწერ..
და ვგრძნობ ჩემში შემოდის ანამორფოზი,
ყველანაირი სასმელის ან ბოლის გარეშე,
ტვინი მერევა ქმედებით, მუსიკით, კინოთი, გრძნობებით..
მარტო ვარ, მარტო ვარ, მარტო ვარ, ფსიქოზი.

ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა
ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის
ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის
ხან ვესაუბრები ჩრდილებს, ხან — მათ ვკარგავ.

ზოგჯერ მომდის ა ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 1664 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

გაღვიძებისთანავე, სანამ ავდგებოდი ლოცვის სათმელად დავსქროლე ფეისბუქი და იქ შემხვდა უსაყვარლესი ვიდეო დიდი ხნის უნახავ ძმაკაცის, მსახიობის Mindia-სი და მისი შვილის, რომლებმაც მოგვიწოდეს სახლში დარჩენა და მოგვიყვნენ კომბლეს ზღაპარი..
ერთხელ მან შემიყვანა თეატრში სპექტაკლზე, ერთხელაც რაღაც საღამოზე, იმავე თეატრში.. ოთხჯერ რუსთავში დავესწარი ერთხელ ახალგაზრდული ჯგუფი იყო რაღაც.. ერთხელ ნაცნობი მსახიობი და შემიშვეს, ერთხელ მე13-ელების წიგნის პრეზენტაცია იყო, ერთხელაც მამა თეოდორეს ქადაგება ტარდებოდა..
მოკლედ.. ჩემი თეატრში მისვლა, გინდაც საღამო ყოფილიყო, გინდაც სპექტაკლი ან ქადაგება, ან კონცერტი ან ნებისმიერი სხვა რამ, იყო ყოველთვის თანხის გარეშე.. როდესაც ვეძებდი ადრე წელიწადში ერთ დღეს თეატრს გამოსასვლელად, ან იაფად, ან უფასოდ.. ერთმა 70 კაციანში რომელიც ახლა უკვე უნივერსიტეტს მიეკუთვნება, 1200 დოლარიო, როდესაც 450 კაციანი 300-350-ადაც შესაძლო იყო ამეღო ხორავას თეატრი, მაგრამ მე პირადად პატარა მინდოდა, რადგან თვითონ არ მყავს ამდენი ხალხი.. და ჯობია პატარა სივრცე და სავსე, ვი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 339 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

გამბედაობა ხმის ამოსაღებად!
როდესაც სათქმელიც არაფერი გაქვს და ეძებ სიტყვებს,
შენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატად,
იქნებ ვინმე იპოვო შენი მსგავსი..

უნებლიეთ ვუცრუებ იმედებს საკუთარ თავს,
მაგრამ სხვას ვუსრულებ უამრავ დანაპირებს.

უძილობა.
შიში სინათლის.
ღამე ქუჩების ყოველდღიური დაზეპირება
და დამეგობრება.

სონლაქსი და ბაკლოსანი — რელაქსაციისა და ძილისთვის.
ნატრიუმის თეოპენტალი — შიშების მოსაკლავად.

ოთხ კედელში ჩაკეტილობის ფობია
და გარეთ უმისამართოდ ბოდიალი.
შიში საკუთარი ჩრდილის.

ლოცვის ნაცვლად სიგარეტით დაწყებული დილა.
ყავის ნაცვლად მძიმე ჩაით.
და მისი გახსენებისას, ჭიქაში სამი კოვზი შაქრის ჩაყრა.
— არ გშველის.

თვითმფრინავში სიკვდილის შიში
და ავტობუსით გადალახული საზღვარი,
რომელსაც ფსიქიკურად აქამდე ვერ წარმოიდგენ, ვერ ცდები.
— არ გშველის.

პარკში ჩიტების ჭიკჭიკი
და მდინარის შენაკა ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 324 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

.

წვიმის ცივი წვეთები ფანჯარაზე იღვრება.
ძილი მატარებელში.
ფსიკური ტრანსი
და ჩინური ჩაის გემო
შეფარდებული სიზმრების მატრიცის ფონზე.

.

მეორე კადრი

უსასრულოდ შერევა ყველაზე მორჩილი საღებავის.
ხუჭავ თვალებს და იღზნები ამ უსაზღვრო ენერგიით,
მოსული არსაიდან.
უჭერ საღებავს და ისაც იღვრება
წინა დაუმთავრებელ ნახატს ზემოდან,
გემორჩილება..
შემდეგ სალათასავით, (რომელიც შეადარე არქონის გამო)
ასხამ ზეთს,
დე კუნინგის ხათრით ამატებ მცირედ წყალს
და უსაშველოდ ურევ..
თავში ბუდისტურ მელოდიაზე გინდება კივილი,
რომელიც შენში ერევა მზის ჩასვლას..

