12:42 PM
* * * (აბრეშუმის კაკაო. ხოჭოების აივანი. ხის ტოტის რბილობის ფაფა.)
აბრეშუმის კაკაო.
ხოჭოების აივანი.
ხის ტოტის რბილობის ფაფა.

მწვანე დაფხვნილი ქვის ფოთოლივით სიმწარე

და სიყვითლე,
როგორც ჩაისთვის მიჭყლეტილ ლიმონზე მოყრილი შაქარი.

წყლის ლურსმნები,
რომლებიც ეწირებიან ჩემთვის გასათხრელ ორმოს.

ვის ვკითხო,
რამდენი წვეთი სიცოცხლე დამრჩა?!.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 356 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ორმო, წვეთები, სიკვდილი, ლიმონი, ფაფა, წვეთი, ჩაი, გაჟონვა, ხე, ფოთოლი, საფენი, ხოჭოები, კაკაო, ლექსი, ოლვეისი, ხის ტოტი, მინიმა, პოეზია, აბრეშუმი, სიცოცხლე, სიყვითლე, ლურსმანი, მწვანე ქვა, შაქარი, აივანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar