მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი, ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..
კარის გამოხურვამდე პირჯვრის გადაწერა ქუჩაში მეგობრის დასამშვიდობებლად აწეული ხელივითაა, რომელიც მახსენებს ტრანსპორტიდან შემჩნეულ ახალგაზრდა გამხდარი გოგონას სახეს, რომელშიც დავინახე დედობრივი სითბო და ტკივილი რომელიც ისეთივე ამოუხსნელია ჩემთვის,
როგორც ბინაში დატოვებული ღმერთი, რომელმაც ჩემს გვერდით იმგზავრა.
|
შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი ცრემლის გარეშე.
მწამს, ოდესმე შეგეხები და გამოიდარებ!..
|
მე ვუსმენ ნიჟარას და ვგრძნობ როგორ იხრჩობი, მაგრამ ვერ გეხმარები, რადგან არ ვიცი, რომელ ზღვაში გეძებო?!.
|
მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში.
შევამჩნიე შენი ფოტო
და ცარიელი ოთახი გათბა.
|
ბავშვობიდან რაც მახსოვს, არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს, ყოველთვის მქონდა იდეა, ახლა კი პირიქით — ვცდილობ ვიმოქმედო, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.
გავიზარდე მაშინ, როდესაც დავკარგე ბავშვობის ოცნებები და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.
მე მაშინ შევამჩნიე დაბერება, როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა და ვერ მოვასწარი გაღვიძება.
მე ყოველთვის ვკვდებოდი, როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას.
ვგრძნობ, ტანჯვითა და უსამართლობით სავსე ცხოვრების გავლაც ღირს რამდენიმე ნათელი წუთისთვის,
რომელიც ჩემში დავიწყებული სიზმარივით ტრიალებს, სადაც, დაბინდული სილუეტები ეხვევიან ერთმანეთს და სთხოვენ — არ გაახილონ თვალი.
|
* * * როდესაც ვგრძნობ, რომ შენ არ ხარ ჩემი ფუნჯი, მასტეხინი, მუდამ ცვალებადი თეთრი საღებავი, ან რაიმე სხვა სამხატვრო ნივთი, რომელსაც თითქმის ყოველი დღე ვეხები. მაშინ ვრწმუნდები საკუთარ თავთან რომ შენ ხარ ის არსება, ვისთვისაც და ვისგანაც ამოსული ენერგეტიკა და ემოცია შენი სახით, მაქმნევინებს მორიგ შედევრს!.. როგორი ძლიერი ადამიანიც არ უნდა ვიყო, ზოგჯერ მეტირები, მარად მიძგერხარ და მუდამ იფეთქებ ჩემში ბოლო აციმციმებამდე, აწ და მარადის!.. მწამს უფლის, მაგრამ რაც ჩემს საგულეში დაისადგურე, მის შემდეგ ერთხელაც არ მითქვამს "დაე, იყოს ნება შენი, უფალო!." მუდამ მქონდა სხვადასხვა თხოვნა. მე ვიქნები ის კარი, რომელზეც ცრემლმორეული დააკაკუნებ, ისაც, ვინც ლოცვას შეწყვეტს და გამაღებს, გამოგართმევს შენს სისხლსა და ხორცს, პატარა ანგელოზს, რომელსაც ჩაიხუტებს და შენ მოგწმენდს ლოყებზე გამავ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გათენდა. გავიღვიძე. მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.
გამახსენდი. მომინდა ჩაგხუტებოდი, გაგსაუბრებოდი.
დასამშვიდებლად, ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი და უამრავ კილომეტს მიღმა შევიგრძენი შენი გათენებული დილის გემო..
|
* * *
დამივარდა ფანქარი.
ნერვები მეტად გამებზარა, ვიდრე მას გული.
2016
|
The hope of happiness
სიკეთე და სიყვარული — ფილემონი და ბავკიდა. ბედნიერების იმედი მზეზე უმალვე გაშრება.
საცვლები და ორი კაბა გოგონამ თოკზე გაკიდა. ჟრიამულია ეზოდან, გაღიმებული ბავშვების.
წერილების და სიზმრების ზღაპრებად გადაბირება. გრძელდება ეს მელოდია და იხატება ყვავილი.
გული ხარ ჩემი მფეთქავი და მეორე დღის იმედად გიტოვებ ამ ლექსს და იმ გზებს, რომელზეც ერთად გავივლით!...
|
სად არის შენი სახლი?
ალბათ იქ, სადაც ვინმე გელის და გრძნობ სითბოს მათგან, ან იმ შიშველი კედლებიდან, რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის, რომელიც მისთვის შესაძლოა მოფერებასავით იყო, ახლა კი გეცოდება, ცრემლი გდის..
გადის დრო.. გული გწყდები, რომ ხვდები, ეს უბრალოდ შპალერმოლამაზებული გაგაჯული ბეტონია, რომელსაც არ გააჩნია მეგობრობის უნარი. მას შეუძლია დაგიცვას სიცივისგან და გაცხოველებულთაგან, ასევე შეგიზღუდოს თავისუფლება.
ამ დროს კი გრძნობ ჰაერის ნაკადს, იხედები გვერდით და ამჩნევ ფანჯარას!..
2017
|
შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი, ცრემლის გარეშე.
მწამს, ოდესმე შეგეხები და გამოიდარებ..
|
როდესაც ჩემს გვერდით ხარ, გიყურებ და ვდუმვარ. არ ვიცი რა გითხრა.
ვუსწრაფებ ფეხს და შენც მომყვები. ვჩერდები და შენც.
ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ ორივე ვდუმვართ.
