ხმელეთის ჩიტო,
შენ ვერასდროს იფრენ ცაში.

შენი ცხოვრება ისეთივე სიცრუეა,
როგორც ღიპიანი პოეტის ლექსი შიმშილზე.

ვხვდები,
შენ ჩემსავით შესცქერი ჭერს
და ოცნებობ,
რადგანაც ფიქრობ,

რომ ცხოვრებაში არაფერი დაგრჩენია,
ამაზე მეტი.
Category: ლექსები | Views: 679 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

იცი, რომ ეს გულიც
უფრო მეტს მოითმენს.

არ გინდა,
გჯეროდეს..
ტკივილით ერთობი.

მარტო ხარ
და გინდა,
ვინმე რომ მოვიდეს.

კაკუნი კარებზე
არ ისმის თვეობით.
Category: ლექსები | Views: 731 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

როდესაც
ვეძებდი
ჩემს მსგავს ადამიანს
დასამეგობრებლად,
ვიპოვე
საკუთარი თავი ..
Category: ლექსები | Views: 745 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

სურვილების ხე დაიტვირთა ოცნებებით
და ქარის დაბერვისას - გადატყდა.

არ ვიცი,
ველოდო თუ არა,
საკუთარი ნატვრის ასრულებას.
Category: ლექსები | Views: 766 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მკვდარი ჩიტების დაცემის ადგილზე
ჩვენ ვსუნთქავთ,
ვმოძრაობთ ანუ ვცოცხლობთ.

ჩვენ დავფრინავთ
თვალგახელილ ოცნებში ან
მხოლოდ დაუვიწყარ სიზმრებში.

და ნეტავ,
როდის გავუცვლით გარემოს,
მათ, ვინც ცოცხლობს ფრენისთვის?

მე შემიძლია,
ნებისმიერ დროს,
შევიდე ზღვის სიღრმეში
და მოვიბა ფრთები.
Category: ლექსები | Views: 768 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

შენს კარგად ყოფნას
ყოველთვის ეწირება ვინმე ან რამე.

მე ჩაიდნით ავადუღე წყალი
რომელიც დავასხი
ორ ცალ იაფფასიან ჩაის პაკეტს,
შევურიე ერთი კოვზი შაქარი
და მივხვდი,
რომ მან სისხლი იდინა,
ჩემი სიამოვნებისთვის,
ისევე, როგორც ჩემმა მეგობარმა თავი გადადო
საკუთარი შვილის
ახლადშექმნილი ოჯახის გამოსაკვებად.

სამწუხაროა,
ის რომ
ღერი სიგარეტი,
ნატეხი პური
და ყავა, ერთჯერადი მოხმარებისთვის,
უფრო ახლოს არის ჩვენთან,
ვიდრე ისინი,
ვინც გვიყვარს,
ვუყვარვართ,
ვისთვისაც ვცოცხლობთ
და თავებს ვერ ვიმეტებთ მოსაკლავად.
Category: ლექსები | Views: 746 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად.
Category: ლექსები | Views: 693 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

საწუხაროდ,
გვიან შევამჩნიე,
რომ შენში ნაპოვნი ბედნიერება
აღმოჩნდა საკუთარი.

სიხარულს გვანიჭებს სიამოვნება,
რომელიც იშვიათდება.
Category: ლექსები | Views: 748 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მე ვარ მსხვერპლი.

მე არ მინდოდა განათლება, მითუმეტეს ტექნიკური.

მე არ მინდოდა განშორება, მითუმეტეს ვინც მიყვარს, მასთან.

მე არ მინდოდა ჭაღარა თმაში.

მე არ მინდოდა დიდი ლოდინი — ასეთი მცირე ხელფასის,
მე არ მინდოდა ვალები და მასზე ნერვიულობა.

მე არ მინდოდა ხის მოჭრა,
თუნდაც ძვალ-ტყავში წყალდამშრალი ბებრის,
— ღუმელში დასაწვავად.

მე არ მინდოდა შენს სახეზე ცრემლი, შენვე მოგეწმინდა.
მე არ მინდოდა საერთოდ რომ გაგჩენოდა ცრემლი.

მე არ მინდოდა საკუთარი ცხოვრება გამეუპატიურებინა.

მე არ მინდოდა მეწერა ლექსები,
მაგრამ ვგრძნობ,
რომ წერა ისე მჭირდება,
როგორც ჰაერი, წყალი და ნატეხი პური.

მე არ მინდოდა
ჩემი ბედი სხვას დაეწერა.
Category: ლექსები | Views: 722 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მე ტყვია არ მენანება მათთვის,
ვინც უბრალო ადამიანის წინააღმდეგ
უკანალს ულოკავენ იმ მმართველს,
ვისაც ხალხი
საერთოდ არ ანაღვლებს
და მხოლოდ საკუთარი სკამისთვის იბრძვის.

მწამს,
ერთ ღერ სიგარეტს
ბევრად მეტი ფასი აქვს,
ვიდრე მათ,
ვინც უამრავ ხალხს კვებავს
შეუსრულებელი დაპირებებით.
Category: ლექსები | Views: 731 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ბრმამ
ჯოხის დახმარებით
მოგაკითხა სახლში.

შემოუშვი.

წასვლისას კი აღმოაჩინე
საკუთარი საფულის უქონლობა.
Category: ლექსები | Views: 756 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

« 1 2 ... 9 10 11