12:14 PM History of Kongo's Dream / ისტორია კონგოს ოცნებაზეღმერმა გადაწყვიტა დედამიწა დაესაჩუქრებინა. | მან მოიარა ყველა ადგილი, თავისი ჩანთიდან ყველას სჩუქნიდა სიცოცხლის იმედს და მოსული კონგოში დაიღალა.. ასე სწამთ მათ და მაინც ეშინიათ იმისი გაფიქრებაც კი, რომ შესაძლოა, იმ კეთილ ადამიანს ხელში ცარიელი ჩანთა დარჩენოდა, რადგან ის ღმერთია და მას შეუძლია თქვას და აღსდგეს სამართალი, რომელიც ვიღაცისთვის მკვლეობასთამ, გაუპატიურებასა და ჩაგვრასთან ასოცირდება ზოგისთვის სასარგებლო მინერალების მოპოვებასა და მშვიდობაზე ოცნებით, რომელიც გადის თავისი ბავშვის თეფშიდან მის სახეზე ღიმილამდე. ..და თუკი კონგო მინერალების სამოთხეა, რომელიც გამოიყენება ახალი ტექნოლოგიებისთვის, და ასევე სადაც შესაძლოა გადააწყდე მას, რაც არც კი დასიზმრებია მენდელეევს, მაშინ ასეთ მდიდარ ქვეყანაში, ბავშვი რატომ უნდა მღეროდეს ამ სიტყვებს — "ვაშა, მე ამას მთლიანად შევჭამ" მამა კი უტოვებდეს ოჯახს ორკვირიანი მონატრებით იმედს, სთხოვდეს მეუღლეს რომ ილოცოს მისთვის, ბავშვს კი არიგებს რომ მიხედოს თავს და მასავით არ დაავადდეს, თვითონ კი მიდის ჯუნგლებში შახტაზე, სადაც იმალება კონგოს სიმდიდრე. ჰუტუ და ტუცის, უგანდას, ტანზანიასა და რუანდას შორის მშვიდობასა და თავისუფლებისთვის მომღერალი კაცი გახდა იძულებული შვილების თანდასწრებით გადაეხადა ხუთი დოლარი, მეუღლის წამების ნაცვლად, ერთი გასროლვით მოკვლაში. გავიდა დიდი დრო იმ ნაბიჭვრების ძებნაში, უაზროდ.. მას ცხოვრების მანძილზე შეეძლო მოეკლა ადამიანი, მაგრამ ის მიხვდა, რომ .. მათი სიძულვილი კი არ ანადგურებს მათ, ვისკენაც მიმართულია, არამედ ღრღნის საკუთარ თავებს. ის სრულად გამოილია, მაგრამ ხვდებოდა რომ ბავშვებს სჭირდებოდათ ძლიერი მამა, რომ ასწავლოს მათ ცხოვრება და სიყვარული. მან დაიწყო ლოცვა, რამაც მისცა დავიწყებისა და პატიების ძალა.. ხუთი-ექვსი წლის შემდეგ კი პოზიტიურად შეიცვალა და ხედავდა ბავშვების სიხარულსაც. მდინარიდან კოლტანისა და სხვა მინერალი მოპოვებაში მუშაობს ძლიერი ხალხი, სუსტი კი ან ჯარში მიდის, ან ხდება მძარცველი. ისინი თავს დებენ საკვების გულისთვის, მათ ნაშრომზე კი ყვავდებიან მდიდრები. და მაინც კონგოელი მადლობელია, რომ გამოვიდა მონობიდან და უწევს ცხოვრება გროშებზე.. ეწირები თვეში ორმოცდაათ დოლარს, რითაც არ იცი რა გაისტუმრო — სკოლა, საკვები, მგზავრობა თუ წამლები ბავშვებისთვის.. რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ ვერ გამოვალთ მონური წვალებისგან, ჩვენ არ ვიცი რა ხდება სხვა ქვეყნებში, ჩვენ ვენდობით მათ და თავდახრილი ვაგრძელებთ ყოფას. ზოგჯერ აღარ შემიძლია თავის გატანა, ცალკე გასვლა და ცრემლის დენა მანიჭებს მცირედ შვებას ჩვენ ვერ ვხვდებით რომ სისტემა მართავს თანამედროვე სამყაროს. მე საკუთარ ქვეყანასა და ოჯახზე ვსაუბრობ.. ყველაზე ცუდია, რომ ვერ ვხედავ გამოსავალს და ვიჯერებ მის არარსებობას.. მარტოდყოფნისას, ბევრჯერ ვესაუბრებოდი ჩემს თვალწინ მოკლულ ცოლს, რომელთანაც ვგრძნობდი უმისოდ მისობას მესმოდა მისი ხმა.. ახლა კი ვფიქრობ ჩემს შვილებზე, არ ვიცი რა ვუყო მათ. მინდა ისინი მაინც წავიდნენ აქედან საზღვარგარეთ, რადგან მათ მაინც აქვთ ბედნიერების უფლება!. ვცდილობ ავიყვანო საკუთარი თავი და ვიცხოვრო ნორმალური ცხოვრებით, მაგრამ ვგრძნობ, რომ შინაგანად მკვდარი ვარ. მან იპოვა სხვა მეუღლე, შეხვედრისთანავე მიხვდა, რომ ის უნდა ყოფილიყო მის გვერდით და ასევე უთხრა, გოგომ კი უპასუხა, რომ ის არც კი იცნობდა მას, არცაა საჭიროო და გაუყვნენ სახლისკენ გზას. ცოლი მადლობელია ადამიანის, რადგან მის გარეშე, შესაძლოა ახლა არ ყოფილიყო ცოცხალი. კაცი დგება კართან მოსაწევად.. ..და ეს ისტორია, შენთვის მონაყოლი, ბევრად სასიამოვნო ზღაპარია, რეალობა კი.. ადამიანისთვის სიცოცხლეში აუწეველი ქვასავით მძიმეა, რომელიც საკუთარ ორგანიზმში ფეთქავს, და იმის იმედს გაძლევს, რომ განაგრძო ცხოვრება საკუთარი თავის იმედად და გწამდეს რომ ყოველ ღამეს მოსდევს დილა და შესაძლოა ღმერთმა დაისვენა და დღეს თუ ხვალ განაგრძობს თავის კეთილ მოგზაურობას.. მიმაგრება: სურათი 1
| |
სულ კომენტარები: 0 | |