.

მესამე კადრი

ბულგარული ხალხური სიმღერის "ბრე პეტრუნკოს"
მოსმენისას ვისაც ფსიქო-კრიმინალური ფონი შეექმნა
ახლოს დგას ჩემთან.
მომთაბარე ბოშათა ჯგუფის ფონზე ორი აზერის ფრაზა.
"ტაბორი მიდის ცაში.
მე გამიძარცვავს იქაც კი, სადაც არ ვყოფილვარ" < ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 322 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

შეშლილის ჩანაწერები.

დასაწყისიდან მცირე ნაწყვეტი (არც თავი არც ნაწილი, უბრალოდ შედარებით ყველაზე უინტერესო მონაკვეთი, მომავალი რომანიდან)

მეცხრე წელია რაც უძილობა მჭირს და დღეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ღამე დატვირთული უამრავი აზრით სხვადასხვა რამის შესახებ..
ხუჭავ თვალებს და ცდილობ ჩაძინებას, ხედავ ტვინის ნეირონულ კავშირებს, აკავშირებ ყოველთვის ნებისმიერ რამეს, იმას, ვისზეც ნერვიულობ და ვისზეც წუხარ, ნებისმიერი გზით, თუნდაც ჯაჭვს, შემდეგ ამირანს კავკასიონზე, შემდეგ სვავს, რომელიც გულს უჭამს, ღამე ყორანივით შავი, შემდეგ რაც შენზე მოქმედებს არა სასიამოვნოდ, ან გბოჭავს, გინდა ხატვა, ტილო არ გაქვს და გიწევს ძველ დაწყებულ ნახატს გადაახატო, ყველა მაღაზია დაკეტილია, სახლის მიტანის სერვისით, მხოლოდ საკვებია, რაც შენთვის არანაირ სიტუაციაში არაა პრიორიტეტი, გქონდეს ნატეხი პური და ერთი ვაშლი, მთავარია სკეტჩუქი, ტილო და ბლოკნოტი ლექსისთვის.. წარმოგიდგება ადამიანი, ვისთანაც მიდიხარ ფეხით, რადგან ტრანსპორტი არაა, მაქამდე ურეკავ და სთხოვ ტილოს, სთავაზობ ლუდს, თან გეშინია ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 333 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

რემარკი ამბობს
თავისუფლება სიყვარულზე ძვირფასიაო,
მე კი პირიქით მიმაჩნია,
რადგან ადამიანი თუ გიყვარს,
მისთვის შეიზღუდავ საკუთარ თავისუფლებას,
გადადგამ მთას და დააშრობ მდინარეს..

საკუთარი თავისუფლების დოზასაც
ადამიანთა სიყვარულით ზომავ,
რომ არ დაუტოვო მოყვარეს გულში მოუშუშებელი იარა.

და ვიხსენებ იმ ნათქვამს,
ჯერ უფალი,
შემდეგ საკუთარი თავი და სხვა დანარჩენიო,
მაგრამ მარხვასავით ვარღვევ ამ სიტყვას,
რადგან საკუთარ თავამდე მიდგას რამდენიმე ადამიანი

რომელიც ხელს მიქნევს,
რასაც ვერ ვხედავ,
მაგრამ ფანჯრის გაღებისას ვგრძნობ,
სითბოში ნიავის სახით..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 305 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ნ.-ს

დრო.
ათას კაცში მარტო.
დგომა და ლოდინი.

სიტყვა.
სახეზე სითბო.
ხასიათი და განწყობა,
ემოცია,
რომელსაც ვერ შევურჩიე ფერი.

ნიღაბი გაქვს ვარდის,
მაგრამ შენში ვხედავ მინდვრად ამოსულ
მარტოსულ გვირილას
და ყოველი შემოხედვისას სულიერად ვივსები.

დავდუმდებოდი,
რომ არ მქონოდა ნახატი,
რომლის ყურებისას შენს სამყაროში ვცურავ.

... და მიხარია,
რომ მე ის უბრალოება შევიცანი,
ვიპოვე,
რომელსაც მოვასმენინებ საკუთარ სიჩუმეს.

მუსიკა და ჰიპნოზი.
ჰაერი და წყალი.
ფრენა და უკვდავება..

ა-მი'ნ!..
Category: ლექსები | Views: 324 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

მოგესალმებით!

მე მაქვს უამრავი კომპლექი და ასევე პრინციპები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არასდროს გავხვდები სახით მოვაჭრე, რაიმე სისულელის ხარჯზე.. ფოტოების ხშირი გადაღება, ლაივები სხვადასხვა ჯგუფებში და მასაზე გათვლილი უინტერესო ტექსტითა თუ ლექსით ან ა.შ..