ჩვენ ერთად ყოფნისას ვკარგავ საკუთარ თავებს, რომელსაც ერთმანეთში ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ..
2018
|
მე მწამს იმ ნახატის, სიმღერის, ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის, რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა ორი გრამი პოეზია, როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი ლუდის წვეთები ბოთლზე ხაზებად..
|
გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა. პურის საყიდლად დამაკლდა ხურდა. დაიხურა მაღაზია, სადაც გამყიდველი და მფლობელი ერთი ადამიანი იყო და ბებიასავით ვუყვარდი. ძმაკაცი თვითან-თვემდე ვერ კვებავს მეუღლეს და ბავშვს. . ქუჩის ძაღლი, რომელსაც რამდენიმე წამით მოეფერები, კუდის ქიცინით გაცილებს სახლამდე, იმ იმედით რომ რაიმეს მიუგდებ, ადამიანებიც ვემსგავსებით მათ, მხოლოდ იმედით ვცხოვრობთ. . დღევანდელი დღეც უარყოდ — ერთფეროვანია.. უფლის ანაბარა დარჩენილი მთელი ქვეყანა ჰგავს იმ ნაგავსაყრელს, საიდანაც ვხედავთ რომ უნდა დავახვიოთ, მაგრამ წყლის ონკანი, საპონი და საპარსი არსაით ჩანს.
.
2017 წ.
|
God decided to give the earth a gift. He travelled all the places, from his bag, He gave everyone the hope of life and when arrived to Congo He felt tired… that is how they believe and yet they are afraid even to think, that perhaps this kind man was left with an empty bag, because He is God and He just can say and restore justice, which for some is associated with murder, rape and oppression, for others it is extracting useful minerals and dream about peace, which runs from his own child’s plate to the smile on his face. And if Congo is the paradise of minerals, which is used for new technologies, andit is also the place where you might find, what Mendeleev have never dreamt of, then why in such a rich country should a child sing a song with these words: ‘hurrah, I will eat it whole’, A
...
კითხვის გაგრძელება »
|
ნერვები, როგორც არყით სავსე ბოთლი, მას მიყოლებული ქვედა ტუჩის თხელი გარსი, სიმშვიდე, როგორც მიუწვდომელი ვარსკვლავი, შფოთვა კი ის, რითაც გადააყოლებ დღიდან-დღეს.
მე ვარ წყნარი და მშვიდი, თუნდაც შევიშალო. არ მიცნობ და არ იცი ჩემი გარეკვის პიკი. შენ გეშინია ჭკუიდან შეშლის, იმიტომაც არ მკითხულობ, არც მათვალიერებ ნახატების სახით, და არ მიკაკუნებ კარზე, რადგან მე შენთვის დიდი ხნის წინ მოვკვდი.
ბოლო ამოსუნთქვამდე, ჩემს ძარღვებში სიგიჟე ჩქეფს, ისე როგორც შენში სისხლი. და მე, დაუფიქრებლად სრულად დავიცლები, ოღონდ ერთხელაც, ჩვენმა ენებმა ერთმანეთში იპოვონ საკუთარი მოსასვენებელი.
|
* * * ბავშვობაში, რამდენჯერ დაგინგრევია მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით სხვისი გამომცხვარი პასკა და ზედ გაგიყვანია გვირაბი ან მოკლე გზა შენი ქალაქიდან სათამაშო მანქანის მეშვეობით საზღვრების გასაცდენად,. რამდენს გიპასუხიათ ვინმესთვის უბრალო წყენაზე, რომ.. მამათქვენის პანჩურის ამორტყმით ამერიკაში გადააფრენდით. თუნდაც გვერდით არ გყოლოდათ მამა. სხვები თუ დარბოდნენ, იქ სასდაც კონტაქტში შესვლა იწყებოდა კუბიკის ან ხის ნაჭრეებიდან სახლუკის დამტვრევით, გრძელდებოდა ეზოში გასართობად და უკან ხელგადახვეული გზით საძინებლამდე. მე კი ვიჯექი ფანჯარასთან გრძელ სკამზე და ველოდი მშობელს, ან მათ მოსვლამდე ვინმეს, ვისაც მოაკითხავდნენ სახლში წასაყვანად, რადგან ხელი დაექნია ან ჩამოერთვა ჩემთვის, ან მშობლის მომლოდინე ბავშვი დამჯდარიყო, თუნდაც სკამის მეორე ბოლოს.. არავის ვუმტვრევდი ბაღში სახლებს, ღობეს ან სხვა კომპ
...
კითხვის გაგრძელება »
|
აბრეშუმის კაკაო. ხოჭოების აივანი. ხის ტოტის რბილობის ფაფა.
მწვანე დაფხვნილი ქვის ფოთოლივით სიმწარე
და სიყვითლე, როგორც ჩაისთვის მიჭყლეტილ ლიმონზე მოყრილი შაქარი.
წყლის ლურსმნები, რომლებიც ეწირებიან ჩემთვის გასათხრელ ორმოს.
ვის ვკითხო, რამდენი წვეთი სიცოცხლე დამრჩა?!.
|
Let’s admit that not every word has a synonym, but any action may have several explanations.
Humans, we make choices, to the extent our brain is developed and sometimes we knock our heads against the paradox.
But maybe out of three different situations, we are capable of drawing a general conclusion, grasp one, even three, or much more different meanings, Or maybe someone else will decide our fate for us.
But maybe none of these turns out to be true, and is as pointless as time wasted reading this verse.
|
The blind man visited you With the help of his stick…
You let him in.
When he left you found out that Your wallet has gone…
|
|