6:40 AM ჩემი მოკლე ცხოვრება და სხვადასხვა აზრებიმე შემიძლია შენზე ფსიქოლოგიურად ვიმოქმედო, | მაგრამ არ ვარ ეშმაკეული და არ მსურს, რომ ვინმე შეეწიროს ჩემს ნაცხოვრებ ნაწერებს, იმიტომაც ვიმეტებ მხოლოდ ჩემთვის. შენ როდესაც გამიცნობ, მკითხველო.. იპოვი ჩემს მისამართს, ქალაქს, ბინას.. დააკაკუნებ.. ან კარს გაგიღებს ვინმე სხვა, ვისაც არაფერი ეცოდინება ჩემს შესახებ, ან თუ უფრო დააგვიანებ, დაინახავ ძველ მიტოვებულ კორპუსს, საიდანაც ფიცრები დიდი ხნის წინ დაწვეს ფეჩში და რკინები კი ჯართში ჩააბარეს ვიღაცებმა, რომლებიც უკვე წლებია საზღვარგარეთ გაზიდეს. კიბის რამდენიმე საფეხური ჩატეხილია და გეშინია სამსართულიანში ბოლო სართულამდე ასვლა. გაინტერესებს ჩემზე რაიმე ინფორმაცია, მაგრამ კარის გვერდზე კედელიც იმდენჯერ ჩამორეცხა წვიმამ, რომ ზედ ვერაფერს ამჩნევ.. მუსიკა, ხატვა და პოეზია ჩემი სიგიჟის უსასრულობაა, რომელსაც შეუძლია როგორც მაცხოვროს, ასევე ბოლო მომიღოს, ისე, რომ ჩემ გარდა ვერავინ მიხვდეს, რა მომენტში ვიყავი ცოცხალი და როდის მოვკდი.
| |
სულ კომენტარები: 0 | |