სამ ადამიანს უნდოდა რომ მე მათთვის ხატვის გაკვეთილებით ჩამეტარებინა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ მოხერხდა დროზე-ადრე ამის მოგვარება, შემდეგ ვირუსი და ჩაკეტილობაშიც შემეძლო უამრავი იდეა მაწუხებს, და ისინი განმეხორციელებინა, მაგრამ თავს ვიკავებ ჩემივე სერიოზული ნახატებისა და ნაწერების გამო.

მოკლედ, ალბათ უახლოეს მომავალში დავაანონსებ ღონისძიების სახით ან უბრალოდ პოსტით, როდის და რომელ საათზე ჩავერთვები ლაივში (არ ვიცი ვიდეო-მონტაჟი) და იქ შემიძლია რამდენიმე მონატრებულ ადამიანს ერთდროულად მოვესიყვარულო, თქვენივე სურვილისამებრ წავიკითხო რამდენიმე ლექსი, გავაკეთო რამდენიმე ახალი ნახატისა და სწრაფი ჩანახატების პრეზენტაცია, ასევე მოკლედ სამომავლო გეგმებზე, თუკი მალე ჩაივლის კორონა ვირუსი და ბონუს ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 349 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

სიყვარულში არსებობს ორნაირი ადამიანი,
ტუალეტის ქაღალდი და აკვარელის სამას გრამიანი.
ორივეს ქონას მოაქვს სიხარული,
მაგრამ ისინი სხვადასხვა ცხოვრების გზას გადიან
და სხვადასხვა სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნიათ.
ერთი გამოყენებისთანავე კვდება
და მეორე კი მუდმივად ცოცხალია.

გადაწყვიტე საკუთარი ცხოვრების გზა
და გადაშალე წიგნი.
Category: ლექსები | Views: 328 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ყველანი ვგრძნობთ
სხვადასხვა ტკივილს განსხვავებულად,
და სევდიანი გამოხედვის უკან ვკარგავთ
ბედნიერების წამებს,
რომელიც რაც უფრო სასიამოვნოა,
მით უფრო მალე სრულდება.
Category: ლექსები | Views: 303 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

შენ არ გესმის ჩემი ფსიქიკის მელოდია,
მაგრამ მე არაფერს გთხოვ,
მსურს ვხედავდე ჯერ არ ჩასახული ბავშვის სახეს,
რომელიც ირეკლება საკუთარი ხედვით,
ჩემი ეზოს გუბეში,
იქვე მდგარი ხითა და ლამპიონის შუქით.

ჩვენ თუ ვერ ვიქნებით ერთად,
ჩვენს ისტორიას ხალხს დავუტოვებ,
შენდამი შექმნილი სიტყვით.

— მიყვარხარმშვიდობისა!..

გაულამაზეთ დღის ნებისმიერი პერიოდი
თქვენს საყვარელ ადამიანს,
დილა, შუადღე, საღამო, ღამე...

ზღვა ემოცია,
რომელიც გინათებს გზას.
შედიხარ ტრანსში, რადგან შეამჩნიო ეს ნათება
და სასოწარკვეთილი, გულისფეთქვით გამომყვე იქ,
სადაც ვიკვებები შენგან ჩემი გახსენებით,
ანუ უკვე ძვალს გადაეკრა კანი და მიჭირს სუნთქვა.

და ვცდილობ გავუმეორო
საკუთარ თავს,
რომ მწამს,
უშენოდ, მაინც ვარ შენთან,
მაგრამ როდესაც ვემსგავსები ნორმალურ ადამიანს,
ვხვდები..

შენი ცხოვრების გასავლელ გზას არ კვეთს ლიანდაგი, ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 330 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

* * *

მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

———

After wandering around all alone,
I went back home.

I caught a sight of your picture

And my empty room
Got warmer.

———

После одинокого скитаний
Поднялся домой.

Заметил твое фото

И пустая комната
Cогрелась.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 319 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალსქვემოთ ღრმულები.

მივხვდი
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს

ჩემს მიერ გავლილი
და დარჩენილი წლები.
Category: ლექსები | Views: 342 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

* * *

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 406 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

Abstract / აბსტრაქცია N#103 (ნიკა ძამიაშვილი)
Oil on canvas / ზეთის საღებავები ტილოზე
Size / ზომა — 110 X 85

Other than the first photo are parts, details, but first-one is a full painting / პირველი ფოტო არის სრული ნახატი, დანარჩენი კიდეც ნაწილები.. — facebook.com/ndzkart/posts/200011104772755
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 357 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)