3:26 PM
არა არანაირ ძალადობას, მითუმეტეს ქალის მიმართ!
ახლა ისეთი გამწარებული ვარ... ოოო.. როგორ ვპოსტავ ამას, ისე რომ არ ვხმარობ ბილწ სიტყვებს და როგორ დავასრულებ ამ პოსტს, თვითონ აზრზე არ ვარ.. რატომ? არის, რაიმე გაუგებრობა, რომელიც ნორმალური საუბრის ტონით არ გვარდება, გაერიდე სხვა ოთახში, თუ არ გყოფნის, გაუშვი სახლში, ნათესავებთან, რა უფლებით ხელს წევ ქალზე, რავიცი, ისე ვარ, რამის ჩამოვკიდო და ცხვრებივით გავატყავო ეს ხალხი, კი, მესმის, მარხვის დროს, ასეთი და მსგავსი აზრები არ უნდა მაწუხებდეს, მაგრამ ჯერ მთავრობა, მერე სასამართლო, მერე სხვადსხვა ორგანოები, რომელიც (მე პირადად ვიცნობ ერთიორს და მადლობელიც ვარ მათი) ალბათ, უმეტესობა, ისეთია აქეთ უსამართლობას გტენის, ან გაიძულებს, რომ ან ხელი აწიო, შეეწინააღმდეგო, ან ბილწი სიტყვა და ა.შ.. ასევე სამსახურებში, ყველგან შესაძლოა არაა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ ბევრგან უფროსები არიან ისე რომ ნებისმეირ დროს ნებისმიერ რამეზე კი არ გაგაფრთხილებენ ან მიგანიშნებენ ესევე ჩაგვრაზე და აი, მე ვარ და ჩემი ნეკა თითის ფრჩხილის მიკრობადაც არ ღირხარ-ის გამოვლენა და ა.შ.. მაგრამ ყველაფერია ასატანი, ისაც რომ თუ სულითა და ხორცით ხელოვანი ხარ, იშვიათად თუ გამოანათოს შენთვის რაიმე ვარსკვლავმა და გეშველოს, გაგიმართლოს და არათუ მოიწყო ცხოვრება, არამედ იცოცხლო მაინც.. კი, მესმის, ათას თუ არა, საკმაოდ ბევრ უსამართლობასაც მოვედე, მაგრამ ნერვები მაინც ვერ დავიმშვიდე, რატომ? რატომ 32 მკვლელობა, გაუშვი და წავიდეს, მშვიდ სიტუაციაში განიხილავთ მერე რა და როგორ, ანდაც, კი ეკლესიურად, ოჯახი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ რომ ხედავ რომ არ ღირს დარჩენა, აიღონ ჯვარი ერთმანეთისგან და წავიდნენ სხვადასხვა გზაზე, თუკი უნდათ ერთად თანაცხოვრება, (არაა ჩემი საქმე, კი.. მესმის) გაუგონ და აპატიონ ერთმანეთს, ან განერიდონ, და ოდესმე გადაწყვიტონ რატომ, რა დააშავეს ქალებმა, რა რადგან ძლიერი ხარ, მაგით ხარ მაგარი რომ შენ ცოლს "მოაკეტინებ"? არაა ეს კაცობა. თუ გაჩუმდება, რიდითა და დათმობით, საუბრის დროს უნდა ერთიც და მეორეც უთმობდეს და არ ყაყანებდნენ, არც ეჭვიანობა, გატაცებაა ეს და არა სიყვარული, თუ გიყვარს უნდა ენდობოდე. ბავშვი უნდა გააჩინოს, არ უნდა დაუშალო, რომც არ გქონდეს რჩენის თავი, თუ არ გინდა, უნდა იმუშაო, არ მუშაობ, წადი იმათხოვრე ან ისესხე, ან რავიცი ვინ რას ნახავს, ოღონდ არც სხვას უნდა წაართვა, რადგან შესაძლოა ეს მისი ბოლო კაპიკები იყოს ერთი პურზე რომელიც სამ დღემდე უნდა იმყოფინოს.. თუ გაქვს თავი, მიდი და ვინმე სერიოზული პირის დაცვას გადაუარე და ის გაძარცვე, ან თუმცა ბანკის ხსენებას რა აზრი აქვს, ისედაც თვე არ გავა, არ გაიტანონ, მაგრამ პენსიონერს რომ აუთოვებ და ართმევ იმ რაღაც გროშებს, ადამიანი ხარ, მის მერე, მისი არაადამიანი ასედაისე.. და ასე შემდეგ, კიდევ უამრავი რამ.. კი ბევრ რამეს ვედები, შესაძლოა არ იყოს აქედან არცერთი მიზეზი, მაგრამ არაფერი არაა იმის ფასი რომ ადამიანს, მითუმეტეს ქალს ხელს გაარტყა, მითუმეტეს რაიმეთი ნივთით, რომლითაც უფრო ძლიერ დააზიანებ, დაჭრი, ან ძვალს გაუტეხავ, აუუუ, ამის წერისას ოფლი მასხავს, იმდენი რომ თითქოს ვედროთი გადამასხესო, ისე ვარ, შეიძლება რაიმე ცხოველთან გამწარებულ ვეფხვთან ვისპარინგო, ანდა იმან რა დამიშავა, ცალკე რომ არ აძლევენ საკვებს, რომ სპილოებს დენს უშვებენ იმდენს რომ ყურებიდან სისხლი სდის რომ თავზე დადგნენ, და კიდევ სხვა ცხოველებს აწამებენ, ისე რომ ზოგი ეწირება კიდეც იმისთვის, რომ ცირკში გამოიყვანონ და ვიღაცამ ფული აკეთოს ამით. ეგაც ნაბიჭვრული ქმედებაა.. მეგონა ნორმალურად ნელ-ნელა იშინაურებენ და აჩვენებ, თურმე რად ღირს ეს შესაძლოა ლამაზი სანახაობა..

ვაახ.. მაინც არ შემიძლია არ დავუბრუნდე ამ ღვთისგან შექმნილ საყვარელ არსებებს, ქალი.. არ ვიცი რა.. აი, ცირკსაც ხომ შევეხე, რაის ცხოველი გინდა აიღო, რომ ადამიანზე უფრო უხეში, ველური და მწვალებელი, რომელი, არ არსებობს, სამწუხაროდ...
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 580 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: გოგოები, არა ძალადობას, araadamianoba, mkvleloba, გოგონა, არაადამიანობა, usamartloba, ara dzaladobas, წამება, ქალები, უსამართლობა, qalebi, ძალადობა, gogoebi, მკვლელობა, qali, ნიკა ძამიაშვილი, dzaladoba, nika dzamiashvili, ქალი, gogona, tsameba, wameba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar