5:11 AM ი ც ე კ ვ ე ! ..მე დაგხატავ თუ გინდა. | მოდი ჩემთან — იცეკვე! მოგატყუეს გოგონავ? წამიკითხე — იცეკვე! მესაუბრე ქუჩაში, წადი სახლში — იცეკვე! შენც თუკი არეული ფსიქიკა გაქვს — იცეკვე! უბრალოდ მე ლექსს დავწერ, შენ კი მხოლოდ იცეკვებ! ნუ იფიქრებ სიკვდილზე, გესმის ჩემი? — იცეკვე! ჩემი მსგავსი შეშლილი გამოჩნდი და იცეკვე! უბრალოდ მე ვებრძვი თავს გავიმარჯვებ — ვიცეკვებ! შენს თავში იკეტები, გიკაკუნებ — იცეკვე! კაკუნის მელოდიას გიმეორებ — იცეკვე! გამოდი ნაჭუჭიდან დაამსხვრიე — იცეკვე! დაივიწყე ტკივილი სევდა, ცრემლი — იცეკვე! თვითონ მე ვარ მუსიკა ამიწიე — იცეკვე! პირჯვრის გადაწერისას პაუზა და იცეკვე! ხელი, ფეხი, კისერი, ტანი გტკივა? — იცეკვე! და თუ ისევ შემიგრძნობ, ჩემი გჯერა — იცეკვე! გული უკვე დაშლილი ღვიძლივით მაქვს — იცეკვე! მაგრამ მე არ ვჩერდები არ გაჩერდე — მეცეკვე! სადაც არ უნდა იყო, ვყვირი, მჯერა რომ გესმის, ბოლო ამოსუნთქვამდე უკანასკნელ ფეთქვამდე უკანასკნელ შეშლილთან შენ ბოლოჯერ იცეკვებ!..
| |
სულ კომენტარები: 0 | |